სიძულვილის კვირეული

ჯორჯ ორუელის გახმაურებულ რომან “1984”-ში ერთი საინტერესო მოვლენაა აღწერილი: ოკეანიის ხელისუფლება ყოველწლიურად გვიან ზაფხულს “სიძულვილის კვირეულს” აწყობს. ამ კვირეულის ფარგლებში იმართება სხვადასხვა გამოსვლები, ლექციები, დემონსტრაციები, ფილმების ჩვენებები. ყველა ეს ღონისძიება ოკეანიის მტრების საწინააღმდეგოდ არის მიმართული. ოკეანიის თითოეული მოქალაქე ვალდებულია დიდი ენთუზიაზმი გამოიჩინოს და აქტიურად ჩაერთოს ამ კვირეულში.

“სიძულვილის კვირეულის” მიზანი სავსებით ცხადია. იგი მტრის ხატის დემონიზაციისკენაა მიმართული. ადამიანებს სხვა სახელმწიფოს და ხალხის ზიზღს უნერგავენ, მიუთითებენ მათ ვერაგობაზე, სისასტიკესა და უსამართლობაზე.

სულ ეს იყო რისი თქმაც მსურდა. წარმატებულ “ოკუპაციის კვირეულს” გისურვებთ ამხანაგო მოქალაქეებო.

26 thoughts on “სიძულვილის კვირეული

  1. სრული სიმართლეა! უბრალოდ სიმძაფრე, ემოციურობა აკლია აქ და უნიჭო სპექტაკლს უფრო ემსგავსება ვიდრე იდეოლოგიური იარაღის გასროლას :))

  2. ესე იგი,თქვენი აზრით,რუსეთი მტერი არ არის,უბრალოდ მტრის ხატს ქმნიან?თუ ოკუპანტი არაა?

  3. rao, shen ar gigrdzvnia okupacia, shen ar mouklixart, sheni sakvareli adamiani ar dauxvretiat, maro makashvili sheni shvili ar kopila da ese igi ara ushavs xo???

    ar sheidzleba ase… ubralod,ar sheidzleba…

      • არ ვიცი ვინ ხარ ან რამხელა ხარ, მაგრამ გეტყობა რომ უმწიფარი შეხედულებები გაქვს. ყველაფრის კრიტიკა ”კაი პონტი” არ არის. უმეცრებაზე მეტყველებს.

  4. ტელევიზიას არ ვუყურებ, მაგრამ თუ საუბარია რეალური ფაქტების გახსენებაზე და ბოლშევიკური აგრესიის წინააღმდეგ ბრძოლაში დაღუპულთა პატივისცემაზე – ვერ ვხედავ ამაში ვერაფერს ცუდს.

    ორუელის ნაწარმოებში არის 3 ტოტალიტარული იმპერია. ჩვენს შემთხვევაში კი 1921 წელს ტოტალიტარული იმპერია იყო 1. მეორე მხარე, ანუ ჩვენ, იყო პატარა ქვეყანა, რომელიც ცდილობდა თავდაცვას ამ ტოტალიტარული იმპერიის წინააღმდეგ, თუმცა წარუმატებლად.

    • დაღუპულთა პატივისცემაზე თუა საუბარი, ჩემი აზრით აფხაზეთის ომი კვირეულსაც იმსახურებს და მეტსაც, რადგან სულ რაღაც უახლოესი წარსულის ყველაზე დიდი ტრაგედია იყო. თუმცა, დღეს სამ საათიან კურიერში სოხუმის დაცემის დღეს 10 წუთიანი სიუჟეტით კმაყოფილდებიან.

      • კი, იმსახურებს, აბსოლუტურად მართალი ხართ. ცუდია, რომ აფხაზეთის ომი და ეთნოწმენდა ნაწილობრივად მივიწყებულია.

