ბაგრატის ტაძრის საიდუმლო

ალბათ, არ არსებობს ადამიანი, ვინც ამ სურათმა არ გააოცა. ეს ფოტო სოციალურ ქსელებში დღეს გავრცელდა. როგორც იუწყებიან, ეს ბაგრატის ტაძრის “იუნესკოს” პროექტია. ძალიან ბევრმა ადამიანმა გამოთქვა აღშფოთება, რომ ეს ათასწლოვანი ტაძრის დამახინჯება და დაცინვა იყო. თუმცა, როგორი პარადოქსიც არ უნდა იყოს, ეს ამ ათასწლოვანი ტაძრის სწორედაც რომ ათასი წლის წინ ჩაფიქრებული სახეა.

ყველაფერი ასე დაიწყო: სამი თვის წინ, ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში, აღმოაჩინეს ნახაზები, რომლებზეც ბაგრატ მესამის ხელმოწერა და ბეჭედია დატანებული. კვლევის შედეგად დადგინდა, რომ ეს ნახაზები სწორედ ბაგრატის ტაძრის პირვანდელი პროექტი იყო. ნახაზები დაცული იყო ხელნაწერების ცენტრში განთავსებულ ჰერმეტულ ოთახში, სადაც შესვლის უფლება მხოლოდ იქ მომუშავე ორ მკვლევარს, ცენტრის დირექტორსა და კულტურის მინისტრს აქვთ. ხელნაწერთა ეროვნულმა ცენტრმა, მიუხედავად დიდი თხოვნისა, შესვლასთან დაკავშირებით, იუნესკოს წარმომადგენლებისთვის გამონაკლისი მაინც არ დაუშვა. ვინაიდან ამ ოთახში ნებისმიერი ნივთით შესვლა აკრძალულია(რადგან სპეციალურ სკაფანდრს გაცმევენ), ვერავინ ვერ მოახერხებდა ვერც სურათის გადაღებას და ვერც ასლის გაკეთებას. ამიტომაც, ნიკოლოზ რურუა იძულებული გახდა, ნახაზები მეხსიერებაში ჩაებეჭდა და ოთახიდან გამოსულს ფურცელზე გადმოეტანა. ამ პროცესმა ერთ კვირას გასტანა და შემდეგ პროექტი სამ დე ფორმატში აეწყო.

ჟურნალისტებისათვის ის განმარტება, რომ ეს ტაძრის პირვანდელი პროექტი იყო, საკმაოდ უცნაური აღმოჩნდა და გადაწყვიტეს, ამის შესახებ მარიკა ლორთქიფანიძესთვის ეკითხათ. ქალბატონი მარიკა ასეთ ვერსიას ვარაუდობს: ბაგრატის მეფობის პერიოდში, ევროპაში ჩინეთიდან შემოვიდა მაიამის მოდერნისტული არქიტექტურა, სადაც მთავარი აქცენტი სწორედ შუშებზე იყო გაკეთებული. ქალბატონმა მარიკამ ჟურნალისტებს აუხსნა, რომ ეს არქიტექტურული სტილი ჩინეთში, თავის მხრივ, ამერიკიდან გავრცელდა. შანხაის მოლი, რომელიც 947 წელს აშენდა, იყო ამ სტილის პირველი შენობა ამერიკის საზღვრებს გარეთ. სწორედ ამ მოლში შეხვდა ვასკო და გამა იმ დროს შანხაიში მცხოვრებ მარკო პოლოს, რომელმაც მას ინდოეთიდან პორტუგალიაში დასაბრუნებელი მოკლე გზა ასწავლა. პოლომ ასევე საჩუქრად გადასცა ამ მოლის პროექტი, რადგან შეატყო, რომ პორტუგალიელი მოგზაური შენობამ აღტაცებაში მოიყვანა.

