როგორი ვიქნები 10 წლის შემდეგ

ალბათ მექნება სამსახური, მეყოლება ცოლი და იმ დროისთვის უკვე 3 შვილი მაინც(5-ს ვაპირებ:)) ვიქნები 2-3 სანტიმეტრით მაღალი და იმედია არა მელოტი, ვიცხოვრებ ისევ თბილისში, ან ქუთაისში თუ დედაქალაქი გადაიტანეს, პეჟო 407 იმ დროისთვის უკვე მოძველებული იქნება მაგრამ მაინც ეგ მეყოლება.
ერთი დღე:
დილით ადრე გამაღვიძებს უმცროსი ბავშვის ხმა, რომელმაც კიდევ ჩაისვარა, ჩემს ცოლს სიყვარულით დავხედავ, ჩუმად წამოვდგები დაღლილს და ღამენათევს რომ არ გაეღვიძოს და პატარის ოთახში გავალ. მას შემდეგ რაც საფენს გამოვუცვლი და ტაკოს გავუწმინდავ, დავბრუნდები ლოგინში და ერთი საათის შემდეგ მაღვიძარა გამაღვიძებს. ავდგები, ცოლს უკვე გამზადებული ექნება საუზმე, მივირთმევ, ბავშვებს ვაკოცებ(სკოლაში მათ დედამისი წაიყვანს, სულ მას მიჰყავს), ჩავჯდები ჩემს ძველ პეჟოში და რომელიმე დიდი გაზეთის რედაქციაში გავემათები, სადაც მოვამზადებ რამოდენიმე სტატიას პოლიტიკის განყოფილებისათვის, ლანჩზე “მინუს პიატს” ვეთამაშები თანამშრომლებს და კოკა-კოლას მოვუგებ, რედაქტორთან ვიკამათებ ლივერპული მოიგებს თუ მანჩესტერი იმ საღამოს თამაშს, მოვრჩები ყველა საქმეს და წამოვალ სახლში, სადაც ცოლთან და ბავშვებთან ერთად ვივახშმებ, შემდეგ მეგობრები ამომივლიან ლუდთან ერთად და ფეხბურთს ვუყურებთ, ლივერპული 2:0-ს მოიგებს(მართალი ვიყავი), მაგრამ გამიკვირდება კიდევ რამდენი ხანი უნდა იყოს ეს ფერგიუსონი მანჩესტერის მწვრთნელი, შემდეგ მეგობრები წავლენ, მე და ჩემი ცოლი წყნარად ვისაუბრებთ მას შემდეგ რაც ბავშვებს დავაძინებთ, შემდეგ “საუბარი” ლოგინში გადაინაცვლებს თუ ძალიან დაღლილები არ ვართ, თუარადა რაიმე წიგნს გადავშლი(იმედია ეს ჯინსების თაობა იმ დროისთვის წაკითხული მექნება) და კითხვაში ჩამეძინება, თუმცა ბავშვის ხმა გვიან ღამით გამაღვიძებს, მაგრამ ამჯერად ჩემი ცოლის ადგომის ჯერია.
სინამდვილეში 10 წლის შემდეგ ამ პოსტს წავიკითხავ(თუ წავიკითხე) და საკუთარ თავზე გამეცინება. ხომ მართალია ჯორჯ?

10 thoughts on “როგორი ვიქნები 10 წლის შემდეგ

  1. 10 wlis shemdeg, wartmatebuli, kidev ufro metad moazrovne, sheni gagebit bednieri adamiani iqnebi… : )

  2. 10 wlis Shemdeg sxva warmodgenebi da shexedulebebi geqneba yvelafris mimart gansxvavebuli gemovneba da ravi yvelaferi agarc is mogewoneba rac axla mogwons😀

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s