თავისუფალი ვარდნა

ყოველგვარი ცერემონიების გარეშე გადახტა. უბრალოდ, ხიდის მოაჯირზე ავიდა და ქვასავით გადაეშვა მდინარეში. მტკვრის მღვრიე წყალმაც მაშინვე გადაყლაპა. ხიდიდან დაახლოებით ოცდაათი მეტრის მოშორებით, ნაპირთან ვდგავარ. ხმას არ ვიღებ, არც ვაპირებ, რომ ამოვიღო.

ხიდზე სამი-ოთხი წუთის წინ შევნიშნე. დილის ხუთი საათია და დანახვისთანავე მივხვდი,  რატომ მოვიდა. ცოტა ხანი გაუნძრევლად იდგა, მაგრამ სხვებივით ძალას არ იკრებდა, არც ყოყმანობდა. მას მდინარეში გადახტომამდე ნახტომი უკვე ჰქონდა  გაკეთებული. ასეთებს ადვილად გამოარჩევ. ყოყმანის დროს, ადამიანს შეიძლება გადააფიქრებინო, მაგრამ ამისნაირების შეჩერებას აზრი აღარ აქვს. ისინი უკვე ცოცხლები აღარ არიან.  რაღაცაზე ფიქრობდა, ან  იხსენებდა. ცოტა ხანში, ჩემი მზერა დაიჭირა. ლამპიონის შუქზე მისი სახე ნათლად ჩანდა, თვალებიც. ისინი ერთდროულად მემუქრებოდნენ და მემუდარებოდნენ კიდეც, რომ ხელი არ შემეშალა. ის სიკვდილის თავისუფლებას ითხოვდა.

მდინარის ქაფიან ყვითელ ზედაპირზე ალაგ-ალაგ პლასტმასის ბოთლების მეტი არაფერი ჩანს. მტკვრისთვის ისიც უკვე პლასტმასის ბოთლია, ოღონდ მასზე არქიმედეს კანონი ჯერ არ იმოქმედებს. მტკვრისთვის ყველა ერთია: გათავნული მოთამაშე და შვილმკვდარი დედა, გაუპატიურებული ქალიშვილი და გასაუპატიურებელი ბოზი, ფულიანი და უფულო, მოღალატე და ნაღალატარი. ხანდახან ყვითელი, ხანდახან ნეხვისფერი წყალი ყველას იტევს, ყველას ყოფნის. თანაც, სუფთა წყალში ყელამდე მძღნერში ჩაფლული კაცი თავს ვერ დაიხრჩობს. ამისათვის მტკვრისნაირი მდინარე სჭირდება, ისედაც განავლით სავსე მდინარეში სამუდამოდ რომ გაუჩინარდეს.

როგორც ჩანს, ნების თავისუფლება აღსრულებულია. მე ისღა დამრჩენია მყრალ სანაპიროს ცოცხით გავუყვე და სასოწარკვეთილი ხალხის სასაფლაოს დინებას თვალი მივადევნო. დღეს მან თავისი დოზა უკვე მიიღო.

5 thoughts on “თავისუფალი ვარდნა

  1. “მას მდინარეში გადახტომამდე ნახტომი უკვე ჰქონდა გაკეთებული. ასეთებს ადვილად გამოარჩევ” – საინტერესო ხედვაა :დ
    კარგი პოსტია (Y)

  2. “თანაც, სუფთა წყალში ყელამდე მძღნერში ჩაფლული კაცი თავს ვერ დაიხრჩობს” ჭეშმარიტება : ) კარგი პოსტია

  3. გამახსენდა შენი რამდენიმე ძველი ნაწერი თავის მოკვლის ფილოსოფიაზე.. პრინციპში ერთი გამახსენდა🙂 ფორმაში ხარ ფროდიჯი🙂

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s