მშიშარა ხალხი და ჭირვეული ბავშვი

“თუ მაქვს წიგნი, რომელიც განსჯას შემიცვლის, მოძღვარი, რომელიც სინდისის მაგივრობას გამიწევს, ექიმი, რომელიც დიეტას ჩემ მაგივრად განსაზღვრავს და ა.შ. – მაშინ საკუთარი ძალისხმევა აღარ მჭირდება.” – ი.კანტი(“რა არის განმანათლებლობა?”)

27 მაისის აქციას მე და ჩემი რამდენიმე მეგობარი ერთ-ერთი საიტისთვის ვაშუქებდით. მიტინგების გამოცდილება არცერთს არ გვქონდა და თავიდან, სანამ ალღოს ავუღებდით, ბრბოში ხშირად “ვიფლობოდით” და ვიკარგებოდით. ერთხელ, როდესაც ერთ ასეთ ვითარებაში აღმოვჩნდი, ერთი კაცის სიტყვებს მოვკარი ყური: “ამდენი წელია უამრავი პრობლემა გვაწუხებს და ბოლოს და ბოლოს, ძლივს არ გამოჩნდა კაცი, ქვეყანა რო ააშენოს.” მოგვიანებით კი, თვალში ეს ტრანსფარანტი მომხვდა:

ეს პატარა ლექსი მთელი ქართული პოლიტიკური ცნობიერების ილუსტრაციაა. რა არის ჩვენთვის პოლიტიკა? – საქმე, რომელიც მხოლოდ ერთეულებს ეხება. ვინ არიან ჩვენთვის პოლიტიკოსები? – ის წიგნები, მოძღვრები თუ ექიმები, რომლებმაც საქმე ჩვენ მაგივრად უნდა აკეთონ.
იმავე წერილში, კანტი ამბობს, რომ ადამიანების ასეთი დამოკიდებულება უმწიფრობის გამოხატულებაა, რაც თავის მხრივ, სიზარმაცისა და სილაჩრის ბრალია. მართლაც, მათ საკუთარ თავზე პასუხისმგებლობის აღება ეშინიათ/ეზარებათ. მათ “ბიძინებისადმი” პატერნალისტური დამოკიდებულება ურჩევნიათ. დაე, ლიდერმა, ბელადმა, მამამ გადაწყვიტოს. თუმცაღა, ამ ადამიანებმა არ იციან, რომ როდესაც პიროვნებას შენივე ნებით ემონები და მოქმედების აბსოლუტურ თავისუფლებას ანიჭებ, რაც არ უნდა წმინდანი იყოს, ის აუცილებლად გაირყვნება.

ოცდაორი წელი გავიდა, მას შემდეგ, რაც ქვეყანამ პოლიტიკური დამოუკიდებლობა მოიპოვა და მის მოქალაქეებს ავტომატურად თავისუფალი აზროვნების საშუალება მიენიჭათ. მაგრამ აქ თავი უმწიფრობამ იჩინა და ხალხმაც ვერ გაბედა – ეაზროვნა.

“მას შემდეგ, რაც მეურვეებმა საკუთარ შინაურ ცხოველს ჯერ ჭკუა გამოაცალეს და საგულდაგულოდ უზრუნველყვეს, რომ ეს მშვიდი არსებანი ერთ ნაბიჯსაც კი არ გადადგამდნენ საბავშვო ეტლის გარეშე, რომელშიც ჩაკეტილნი არიან – ყოველივე ამის შემდეგ, ისინი მათ საფრთხეს აჩვევენ, რომელიც ემუქრებათ, თუ მარტო გავლას შეეცდებიან. არადა, ეს საფრთხე დიდი სულაც არაა, რადგან რამდენიმე დაცემით, ისინი საბოლოოდ სიარულს ისწავლიან.” – ისევ კანტი, იქვე.

(წარწერა სურათზე:”უმრავლესობა თქვენ ხართ”)

პირველი ნაბიჯი, პირველი დაცემა და საბოლოოდ სიარულის სწავლა გარდაუვალია და ეს მხოლოდ დროის საკითხია. თუმცა, ჩვენი საზოგადოება მაინც იმ ჭირვეულ ბავშვს ჰგავს, არაფრის დიდებით რომ არ სურს ფეხზე დადგომა და გავლა სცადოს და ისევ ოთხზე ბობღვა ურჩევნია.

3 thoughts on “მშიშარა ხალხი და ჭირვეული ბავშვი

  1. Reblogged this on ძველი აქანდაზის ბლოგი and commented:
    ზუსტად ის არის, რასაც მე ვფიქრობდი და რაც გაკვრით ვახსენე ჩემს ერთ-ერთი პოსტშიც.. ისევ ეს მესიანური დამოკიდებულება.. ფაქტიურად ჩვენ პერსპექტიული ლიდერების სასაკლაო ვართ..
    ძალიან კარგი პოსტია, ყოჩაღ! აუცილებლად უნდა დავდო ჩემთანაც

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s