მითი ხელისუფლების გადაცემის შესახებ

პოლიტიკაზე ლაპარაკი და მითუმეტეს წერა, ჩემს თაობაში ცუდ ტონად ითვლება იმ არგუმენტით, რომ პოლიტიკა ბინძური საქმეა და მათ მასთან არაფერი ესაქმებათ. არიან ისინიც, ვინც ამტკიცებენ, რომ პოლიტიკა ყოველდღიურობაა და მთლიანი საზოგადოება არის/უნდა იყოს ჩართული მასში. თუ დავუკვირდებით, ერთნიც მართალნი არიან და მეორენიც. უბრალოდ, პოლიტიკა იმდენად ყოვლისმომცველი ცნებაა, რომ ეს ორი საწინააღმდეგო არგუმენტი რაღაც “ტერმინოლოგიური მრავალფეროვნების” შედეგია და სხვა არაფერი.

ადამიანები, რომლებიც “პოლიტიკოსობანას” თამაშობენ, უმრავლესობა მართლაც რაღაც გარკვეული კომპლექსის მატარებელი ხალხია, რომლებსაც განდიდების დაუოკებელი წყურვილი აქვთ, მაგრამ არც ინტელექტუალური და არც სხვაგვარი შესაძლებლობები ამ სურვილებს ვერ უკმაყოფილებს. კამიუს “ვარდნაში” მთავარი პერსონაჟი ამბობს, რომ ზოგი ადამიანი იმისთვის კლავს, გაზეთში რომ მოხვდესო. ჩემი რწმენით, ხალხიც ამიტომ მიდის პოლიტიკაში(და თუ ბინძურ საქმეებს ჩადიან, სწორედ ძალაუფლების მოსაპოვებლად).

მაგრამ ახლა მეორე მხარეზეც ვთქვათ ორი სიტყვა. პოლიტიკას უამრავი განმარტება აქვს. ზოგისთვის ის მართვის ხელოვნებაა, ზოგისთვისის რესურსების გადანაწილება, ზოგისთვის კომპრომისი და კონსენსუსი, მაგრამ ზოგადად მიიჩნევა, რომ პოლიტიკა ყველგანაა, სადაც ერთზე მეტი ადამიანია. ეს მართლაც ასეა. ხშირ შემთხვევაში, ადამიანი მეორე ადამიანთან დათმობაზე მიდის, ან რაღაცის საფუძველზე მასთან გარკვეული უთანხმოება აქვს, ან რაღაცას იყოფს. ეს ყველაფერი ყოველდღიური პოლიტიკის შემადგენელი ნაწილია. ამ ლოგიკით, პოლიტიკა მართლაც არ არის კონკრეტულად ვიღაცის ან გარკვეული ჯგუფის პრეროგატივა. უბრალოდ, ჩვენ არ უნდა გავაიგივოთ პოლიტიკოსის(მისი საქმიანობის) და პოლიტიკის ცნებები ერთმანეთთან.

ეს რაც შეეხება პოლიტიკას. ახლა კი პოლიტიკასთან დაკავშირებულ კონკრეტულ მოვლენაზე მინდა ორი სიტყვის თქმა. თეთრ სახლში ობამა–სააკაშვილის შეხვედრაზე ამერიკის პრეზიდენტმა ასეთი განცხადება გააკეთა:„მინდა გამოვხატო ჩემი აღფრთოვანება იმის გამო, რაც წარსულში გაკეთდა და აგრეთვე ჩვენ მოველით, რომ ჩატარდება თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები და ფორმალურად მოხდება ძალაუფლების გადაცემა საქართველოში, რათა გამყარდეს დემოკრატიული პროცესები საქართველოში” (ამოღებულია აქედან) ჩვენი საზოგადოების ერთი ნაწილი მიიჩნევს, რომ ეს პირდაპირი მინიშნება იყო 2013–ში ხელისუფლებაში ახალი ძალისთვის ადგილის დასათმობად. ხალხში იმის იმედიც კი გაჩნდა, რომ 2013 წელს არჩევნების საფუძველზე ხელისუფლების შეცვა შესაძლებელი იქნება. მაგრამ უკაცრავად, ჩვენს თამაშის წესებში ასეთი რამ გათვალისწინებული არაა. რატომ? იმიტომ, რომ ჩვენს პოლიტიკურ კულტურაში ძალაუფლება ძალადობაზეა დამყარებული. მარტივი სისტემაა: მოწინააღმდეგეს იშორებ, რათა შენს ძალაუფლებას პრობლემები არ შეექმნას. ხელუსიფლებას მავანი მარტო იმიტომ არ დათმობს, რომ სავარძელს ვერ ელევა. არამედ იმიტომაც, რომ ძალაუფლების დაკარგვა მისთვის ავტომატურად განადგურების ტოლფასია. ამიტომაც, მე მომავალი არჩევნების მიმართ პესიმისტურად ვარ განწყობილი და მიმაჩნია, რომ ასეთ დროს ვერც ვერანაირი ავტორიტეტული სიტყვა ვერ იმოქმედებს.

პ.ს. ამ პოსტის შთაგონების წყარო  – იმ მარტივი სისტემის მოქმედების ერთ–ერთი მაგალითი:

2 thoughts on “მითი ხელისუფლების გადაცემის შესახებ

  1. ჰო რატომღაც ამ პრობლემაზე ცოტა თუ წერს.ძალიან კარგია შენ რომ დაწერე,მომეწონა :))

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s