კაცი ბნელი 90–იანებიდან

ყოველთვის, როცა ისეთ რამეზე ლაპარაკობენ, რაც არ ვიცი, მრცხვენია ხოლმე. ეს ალბათ ბუნებრივია, ყოველ შემთხვევაში მაშინ, როდესაც ადამიანს ერთი–ორი იდეის მოსმენის შემდეგ თავი ჭკვიანი გგონია.

კარლო კაჭარავას სახელთან, სავარაუდოდ, ჩემს სმენას ადრეც ჰქონია შეხება, მაგრამ საკმარისად დამაინტერესებელი პერსონა არ აღმოჩენილა.  რამდენიმე დღის წინ ერთ–ერთ ბლოგზე დათო ჩიხლაძის წიგნ “Feminine/Feminine”–ზე პოსტი წავიკითხე. პოსტში კაჭარავა რამდენჯერმე იყო ნახსენები.  წიგნმა საკმაოდ დამაინტერესა და სწორედ მაშინ გამიჩნდა კითხვაც – ვინ არის კარლო კაჭარავა. დღეს ძნელი არ არის კითხვებზე პასუხი მიიღო. თურმე, “ტაბულა არტის” პირველ ნომერში ეწერა მასზე. ჟურნალი ამოვქექე და იქ გამოქვეყნებული მისი დღიურიდან რამდენიმე ფრაგმენტი წავიკითხე. ამ ორ–სამ გვერდიანი ტექსტიდანაც კი არ იყო რთული მიხვედრილიყავი, რომ საქმე უბრალო კაცთან არ გაქვს. პოეტი, მხატვარი, არტ–კრიტიკოსი და შვილები რომ ჰყოლოდა, სავარაუდოდ – სანიმუშო მამა. ან, ორი სიტყვით – კაცი მომავლიდან. აი, ვინ არის კარლო კაჭარავა.

ბიოგრაფიულ ნარკვევებს სხვაგანაც მოიპოვებთ. მაინც არ მაქვს წარმოდგენა როდის დაიბადა და არც მაინტერესებს, რადგან ის იმ კატეგორიის მოაზროვნეებს მიეკუთვნება, ვისი სიტყვაც ნაკლებადაა დამოკიდებული დროის მსვლელობაზე. მხოლოდ ორი რამ ვიცი: დაიბადა საბჭოთა კავშირის, ხოლო გარდაიცვალა თავისუფალი ქვეყნის მოქალაქედ. თუმცაღა, ის ყოველთვის თავისუფალი იყო. მაშინაც კი, როცა არ იყო.

ჩემი ღამეები თქვენს დღეებზე უკეთესია.
ჩვენ კენტავრებს ვგავართ, პატარა მისტიკურ
კლოუნთა მომუწულ ტუჩებს,
წიგნებს, რომელთა პატარა თეთრი გულები ფეთქავს.
ჭარბწარმოება
მითოლოგიზირებული სახელების სახე-ხატების.
კიდევ უფრო მეტად, ვერმოსახილველი სიჭრელე.
კარავი შეკრული ცის ირმებად
იერცვლილი სახე-ხატებისაგან.
და მათ შორის ჩვენი ფატალური ჯანყი-ბოჰემა.

სხვა ლექსები

კარლო კაჭარავა 90–იან წლებს ეკუთვნის. ის ერთ–ერთი მათგანია, ვინც სრულიად ლოგიკურ შეკითხვას გიჩენს – იყო კი 90–იანები ბნელი? მაშინ, როდესაც იმ სიბნელეს გაურკვევლობაში მყოფ მილიონებთან ერთად კარლო კაჭარავა და მისნაირები ჰყავდა.

სხვა ნახატები

ერთ–ერთ მოხსენებაში ის ამბობს: “ჩვენ უნდა გამოვემშვიდობოთ მითს ჩვენი განსაკუთრებულობის შესახებ”. ის თავიდანვე ნათლად ხედავს იმ პრობლემებს, რომლებსაც ჩვენს საზოგადოებას, დამოუკიდებლობის დღიდან მოყოლებული, კლიშეები უქმნიან. მისი ჩანაწერები ძალიან კარგი საშუალებაა მიხვდე, რომ ოცი წლის შემდეგ, ჩვენ დიდად არ შევცვლილვართ(ჩვენ რა, მე მხოლოდ 19 წლის წინ დავიბადე).