        მაგრამ ეს არანაირად არ აკნინებს იმ საშინელი ტრაგედიის მნიშვნელობას, რომელიც საქართველომ გამოიარა ბოლშევიკების ხელში, და რომელიც დაიწყო 1921 წლის თემერვალში. თუკი ამ ტრაგედიაზე ხდება ყურადღების გამახვილება, ეს მხოლოდ მისასალმებელია.

  5. ისა….. ჯერ უნდა აღვნიშნო რომ მომნატრებია აქაურობა🙂 პროდიჯი რაღაცა ემოცია შემოგდნობია…. თემას რაც შეეხება ეს ის შემთხვევაა როცა რუსეთი ნამდვილად არის ჩემი მტერი. რუსი ხალხიო კარგიაო კი ქადაგებენ მაგრამ როგორ შეიძლება არ მივიღო ეს ქვეყანა ჩემ მტრად როცა ქვეყნის 20% ოკუპირებული აქვს და უკვე მეორე საუკუნეა არც ხელისუფლების შეცვლამ უშველა და არც რეჟიმის. თუმცა ისიც ფაქტია რომ ამ ყველაფერს ძალიან სარფიანად იყენებს ქართული მხარეც და ამ ანტიპროპაგანდას ძალიან “კეთილშობილურად” უდგას სათავეში…. მაგრამ ორუელს ვადარებთ ამ ყველაფერს? რა ვიცი რა ვიცი…..

    • ნინცა, უახლეს ისტორიაში ჩემი სუბიექტური აზრით არანაკლებ მნიშვნელოვანი ტრაგედიები მომხდარა. იგივე მეორე მსოფლიო ომში ლამის მთელი გენოფონდის გაწყვეტა, იგივე 9 მარტი, 9 აპრილი, აფხაზეთის ომი. მაგრამ ვინ აქცევს ამ თარიღებს საერთოდ ყურადღებას დღეს? არც არავინ. სამაგიეროდ, ახსოვთ აგვისტოს ომი და 1921 წლის თებერვალი. ეს იმიტომ, რომ 21 წლის ამბების მაგალითად მოყვანას ცდილობენ. გეუბნებიან – აი, რა შეიძლება უქნას რუსეთმა თავისუფლების მსურველ ქვეყანას! ამიტომაც, მხარში უნდა გვედგათ ყოველთვის, რომ ასეთი რამ არ დავუშვათ. დაახლოებით ასეთი პათოსი დევს ამ ყველაფერში.. ეს მაღიზიანებს და გაღიზიანებულმა და გაბრაზებულმა დავწერე ეს პოსტიც. ყელშია უკვე ამათი ტოტალური პროპაგანდა. თან ვერც გაურბიხარ. ყოველ ნაბიჯზეა. გული მერევა!!!

  6. დათო, არავინ არ ამბობს ყურადღება არ უნდა გამახვილდესო. მაგრამ როდესაც ერთნაირი მნიშვნელობის მოვლენებიდან შენ მხოლოდ იმაზე ამახვილებ ყურადღებას, რომელიც პრიოპაგანდისთვის გამოგადგება, საზიზღრობაა. მირჩევნია 21 წლის ოკუპაციაც არავის ახსოვდეს, ვიდრე ასე მახსენებდნენ, ზომბირების მეთოდებით.

  7. ნუ… მე ვერ ვგრძნობ შეხსენებას, ეტყობა იმიტომ რომ ტელევიზიას პრაქტიკულად არ ვუყურებ.

    თუმცა, მე შეხსენება არც მჭირდება, იმიტომ რომ 1921 წლის ოკუპაცია რეალურად არ არის “თანაბარი მნიშვნელობის მოვლენა” არცერთ სხვა მოვლენასთან შედარებით. მისი შედეგები იყო უფრო მასშტაბური და ტრაგიკულად ყოვლისმომცველი, ვიდრე ნებისმიერი სხვა რამის.

    რაც შეეხება რუსულ საფრთხეს, მე პირადად არც მის გასააზრბელად მჭირდება პროპაგანდა. მე უბრალობ ვიცი, რომ ეს საფრთხე არსებობს, სრულიად სერიოზულია, და არის იმ რეალობის ნაწილი, რომელშიც ჩვენ ცხოვრება გვიწევს.

