ქსენოფობი ნაშა მეტროში

მეტროთი ვმგზავრობდი, როდესაც ერთ–ერთ გაჩერებაზე ვაგონის კარი გაიღო და რამდენიმე აზერბაიჯანულად მოსაუბრე სტუდენტი შემოვიდა, ზურგზე ჩანთებით და ხელში კონსპექტებით. რამდენიმე ჩემ გვერდით დადგა, რამდენიმე მოპირდაპირე კარის მხარეს. ერთ–ერთ გაჩერებაზე ჩემ წინ გოგონას გვერდით ადგილი განთავისუფლდა. ერთ–ერთი სტუდენტი, რომელიც ჩემ გვერდით იდგა., იქითკენ წავიდა და გოგონას გვერდით მიუჯდა.

დიდი ხანი არ გასულა მას შემდეგ, რაც გოგომ სახეების კერვა დაიწყო. იჭღანებოდა, ცხვირზე ხელს იფარებდა. ისეთი სახე ჰქონდა, სადაცაა გული აერევაო, იფიქრებდით. არადა, ტიპი იქამდე ჩემგან ერთ მეტრში იდგა და არც სუნი ასდიოდა და არც ბინძურად გამოიყურებოდა. სუფთა თეთრი პერანგი ეცვა, ჯინსი და რაღათქმაუნდა შავი წვეტიანი ფეხსაცმელი😀 . დავარცხნილი და მოწესრიგებული ჩანდა. თავისთვის, წყნარად იჯდა. მაგრამ გოგონა სულ ორ წუთში ისე მოიკუნტა, ვიფიქრე ეგაა და გული წაუვა–მეთქი.

როგორც კი მატარებელი შემდეგ სადგურზე გაჩერდა, გოგო წამოხტა და რამდენიმე მეტრში განთავისუფლებული ადგილისაკენ პირზეხელაფარებული გაიქცა. სტუდენტებს, ყველას სახე შეეცვალა. იმ ბიჭს ფერი აღარ ედო. ერთმანეთს აშკარად ნაწყენები და დამცირებულები უყურებდნენ. ნერვები მომეშალა და ვიფიქრე, ახლა ეს გოგო ღირსია, მივიდეს კაცი და უთხრას რომ ძალიან უზრდელია–მეთქი, მაგრამ რათქმაუნდა ასე არ მოვქცეულვარ.

ავდექი და ჩემს გაჩერებაზე ჩამოვედი. გზაში ერთ მაღაზიას ჩავუარე, რომლის ვიტრინაშიც წიგნი იდო. მეორე–მესამე კლასელები სკოლიდან მოდიოდნენ. ერთ–ერთმა ვიტრინას შეხედა და დამარცვლით წაიკითხა:”მა–მა–კა–ცის სურ–ნე–ლი”. მეგობარს გადახედა და უთხრა:”ე, ეს მაროშკინას ახალი წიგნი არაა?!”

კიდევ ერთხელ დავფიქრდი, სად ვკვდებოდი და გზა გავაგრძელე.

7 thoughts on “ქსენოფობი ნაშა მეტროში

  1. სერიოზულია :დ რამდენ რამეს იგულისხმებ ტექსტსა მიღმა დაფარულსა აზრშიიი🙂

  2. xo martla kaia ))) damafiqrebelia )) magram kidev erti ram,nu awert yvelafers saqartvelos da nu tvlit rom saqartvrlo sigoimea da rom es mxolod saqatveloshia ubralod saqartveloshicaa :DDD

    • ფრიად მართებული შენიშვნაა😀
      მაგრამ ისიც ვთქვათ:”არსად ისე არ ტეხავს, როგორც აქ”

  3. მა-მა-კა-ცის სურნელი. კი არა და რეალურად რომ მენახა ეგ ფაქტი იმ გოგოს რამეს დავუშავებდი:დ

  4. ცხრა გაურკვეველი წარმოშობის ჯგუფელი მყავს…. ყველანი ძალიან საყვარლები, ჭკვიანები და მოწესრიგებულები არიან…. ერთად დავდივართ ექსკურსიებზე.. ერთხელ ერთ-ერთმა სვეტიცხოვლობაც კი მომილოცა.. მეც ახლა ორშაბათს რომ მივალ ტრადიციულად მივადებთ თავებს ერთმანეთს…დასკვნა:მეტროში მე არ გინახივარ :დ

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s