პროლეტარი ქალი რთავს ტელევიზორს.
პროლეტარი ქალი ვერასდროს ნახავს
მეფე ლუდვიგზე ამ კინოსიზმარს.
კრისტალურად მარტივი სურვილებით საზღვრავს
თავის წარმოსახულ, თან იაფ ქმარს.

რაც დრო გადის, თანდათან უფრო ვრწმუნდები, რომ ჩვენს დროსთან შედარებით, 90–იანები ელექტრომომარაგების პრობლემების გამო ჩანს ბნელი.

პ.ს. კარლო კაჭარავას უბის წიგნაკიდან:

„ჩვენში არსებულ წოდებრივ-ნათესაურ იერარქიაზე დაფუძნებული სოციალური დიფერენციაცია ისედაც შემზარავია თავისი სისასტიკით პიროვნებისადმი, მითის თხზვისკენ მიდრეკილი. ურთიერთმტრობისათვის განწირული ადამიანები კი ყველაფერს უკიდურესად ამძაფრებენ. დიალოგისა და ურთიერთნდობის ნაცვლად ყველას და ყველაფრისადმი უნდობლობას მიმართავენ. ადამიანები იმიტომ მტრობენ ერთმანეთს, რომ ერთმანეთს ცუდად იცნობენ. ჩვენში კი გაცნობის ნაცვლად უფრო ხელსაყრელია რაღაც ქიმერების შექმნა და იქ დარჩენა, სადაც „წინასწარგანსაზღვრული“ მემკვიდრეობით გერგო დგომა. თითქმის ყველანი ერთმანეთში მხოლოდ საცთურს, ხაფანგს და მონაწილეს ვხედავთ, ყველანი ერთმანეთის მტრები ვართ.“ – 1992 წელი.

პ.პ.ს. დათო ჩიხლაძის წიგნი “Feminine/Feminine” ვერ ვიპოვე, რადგან წიგნის მაღაზიების  ბესტსელერებით გადაჭედილმა თაროებმა, იგი ზედმეტ წონად ჩათვალეს.

5 thoughts on “კაცი ბნელი 90–იანებიდან

    • მართალია 90–იანებში ბავშვი ვიყავი, მაგრამ ახლა პარალელებს რომ ვავლებ,მეჩვენება, რომ უფრო თავისუფალი სივრცე იყო შემოქმედებისათვის. რაც არ უნდა პარადოქსულად ჟღერდეს, მგონია, რომ დღეს ბევრად უფრო “დაშტამპული” გონება აქვს ბევრს, ვიდრე მაშინ.
      90–იანებში იყვნენ ნიჭიერი ადამიანები, რომლებიც ქმნიდნენ ბევრ საინტერესოს. უბრალოდ, მაშინ საზოგადოებამდე მიტანა ძალიან ჭირდა. ახლა პირიქითაა.: მიწოდება უადვილესია, ღირებულის შექმნა – ურთულესი.

      • კარლო ძალიან მიყვარდა და ვმეგობრობდი მასთან,ძალიან დამაკლდა ეს ადამიანი მაგრამ ვერ ვიზიარებ იმ აზრს რომ თვალი უნდა დავხუჭოთ ქართველი ხალხის და მისი კულტურის ინდივიდუალობაზე და ორიგინალობაზე რომელთაც დღეს ამდენი რამ ემუქრება. ამ ინდივიდუალობის და ორიგინალობის,ისევე როგორც სხვა ეროვნულ ინდივიდუალობათა და ორიგინალობათა გაქრობა გააღარიბებს კაცობრიობას.რუსთაველის კულტურა მართლაც განსაკუთრებულია,განსხვავდება ტოლსტოის,შექსპირის თუ მახაბხარატას კულტურებისგან და რუსთაველის კულტურის მკვლელობა დანაშაულია.

  1. გეთანხმები, ხელოვნების ნაყოფიერებისა და ხარისხიანობის მხრივ დღევანდელობასთან შედარებით 90-იანებში ბევრად დასაფასებელ პროდუქტს ქმნიდნენ, უხეშად, რომ ვთქვად.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s