    • 21 წლის ოკუპაციის შედეგების მასშტაბურობას ჩემი აზრით აკნინებს ის ფაქტი, რომ მაშინ დამოუკიდებლობის მოპოვების დღიდან მოყოლებული ცხადი იყო, რომ ქვეყანას ისევ დაესხმებოდა თავს რუსეთი. ერთადერთი იმედი ერთა ლიგა იყო, რომელმაც ვერ გაბედა გვერდში დადგომა. თავიდანვე განწირულები ვიყავით და რუსული ოკუპაცია მოწმენდილ ცაში მეხის გავარდნა არ ყოფილა. ეს უბრალოდ დროის ამბავი იყო, სანამ ჩვენამდე მოვიდოდნენ.

  8. არა, ეს დღეს ჩანს ეს ოკუპაცია გარდაუვლად. თორემ მაშნდელი ქართველებისთვის ის არანაირად არ ჩანდა ასე.

    უფრო მეტიც, მე წაკითხული მაქვს მიხეილ ჯავახიშვილის 1921 წლის 15 თებერვალს (!!!) გამოსული სტატია, რომელშიც ის დაწყებულ ომზე ამბობს, თითქოს ეს არის მეორე საქართველო-სომხეთის ომი. :((

    შუა-მოქმედების დროს ადამიანებისთვის ხშირად არ არის აშკარა ისეთი რაღაცეები, რაც დროის გასვლის შემდეგ, ისტორიული გადასახედიდან, აშკარად მოჩანს. აგერ, დღესაც ძალიან ბევრ ადამიანს არა აქვს გააზრებული, თუ რამდენად დიდი საფრთხეში ვიმყოფებით რუსეთის გამო. და არც 2008 წლის ომისადმი აქვს ბევრს ადეკვატური დამოკიდებულება. არადა, 70 წლის შემდეგ, დარწმუნებული ვარ, დამოკიდებულება ძირითადად ადეკვატური იქნება.

    თანაც, ნებისმიერ შემთხვევაში, 1921 წლის ოკუპაცია ვერ დაკნინდება იმის გამო, რომ ის, შესაძლოა (?), გარდაუვალი იყო. მისი მნშვნელობა განპირობებულია მისი უსაშინლესი, კატასტროფული შედეგებით საქართველოსთვის და ქართული სოციუმისთვის.

    • ეგ ყველაფერი გასაგებია, მაგრამ მთავარი აქ ოკუპაციის მნიშვნელობა სულაც არ არის. მთავარი აქ მისი პროპაგანდისთვის გამოყენებაა. და ეს ყველაფერი თითქმის ერთი ერთში ემთხვევა 1984-ში აღწერილს. ჩემი პოსტის მიზანიც ეს იყო, თუმცა აქ ზოგმა ის ამოიკიტხა, რომ თურმე რუსეთს საფრთხედ არ აღვიქვამ.

  9. ნუკი, თქვენი კომენტარი ბევრ რამეზე მეტყველებს. ჯერ ერთი იმაზე, რომ საერთოდ ვერ მიხვდით ვერც ჩემი პოსტის მიზეზს და ვერც მიზანს, და კრიტიკულობასთან დაკავშირებით თქვენი პოზიცია კი ძალიან დიდი შეცდომაა.
    თუ მე ვინმე იმის გამო ჩამთვლის უმეცრად, რომ კრიტიკის გარეშე არ ვიღებ არაფერს და მათ შორის პროპაგანდას, დაე ვიყო ბოლო დონის უმწიფარი და უმეცარი.

  10. 1984-თან შედარება მე მგონი აშკარა გადაჭარბებაა.
    ჯერ ეს ერთი იმიტომ, რომ იქ აღწერილია ტოტალიტარიზმი, თანაც იმდენად სრული, რომ ნაცისტებიც და ბოლშევიკებიც მთლად მის დონემდე ვერ მივიდნენ.

