გამარჯობა–მეთქი და თუ გინდა შემ*ცი!

გამარჯობა! მე არც ბოზი ვარ, არც პიდარასტი, არც პრეზიდენტის სომხობაზე–არსომხობაზე ვდარდობ, არც სომეხი პრეზიდენტი ვარ, არც ქსენოფობი ვარ, სამსახურის დაკარგივს შემდეგ, ტაგანკაში თეატრის ხელმძღვანელობას რომ მთავაზობდნენ,  არც სექსუალური ფეხის ქუსლები მაქვს, არც საშუალო შეხედულობის(ან სულაც შეუხედავი)  გოგონა ვარ თავი სექსუალურად რომ გაჩვენებთ, არც რომელიმე სნობურ მწერალზე ან ჯგუფზე ვწერ, არც ბავშვობის მძიმე ისტორიებით ვცდილობ აგატიროთ და არც პირადი ტრაგედიებით, არც საკუთარი თავის გენიალურობაზე მაქვს პრეტენზია, არც გაჩვენებთ, რომ ყველა და ყველაფერი სულ ცალ ფეხზე მკიდია, არც ცნობილ ადამიანებს დავცინი, ვაშარჟებ და არც ყოველ სიტყვაზე ვეკიდები, არც მელანქოლიკი და საკუთარ თავში ჩაკეტილი ვარ, არც პიდ… არა, ეს უკვე გითხარით..

მე ხომ, თქვენთვის საინტერესოს, სამასალოს და საჭორაოს არაფერს ვწერ. მე თქვენ არ გჭირდებით. ჩემში ვერ ხედავთ ვერც ზედმეტად გაბედულ ადამიანს, რომელსაც თქვენი გაუბედავობის გამო ჩუმად ეთაყვანებით, ვერც აღვირახსნილად ვერ ჩამთვლით, მერე რომ გამკიცხოთ და საკუთარი თავი კიდევ უფრო გააპატიოსნოთ, ვიღაცაზე დაბოღმილი და შურით გამსკდარი ვერც მის მიმართ ჩემი გესლიანი სიტყვებით მოიფხანთ გულს.

მაშინ, ვინ ვარ? ბლოგერი? ამ პოსტის შემდეგ ეს კითხვის ნიშნის ქვეშ დგება. მოკლედ, ნაგვის ყუთში ვარ მოსასროლი.

გადამამუშავეთ მაკულატურად. ამაში მაინც გამოგადგებით. ტუალეტის ქაღალდი მაინც გექნებათ ბლომად.

პ.ს. ხომ იცი, რომ ყველაზე მეტად ის მეზიზღება, რაც შენ ასე ძალიან გიყვარს. რაც შენგან განსხვავებულია, ის შენთვის მიუღებელია. ის უნდა დაამცირო, გააცამტვერო, მიწასთან გაასწორო. ამბობ, ჩემზე უდარდელი კაცი მეორე არ დადისო, ამ დროს კიდე საკუთარ კომპლექსებში ხარ ახლართული. თუ ასე არაა, რატომ განაღვლებს სხვისი პიდარასტობა? სხვისი სომხობა? სხვისი ფარისევლობა? საკუთარი თავი რომ წარმოაჩინო, ან პიდარასტობას ან რაიმე ამდაგვარს იბრალებ, ან წმინდანობას. სხვების დამცირებით საკუთარი თავის მათზე ამაღლებას ცდილობ.  კარგი რა! ამოვიდა ყელში ეს ნიღბებით თამაში. როდისღა უნდა გაიზარდო და გახდე ის, რაც სინამდვილეში ხარ. ასე მართლა უფრო საინტერესო იქნები და მართლა განსაკუთრებული. ახლა კი, თავიდან ბოლომდე სიყალბე ხარ, ბუტაფორია, მეტი არაფერი.

12 thoughts on “გამარჯობა–მეთქი და თუ გინდა შემ*ცი!

  1. აი ძალიან მაგარია ! პირველ აბზაცში ყველა ბლოგერი ამოვიცანი ვინც კი ნაგულისხმები გყავდა🙂

    • არავინ მიგულისხმია. არც პირდაპირ და არც ირიბად. უბრალოდ, ბლოგერების უმეტესობა ეგეთია.

      • შენ შეიძლება არავინ გიგულისხმია მაგრამ მე რომ ვკითხულობდი, თვალწინ დამიდგა ყველა ის ბლოგერი რომლებიც ისეთ რაღაცებზე წერენ რაც იქ გეწერა. ნუ, ეს ალბათ ჩემს წარმოსახვითუნარიანობას უნდა დავაბრალოთ : )

  2. არა, წარმოსახვა არაფერ შუაშია. შენ რომ თქვი, ამოვიცანი ვისზეც წერდიო, მე ის გითხარი, რომ მანდ არავის სახელი არ დამიშიფრავს. შენ უბრალოდ ასეთი ადამიანების კონკრეტული მაგალითები წარმოგიდგა თვალწინ. რა თქმა უნდა, არ ვიცი რამდენად ზუსტი.
    მაგრამ, მთავარი ისაა, რომ რახან წარმოგიდგა, ესე იგი მართლა არიან ასეთები.
    კაი დაიკიდე😀
    იმედია მიხვდი რა ვიგულისხმე :დ

  3. გამარჯობა😉 შენს პირველ აბაცში ჩემი თავი ამოვიცანი ,ოღონდ რომელ წინადადებაში არ გეტყვი :D( აა.. ნუ ხო, გაიფიქრე რომ არც გაინტერესებს?– მეც ვიცი:D )
    შემოვირბენ ხოლმე აქ . მომეწონა შენი ბლოგი : )

  4. არა ნაგავში არ მოგისვრი არანაირად.
    და რაც შეეხება პოსტს,მესმის კარგად და გეთანხმები.
    ნაგავში ჯობია ნიღბები მოვისროლოთ.
    ისე,შენს ბლოგზე რომ შემოვდივარ პირველ რიგში ანტიფა მიხარებს გულს.
    სხვათაშორის ჩემი თავი ამოვიცანივით(მელანქოლიკი და მძიმე ისტორიები),მაგრამ დამიჯერე არასდროს ვწერ იმიტომ რომ ვიღაცამ წვინტლები ყაროს.ვწერ იმიტომ რომმ ე ვყრი წვინტლებს.
    მოკლედ,ძალიან კარგი პოსტია.

    • ხო, ორიგინალურია და ძალიან მომწონს ეგ სურათი.ისე, მელანქოლიკი უადგილოდ მაქვს გამოყენებული და არასწორი დატვირთვით.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s