ტოლერანტობა ხუთ წინადადებაში

ტოლერანტობა არის ის, რომ ეკლესიის გვერდით მეჩეთი დგას, მაგრამ არ არის ის, რომ ეკლესიიდან გამოსული ადამიანი თავს სხვებზე პრივილეგირებულად თვლის.

ტოლერანტობა არის ის, რომ ქალაქის ქუჩებში შავკანიანები თავისუფლად მოძრაობენ და არავინ არაფერს არ უშავებს, მაგრამ ტოლერანტობა არ არის ის, რომ მათ ყველა გამვლელი როგორც ცირკის ჯამბაზებს, ისე უყურებს.

ტოლერანტობა არის ის, რომ თითქმის ორი ათასი წელია შენს მეზობელთან მშვიდობიანად თანაცხოვრობ, მაგრამ ტოლერანტობა არ არის ის, რომ ვინმეს უარყოფით კონტექსტში მოხსენიებისას ამ მეზობლის სახელს იყენებ.

ეს ორმაგი სტანდარტებია.

ხოლო ტოლერანტობა შენგან გასხვავებული ადამიანის პატივისცემა და მისი თანასწორად აღქმაა.

5 thoughts on “ტოლერანტობა ხუთ წინადადებაში

  1. ტოლერანტობა არის ის, რომ არ გააკრიტიკო ან მტრულად იყო განწყობილი იმისადმი რაც განსხვავებულია, უცნაური ან შენთვის უცნობი.

  2. ტოლერანტობა ადამიანის ცხოვრების წესია, როცა იცის საკუთარი თავისუფლება რაც სხვათა თავისუფლების აღიარებას მოითხოვს…
    (თავისუფლება ფართო გაგებით)

  3. სრულიად გეთანხმები. ჩვენ გვაქვს განსხვავებული ადამიანებისადმი ტოლერანტობის გამოხატვის პრობლემა. დაემთხვა, რომ მეც მსგავს თემაზე მაქვს ბოლო პოსტი, უბრალოდ რასიზმის კუთხით…

  4. ტოლერანტობა არის ის, როცა უცხოელ სტუმარს გულთბილად ღებულობ, მაგრამ ტოლერანტობა არ არის ის, როცა ქართული სტუმარმასპინძლობა “ელიტარული” ქვეყნების წარმომადგენლებთან მიმართებით გაათმაგებულია, ზოგიერთ “არამომგებიან” ერთან კი პირიქით…

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s