    მეორე იმიტომ, რომ იქ “ისტორია” ხელახლა იწერებოდა, ჩვენს შემთხვევაში კი საუბარია აბსოლუტურად რეალურ ფაქტებზე, რომელიც რუსულ ოკუპაციას უკავშირდება. რაც შეეხება ინფორმაციის მიწოდების ფორმას – კი ბატონო, მაგრამ თუ თქვენ ამას უწოდებთ პროპაგანდას, მაშინ საქართველოთი კი არა დედამიწათი უნდა იყოთ უკმაყოფილო, რადგან ასეთი “პროპაგანდა” პრაქტიკულად ყველა ქვეყანაში ხდება.

    ჩემთვის კი მთავარია ის რეალური ფაქტები, რაც მოხდა 1921 წელს და რაც ამჟამად ხდება. ამ ფაქტებს რამდენად დახვეწილად აშუქებენ ტელევიზიით – მეასეხარისხოვანია. პრობლემის არსია მთავარი.

    • როგორი ტოტალიტარიზმია აღწერილი, მნიშვნელობა არ აქვს. მე ერთ სისტემას მეორეს არ ვადარებ. მე მხოლოდ ამ ორ მოვლენას ვადარებ ერთმანეთს. რა ფაქტისადმი იყო მიძღვნილი ისინი, რეალურისადმი თუ არარეალურისადმი, არ აქვს არც მაგას მნიშვნელობა. როგორც მაღლაც ვთქვი, აქ მთავარი მეთოდია. ერთში ფარულად, მეორეში კი ღიად სიძულვილის პროპაგანდა.
      ვიცი, რომ პროპაგანდა ყველა ქვეყანაში ხდება, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ეს მე უწყინარ მოვლენად უნდა აღვიქვა.
      “როგორ აშუქებს ტელევიზია” სულაც არაა ეს მეასეხარისხოვანი. ჩემზე და შენზე შეიძლება ეს “გაშუქება” არ მოქმედებდეს, მაგრამ უმრავლესობაზე მოქმედებს.

  11. არ მესმის, რას ნიშნავს სიძულვილის პროპაგანდა. “რა ფაქტისადმი იყო მიძღვნილი ისინი, რეალურისადმი თუ არარეალურისადმი” – სწორედაც რომ გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს.

    როდესაც საუბარია სიმართლეზე და რეალობაზე, ვერ იტყვი, რომ ის არ უნდა ითქვას, იმიტომ რომ ეს თურმე “სიძულვილის პროპაგანდაა”. შენი ლოგიკით უნდა მიჩუმათდეს და მიჩქმალდეს ჰოლოკოსტიც, ბოლშევიკური რეპრესიებიც, აფხაზეთის ეთნოწმენდაც და ნებისმიერი ქმედება, როდესაც ვიღაცამ რაღაც ძალიან ცუდი გააკეთა. იმიტომ რომ ამის ხმამაღლა თქმა, თურმე, ცუდის გამკეთებლისადმი სიძულვილს იწვევს.

    • ასეთი დასკვა რატომ გამოგაქვს? მე ამას სულაც არ ვგულისხმობ. ხმამაღლა თქმასაც გააჩნია. და აქ სწორედ ესაა მნიშვნელოვანი. მეოთხე–მეხუთე კლასელ ბავშვს რომ ანახებ ფილმებს, უკეთებ გულსაბნევს, ის შენი აზრით ობიექტურად აღიქვამს მოწოდებულ ინფორმაციას თუ თავიდანვე ჩაენერგება ტვინში, რომ რუსეთი და რუსი ხალხი შენი ქვეყნის დაუძინებელი მტერია?
      არ შეიძლება ასეთი დამოკიდებულება, გაბოროტებული და აგრესიული. რატომ არ გვაქვს ასეთივე დამოკიდებულება ირანის ან თურქეთისადმი, რომელმაც თავის დროზე მიწების 1/3 წაგვართვა? ირანულ ეთნოწმენდებზე რომ არ ვთქვათ არაფერი. ისტორიული თვალსაზრისით ხომ სამივე ქვეყნის მტრები არიან?
      მე პირადად არავის მიმართ ასეთი აგრესია არ გამაჩნია და უბრალოდ მწყინს, რომ ხალხი ტოტალურ ზიზღს განიცდის და უკვე ყოველდღიურობადაა ქცეული ეს პათოლოგიური დამოკიდებულება ყველაფერი “რუსულის” მიმართ. სადაცაა ალბათ ტოლსტოის და დოსტოევსკისაც აკრძალავენ.
      ასეთი მიდგომით არაფერი არ გამოვა. ეს სიძულვილის ენაა, რომელიც არაფერ კარგამდე არ მიგვიყვანს.ბოროტება ბოროტებას ბადებს.

