როგორ ზრუნავს ჩვენზე უნივერსიტეტი

თსუ–ში სწავლის მეორე წელი თითქმის დამეწყო. წელი, რომელმაც წესით უამრავი ცვილება უნდა მოიტანოს, ტიპიურად იწყება. სამ ოქტომბრამდე ერთი კვირით ადრე, აკადემიური რეგისტრაცია როგორც კი გაიხსნა, ყველაფერი თავდაყირა დადგა: ზოგს ბაზები გუშინ გაეხსნა, ზოგის კიდევ, ზეგამდე არ აპირებს გახსნას; ზოგი ცხრილებს ვერ პოულობს, ზოგმა იპოვა, მაგრამ ჯობდა არ ეპოვა. ყველაფერი ჩვეულ სტილში, როგორც “ნომერ პირველ” უნივერსიტეტს შეეფერება.

სოციალურ–პოლიტიკური ფაკულტეტის სტუდენტები, არ ვიცი კანის ფერი გვაქვს განსხვავებული, თუ რაიმე სახის უმცირესობას წარმოვადგენთ, მაგრამ აშკარად დისკრიმინირებული ხალხი ვართ 😀 აბა თქვენ თვითონ დაასკვენით: ეკონომისტებმა საგნები აირჩიეს შაბათს, დღეს სამშაბათია, ჩვენს ფაკულტეტზე ყველაზე იღბლიანს კი, მაქსიმუმ ექვსიდან სამი საგანი ჰქონდეს არჩეული.

მაგრამ, ყველაფრის მიუხედავად, ეს ფაქტები უმნიშვნელო რამ იქნებოდა, რომ არა ჩვენი ფაკულტეტის ძვირფასი ადმინისტაცია. ადმინისტრაცია, რომელიც თავზე გვაკვდება. მხოლოდ დღეს, აკადემიური რეგისტრაციის პირველ დღეს, “თავზე გადაკვდომის” რამდენიმე ფაქტი დავაფიქსირე:

1) ჩემს მეგობარს ჰქონდა რამდენიმე შეკითხვა ტუტორთან. როდესაც იგი მასთან მივიდა, მან უპასუხა: “პირველკურსელი თუ არ ხარ რას მოდიხარ ჩემთანო”. ამის შემდეგ გეცოდინებათ, რომ ტუტორი. მხოლოდ პირველკურსელებისთვისაა.

2) ადამიანი შედის საზოგადოებრივი გეოგრაფიის კათედრაზე(თუ რაც ჰქვია) რაღაც შეკითხვით. იქ მყოფი ქალი კი მას ისტუმრებს სიტყვებით: “ვერ ხედავ, რომ ადამიანთან ვლაპარაკობ?!” არადა იმ შეკითხვაზე უნდა ეპასუხა ან კი, ან არა.

3) სტუდენტს უნდა სპეციალობის შეცვლა. შედის რესურს ცენტრში და იქ მჯდომ ერთ–ერთ ადამიანს სთხოვს რომ დაეხმაროს ამ საქმეში. ის კი პასუხობს:”ეუფ, სიკვდილ–სიცოცხლის საქმეა ხო სპეციალობის შეცვლა?!”

ეს მხოლოდ ის შემთხვევებია, რომლებსაც დღეს მე პირადად შევესწარი. მოკლედ, რაც ამ სამსემესტრიანი გამოცდილებით დავასკვენი, ადამიანებს, რომლებიც ვალდებულები არიან სტუდენტებს დაეხმარნონ, სულაც არ ადარდებთ მათი ამბავი. გამონაკლისები მხოლოდ სრულიად ახალ პლანეტაზე მოხვედრილი პირველკურსელები არიან, ისიც თუ ბედი გაუმართლებთ, და ადმინისტრაციის კარგ განწყობაზე მყოფი წევრი შეხვდებათ.

პ.ს. გაფრთხილება: თუ ხარ თსუ–ს სტუდენტი და რაიმე შეკითხვა გაქვს ადმინისტრაციასთან, ნუ მიმართავ მის რომელიმე წევრს თუ ხედავ რომ მაგიდაზე ყავის ჭიქა უდევს. ის მაშინ ყველაზე სახიფათოა, რადგანაც ძვირფას მყუდროობას ურღვევ.(მიუხედავად იმისა, შესვენების დრო აქვს, თუ–არა)

Advertisements

შენ გაეზარდე შენს დედას შვილო! (ანუ, როგორ მოვთაფლოთ მასები 1 წუთში)

საქართველოს ბანკის Facebook გვერდი ყველას გაქვთ დალაიქებული. ხოდა ყველამ იცით მისი ახალი კონკურსის შესახებ, რომელიც http://www.istudy.ge –ზე ტარდება. კონკურსის მონაწილემ ერთწუთიან ვიდეოში უნდა ახსნას, თუ რას ნიშნავს მისთვის სწავლა და რატომ არის იგი მნიშვნელოვანი. კონკურსი, ჩვეულებრივ, ქართული სტანდარტებისაა. (Who gets the biggest number of “Likes”, gets everything).

დღეს, უბრალოდ, დამაინტერესა და ამ საიტზე შევიხედე ვიდეოების დასათვარიელებლად. რეიტინგულ ვიდეოებს ჩამოვყევი და იმედები გამოცრუვდა, რომ რაიმე ორიგინალურს და უფრო მეტად გულახდილს ვნახავდი. ისეთი შთაბეჭდილება მქონდა, რომ უფასო წინასაარჩევნო რეკლამებს ვუყურებდი.იმ ვიდეოების უმრავლესობა რომელიც მე ვნახე, უბრალოდ, ადვილად მანიპულირებადი თემების გამოყენებით მოწონების დამსახურების მცდელობაა: “მინდა, რომ გამოვადგე ჩემს სამშობლოს!”, “მინდა, რომ მივიღო განათლება გაჭირვების დასაძლევად!”; ამ ყველაფერს დამატებული შესაფერისი ფონი სიმბოლური დატვირთვით: ეკლესია, საქართველოს დროშა, წიგნები, ნარინჯისფერი აქსესუარები (ეს, ალბათ, ბანკის გულის მოსაგებად).

ადამაინებო, რა გიშლით ხელს თქვათ სიმართლე: რომ განათლება გჭირდებათ იმისათვის, რომ აიხდინოთ ოცნებები(სხვათაშორის, ერთმა მონაწილემ გაკვრით ახსენა კიდევაც მისი ოცნება– ბარსელონა), ან იცხოვროთ უზრუნველად ბევრ ნაშასთან ერთად, ან თუნდაც, დაიპყროთ მსოფლიო და ააფეთქოთ დედამიწა. ცნობილი ადამიანების ციტატები ჭკვიანურობას გმატებთ, მაგრამ ციტატების მოყვანა ყველას შეუძლია. რატომ არ სცდით, თავად, სხვისი დახმარების გარეშე მიხვდეთ, თუ რა არის ცოდნა და რისთვისაა საჭირო სწავლა?