აბსურდამდე დაყვანილი რიტუალიზმი

“ცხელი შოკოლადის” მარტის ნომერს მოჰყვა ფილმი, “Felicita” (რეჟისორი ნუცა ალექსი-მესხიშვილი). ამ ნახევარსაათიან ფილმში  ერთი გარდაცვლილი კაცის დატირების სცენაა აღწერილი. გარდაცვლილის მეუღლე იტალიაში სამუშაოდ წასული არალეგალია, რომელიც საქართველოში ჩამოსვლას ვერ ახერხებს და ქმარს მობილური ტელეფონით დასტირის. მობილური  ხმის გამაძლიერებლებზეა შეერთებული, რათა ცოლის გოდება ყველას ესმოდეს, ვინც სამძიმარზე მივა. სატელეფონო საუბარი თითქმის ყოველთვის მონოლოგის რეჟიმში მიმდინარეობს. ამ მონოლოგში რეჟისორს ძალიან კარგად აქვს აღწერილი ყველა ის დეტალი, რაც თან სდევს უცხოეთში არალეგალურად მომუშავე ქართველი ქალების მძიმე ცხოვრებას. თუმცა ჩემთვის, ადამიანისთვის, ვინც ეს ყველაფერი ისედაც ძალიან კარგად იცის, უფრო მნიშვნელოვანი სხვა რამ არის. ფილმში ხაზგასმულია მთელი ამ გლოვის  აბსურდულობა და მიუხედავად იმისა, რომ საკმაოდ მძიმე ემოციების გამომწვევია, მთელ რიგ ეპიზოდებში სიუჟეტი სასაცილოდ ვითარდება.

ფილმში კარგად ჩანს, რომ არც ცოლს და არც ქმარს ერთმანეთი არ უყვარდათ. მაგალითისთვის, “ცხარე ცრემლი მგლოვიარე” ცოლი შავების ჩაცმაზე ჭოჭმანობს(იმ მიზეზით, რომ მის ქალბატონს არ უყვარს შავი ფერი და თან არც შავი ტანსაცმელი აქვს), ხოლო ქმარს საყვარელი ჰყავდა, რომელიც მოინახულებს კიდეც გარდაცვლილს. ჩნდება შეკითხვა: მაშინ რატომ გლოვობს ცოლი ასე ხმამაღლა(პირდაპირი მნიშვნელობით – მობილური ხომ ხმის დიდ გამაძლიერებლებზეა შეერთებული) ქმარს? ყველაფერი რიტუალიზმით და ცოლის მიერ საკუთარი ყალბი ტკივილის აფიშირების სურვილით იხსნება.სწორედ ამ მიზანს ემსახურება სახლის აივანზე დამაგრებული ხმის გამაძლიერებლები და მათ წინ სკამებზე განლაგებული ხალხი. ეს ყველაფერი სცენაზე გამოსული მუსიკოსის პერფორმანსს ჰგავს. ამ შემთხვევაში მუსიკოსი ცოლია, ხოლო აუდიტორია კი ხმის გამაძლიერებლების წინ ჩამწკრივებული მეზობლები და ნათესავები, რომლებიც შოუს ისმენენ. თუ მუსიკოსისთვის სიამოვნება აპლოდისმენტები და საქებარი შეძახილებია, ცოლის შემთხვევაში სიტყვა “ბრავო” უბრალოდ სიტყვებით “დედა, უბედური” ან რაიმე ამდაგვარით იცვლება. ამ სიტუაციის აბსურდულობას კი ის მომენტები ამძაფრებს, როდესაც ვინმე ან გარდაცვლილის ცოლზე გაიხუმრებს, ან მის ნათქვამზე იღიმის. თუმცა, მიუხედავად ამისა, შოუს შეწყვეტას არავინ ეცდება.

ცოლი ითხოვს, რომ მის ქმარს ისეთი ქელეხი მოუწყონ, “სალაპარაკო რომ გახდეს”. მაგრამ რომ დავუკვირდეთ, განა ამას მიცვალებულთან რაიმე კავშირი აქვს? მითუმეტეს, რომ არც რელიგიურად ითვლება პომპეზური ქელეხები გამართლებულად. ეს ყველაფერი მხოლოდ ამპარტავნობიდან და საკუთარი თავის პოზიციონირების სურვილიდან მომდინარეობს.ცოლს უბრალოდ სურს ხალხი აალაპარაკოს და თითოეული მისი მოქმედებაც სწორედ ამისკენაა მიმართული. მაგალითად, ის შვილებს სულ ნაირ–ნაირ ახალ ტანსაცმელში გამოწყობას ჰპირდება, რათა ყველამ თქვას, რა კარგები და ლამაზები არიან.

საერთო ჯამში, ეს მოკლე ფილმი საკმაოდ მრავლისმეტყველია. არ შეიძლება, ადამიანი არ დაფიქრდეს, რას ან ვის ემსახურება ეს პომპეზური რიტუალები. ქრისტიანული რელიგიის მიხედვით ხომ არც საფლავის ზომა და არც ქელეხზე დახარჯული ფულის რაოდენობა არ განსაზღვრავს გარდაცვლილის ცხონება/არცხონებას. მაშინ, რა საჭიროა ისინი? სწორედ ამიტომაცაა, ეს ყველაფერი აბსურდული, ხმის გამაძლიერებლებით დატირება, დიდი საფლავის ქვები და “სალაპარაკო” სუფრა ქელეხებზე.

3 thoughts on “აბსურდამდე დაყვანილი რიტუალიზმი

  1. პრეტენზიული სათაურის შემდეგ ცოტა “მშიერი” დამტოვა პოსტმა, თუმცა ძალიან საინტერესოა.

    • ხო, ისე მართალი ხარ. ძალიან პრეტენზიული გამოვიდა სათაური😀

  2. სათაური მართლა დამაინტრიგებელი იყო🙂
    სამწუხაროდ ასეთი უაზრო გლოვა და ათასობით კაციანი ქელეხები რა საჭიროა ვერ ვხვდები, როგორც პოსტშია აღნიშნული ალბათ მარტო ხალხის დასანახად არის, სხვა დატვირტვა როგორც ცანს არ აქვს

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s