  12. რუსეთი ცალსახად განსხვავდება თურქეთისგან და ირანისგან იმით, რომ სწორედ ეხლა ახორციელებს საქართველოს მოქალაქეთა ეთნოწმენდებს და იპყრობს საქართველოს ტერიტორიებს.
    რუსეთის მიმართ დამოკიდებულება, როგორც მტრისადმი არის ისეთივე ბუნებრივი, როგორც ანალოგიური დამოკიდებულება ირანისადმი შაჰ აბას პირველის დროს.

    საზოგადოება, რომელიც არ აღიქვამს მტრად სახელმწიფოს, რომელიც ანადგურებს ამ საზოგადოების ქვეყანას – ავადმყოფია. შესაბამისად, რუსეთის ფედერაციის მტრად აღქმა სრულიად ბუნებრივია. ეს არ ნაშნავს, რომ მტერია რუსები, როგორც ეთნოსი. და მსგავს რამეზე არცაა საუბარი. ამის ნათელი დასტურია ის, რომ 60 000 ეთნიკური რუსი მშვიდობიანად, თავისუფლად და ყოველგვარი დისკრიმინაციის გარეშე ცხოვრობს და მუშაობს საქართველოში. და ასე იყო შუა 2008 წლის ომის დროსაც.

    ხოლო რუსეთის სახელმწიფოს რეალურ და კონკრეტულ ქმედებებზე საქართველოს წინააღმდეგ – დიახაც რაც შეიძლება მეტი უნდა ვილაპარაკოთ. სიმართლეს არ უნდა დაემლო.

  13. მართლა გამაღიზიანებელია შერჩევითი მიდგომა სხვადასხვა ისტორიული თარიღებისადმი და მოვლენებისადმი და მათი მანიპულირება დღევანდელი სახლისუფლებო პოლიტიკური ნარატივის კონტექსტში..
    ამით მხოლოდ აკნინებენ იმ ადამიანების ხსოვნას, შიდაპოლიტიკურ იარაღად რომ აქცია ამ ხელისუფლებამ…

    რუსეთის და მისი ხელისუფალის მტრული განწყობაა ცალსახაა და ამის აღსაქმელად არ არის აუცილებელი ეს პომპეზური ღონიძსიებები, ეს აგრესიული ტვინბუღვა…
    დაუტოვეთ ხალსს მცირეოდენი სივრცე თავად გამოიტანონ დასკვნები, თუნდაც ვინმესთვის არასასურველი…
    მაგრამ რითი მოახდენენ შემდეგ პოლიტიკური მოწინააღმდეგის დემონიზებას, თუ არა უკვე დემონიზებული გარე საფრთხით…

  14. უნდა გვახსოვდეს 21 წელიც. 9 მარტიც 9 აპრილიც, მეორე მსოფლიო ომიც ამფახეთის ომიც და აგვისტოს ომიც. მაგრამ ისიც ხომ ნათელია რომ ამ კვირეულს მტრის ხატის კიდევ უფრო გამძაფრების სუნი აქვს ვიდრე დამოუკიდებლობისთვის შეწირული ადამიანების გახსენების… წინა წლებში 21 თებერვალს ამდენი ყურადღება არ ექცეოდა.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s