ვასკო და გამამ ეს პროექტი თავისი უკანასკნელი გადარჩენილი გემით, “ვიქტორიით” პირინეის ნახევარკუნძულზე წამოიღო. სწორედ ამიტომ მიიჩნევა, რომ ამ ერთადერთი გემით ჩამოტანილმა ტვირთმა მთელი ექსპედიციის ხარჯები აანაზღაურა. მაიამის მოდერნისტულმა სტილმა სულ მალე განდევნა ნახევარკუნძულზე გაბატონებული მავრიტანული არქიტექტურა და სწრაფადვე მოედო მთელს ევროპას.

მარიკა ლორთქიფანიძე აღნიშნავს, რომ არსებობს ისტორიული წყაროები, სადაც აღწერილია ბაგრატ მესამის მიერ გაგზავნილი დელეგაციის მოგზაურება ვლახეთის სამთავროში. სავარაუდოდ, ისინი იმ დროს მიმდინარე ბუქარესტის ნატო-საქართველოს გაფართოებულ სამიტს ესწრებოდნენ. როგორც ეს წყაროები იუწყებიან, იქ ქართველმა დელეგატებმა ნახეს სწორედ ამ სტილით მშენებარე ბიზნეს ცენტრი, მას სურათები გადაუღეს და ბაგრატს ფეისბუკის თაიმლაინზე დაუდეს. მეფე ძალიან მოხიბლულა და გადაუწყვიტავს, რომ ასეთი შენობა მის სამეფოშიც უნდა ყოფილიყო. სავარაუდოდ, სწორედ ასე შეიქმნა ბაგრატის პირვანდელი პროექტი.
იმედია, ახლა ამ სურათთან დაკავშირებით ყველა კითხვა მოიხსნა.

15 thoughts on “ბაგრატის ტაძრის საიდუმლო

  1. შენა და მარიკამ იღადავა ასე მაგრად ამ სიბერეში თუ შენ? ძაან ვიხალისე🙂 აზრზე ხარ? ბაგრატ მესამის დროიდან ვეცალიჩებით ნატოს და ნა..ზე გვიშვებს🙂

  2. გენაცვალე შენ :)) ყველაზე დახვეწილი პოსტია, თუ შეიძლება ასე ითქვას, რაც დაგიწერია :)))

  3. ჰაჰ მაგარი პოსტია ^^
    ერთი დეტალი გამოგრჩენია ლიფტი ))

  4. არა არა რა. აქ მერაბიშვილის ხელი ურევია აშკარად.🙂 ეს სრული იდიოტიზმია.

  5. მაგრად გამეცინა. ოღონდ სიმწრით, ტუმცა შენმა იუმორმაც მიშველა ცოტა :)))
    რა გვეშველება ნეტავ…

    • მეც მაგას არ ვამბობ ბრატ? ჩმდდშვც სადაც დავიჭერ შუაზე თუ არ გავხიო ეგ იაღოველის ატანისტი.

  6. ეს ikaika მაგარი ვიღაც ჩანს :)))
    შემოგევლე :მაიაასათიანისებურიკითხვისდასმისპოზა:
    თქვენ ღადაობად არ გეჩვენებათ თავად ბაგრატის ტაძრის “აღდგენის” პროქეტი??

  7. me piradad nangrevebi merchivna aset restavracias.rom icodet ra uyves,tqven kide mxolod potoze naxulobt.me ki yoveldge micevs imis naxva,rogor shebgales yvelaferi:(

  8. რა ინტერესით და აღშფოთება-შეშფოთებით დავიწყე კითხვა… სამწუხაროდ. კარგი იყო ისე, ორიგინალური, ახლა მიაკითხე ნაცების ოფისს ამ “პროექტით” და “სიყვარულისა” და “გმირობის” საღმოს მოგიწყობენ🙂

  9. კომენტ-ებს რომ ვკითხულობ, რეტროგრადობა მოდაში რჩება,როგორც სჩანს.ეჰ,ადამი მაინც ყოფილიყო რეტროგრადი,ხომ ვიკოტრიალებდით ახლა ლეღვის ჩრდილში(არ გეწყინოთ,პატივცემულებო) …

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s