ქსენოფობი ნაშა მეტროში

მეტროთი ვმგზავრობდი, როდესაც ერთ–ერთ გაჩერებაზე ვაგონის კარი გაიღო და რამდენიმე აზერბაიჯანულად მოსაუბრე სტუდენტი შემოვიდა, ზურგზე ჩანთებით და ხელში კონსპექტებით. რამდენიმე ჩემ გვერდით დადგა, რამდენიმე მოპირდაპირე კარის მხარეს. ერთ–ერთ გაჩერებაზე ჩემ წინ გოგონას გვერდით ადგილი განთავისუფლდა. ერთ–ერთი სტუდენტი, რომელიც ჩემ გვერდით იდგა., იქითკენ წავიდა და გოგონას გვერდით მიუჯდა.

დიდი ხანი არ გასულა მას შემდეგ, რაც გოგომ სახეების კერვა დაიწყო. იჭღანებოდა, ცხვირზე ხელს იფარებდა. ისეთი სახე ჰქონდა, სადაცაა გული აერევაო, იფიქრებდით. არადა, ტიპი იქამდე ჩემგან ერთ მეტრში იდგა და არც სუნი ასდიოდა და არც ბინძურად გამოიყურებოდა. სუფთა თეთრი პერანგი ეცვა, ჯინსი და რაღათქმაუნდა შავი წვეტიანი ფეხსაცმელი 😀 . დავარცხნილი და მოწესრიგებული ჩანდა. თავისთვის, წყნარად იჯდა. მაგრამ გოგონა სულ ორ წუთში ისე მოიკუნტა, ვიფიქრე ეგაა და გული წაუვა–მეთქი.

როგორც კი მატარებელი შემდეგ სადგურზე გაჩერდა, გოგო წამოხტა და რამდენიმე მეტრში განთავისუფლებული ადგილისაკენ პირზეხელაფარებული გაიქცა. სტუდენტებს, ყველას სახე შეეცვალა. იმ ბიჭს ფერი აღარ ედო. ერთმანეთს აშკარად ნაწყენები და დამცირებულები უყურებდნენ. ნერვები მომეშალა და ვიფიქრე, ახლა ეს გოგო ღირსია, მივიდეს კაცი და უთხრას რომ ძალიან უზრდელია–მეთქი, მაგრამ რათქმაუნდა ასე არ მოვქცეულვარ.

ავდექი და ჩემს გაჩერებაზე ჩამოვედი. გზაში ერთ მაღაზიას ჩავუარე, რომლის ვიტრინაშიც წიგნი იდო. მეორე–მესამე კლასელები სკოლიდან მოდიოდნენ. ერთ–ერთმა ვიტრინას შეხედა და დამარცვლით წაიკითხა:”მა–მა–კა–ცის სურ–ნე–ლი”. მეგობარს გადახედა და უთხრა:”ე, ეს მაროშკინას ახალი წიგნი არაა?!”

კიდევ ერთხელ დავფიქრდი, სად ვკვდებოდი და გზა გავაგრძელე.

გამარჯობა–მეთქი და თუ გინდა შემ*ცი!

გამარჯობა! მე არც ბოზი ვარ, არც პიდარასტი, არც პრეზიდენტის სომხობაზე–არსომხობაზე ვდარდობ, არც სომეხი პრეზიდენტი ვარ, არც ქსენოფობი ვარ, სამსახურის დაკარგივს შემდეგ, ტაგანკაში თეატრის ხელმძღვანელობას რომ მთავაზობდნენ,  არც სექსუალური ფეხის ქუსლები მაქვს, არც საშუალო შეხედულობის(ან სულაც შეუხედავი)  გოგონა ვარ თავი სექსუალურად რომ გაჩვენებთ, არც რომელიმე სნობურ მწერალზე ან ჯგუფზე ვწერ, არც ბავშვობის მძიმე ისტორიებით ვცდილობ აგატიროთ და არც პირადი ტრაგედიებით, არც საკუთარი თავის გენიალურობაზე მაქვს პრეტენზია, არც გაჩვენებთ, რომ ყველა და ყველაფერი სულ ცალ ფეხზე მკიდია, არც ცნობილ ადამიანებს დავცინი, ვაშარჟებ და არც ყოველ სიტყვაზე ვეკიდები, არც მელანქოლიკი და საკუთარ თავში ჩაკეტილი ვარ, არც პიდ… არა, ეს უკვე გითხარით..

მე ხომ, თქვენთვის საინტერესოს, სამასალოს და საჭორაოს არაფერს ვწერ. მე თქვენ არ გჭირდებით. ჩემში ვერ ხედავთ ვერც ზედმეტად გაბედულ ადამიანს, რომელსაც თქვენი გაუბედავობის გამო ჩუმად ეთაყვანებით, ვერც აღვირახსნილად ვერ ჩამთვლით, მერე რომ გამკიცხოთ და საკუთარი თავი კიდევ უფრო გააპატიოსნოთ, ვიღაცაზე დაბოღმილი და შურით გამსკდარი ვერც მის მიმართ ჩემი გესლიანი სიტყვებით მოიფხანთ გულს.

მაშინ, ვინ ვარ? ბლოგერი? ამ პოსტის შემდეგ ეს კითხვის ნიშნის ქვეშ დგება. მოკლედ, ნაგვის ყუთში ვარ მოსასროლი.

გადამამუშავეთ მაკულატურად. ამაში მაინც გამოგადგებით. ტუალეტის ქაღალდი მაინც გექნებათ ბლომად.

პ.ს. ხომ იცი, რომ ყველაზე მეტად ის მეზიზღება, რაც შენ ასე ძალიან გიყვარს. რაც შენგან განსხვავებულია, ის შენთვის მიუღებელია. ის უნდა დაამცირო, გააცამტვერო, მიწასთან გაასწორო. ამბობ, ჩემზე უდარდელი კაცი მეორე არ დადისო, ამ დროს კიდე საკუთარ კომპლექსებში ხარ ახლართული. თუ ასე არაა, რატომ განაღვლებს სხვისი პიდარასტობა? სხვისი სომხობა? სხვისი ფარისევლობა? საკუთარი თავი რომ წარმოაჩინო, ან პიდარასტობას ან რაიმე ამდაგვარს იბრალებ, ან წმინდანობას. სხვების დამცირებით საკუთარი თავის მათზე ამაღლებას ცდილობ.  კარგი რა! ამოვიდა ყელში ეს ნიღბებით თამაში. როდისღა უნდა გაიზარდო და გახდე ის, რაც სინამდვილეში ხარ. ასე მართლა უფრო საინტერესო იქნები და მართლა განსაკუთრებული. ახლა კი, თავიდან ბოლომდე სიყალბე ხარ, ბუტაფორია, მეტი არაფერი.