იუკიო მისიმა და მისი “ნიღბის აღსარება”

იუკიო მისიმა – ეს ის მწერალია, რომელსაც ვერცერთი საზომით ვერ მიაკუთვნებ ორდინალურ ადამიანთა რიცხვს. ერთ წინადადებაში რომ ჩავტიოთ, ეს იყო გეი-სკანდალებში გახვეული მგზნებარე პატრიოტი, მწერალი, მსახიობი,  რომელმაც თავის ოცნებას, იაპონიის ძლიერი იმპერიის აღდგენას, შესწირა სიცოცხლე(რა გეგონათ მთლიანი ბიოგრაფია სამსიტყვიან წინადადებაში ჩაეტეოდა?). მან 45 წლის ასაკში ხარაკირი ჩაიტარა(დეტალები).

მისი წიგნი “ნიღბის აღსარება” ნახევრად ავტობიოგრაფიული ნაშრომია. მისიმაც, როგორც  წიგნის მთავარი პერსონაჟი, 12 წლამდე ბებიასთან იზრდებოდა, ბავშვობაში ძალიან სუსტი ჯანმრთელობა და ჰომისექსუალური სურვილები ჰქონდა. ორივე იაპონიის სამხედრო რეჟიმის პერიოდში იზრდებოდა და ორივეს თავზე გადაიარა მეორე მსოფლიო ომმა, მთელი თავისი დიდებულებით. ამ ყველაფერმა მის/მათს ცხოვრებაზე დიდი გავლენა მოახდინა.

“ნიღბის აღსარება” მისიმამ 24 წლის ასაკში გამოსცა. ეს მისი მეორე რომანი იყო, რომელმაც საკმაოდ პოპულარული გახადა არამარტო იაპონიაში, არამედ მის საზღვრებს გარეთაც. წიგნის მთავარი მოქმედი გმირი, კიმი(კიმიტაკე – მისიმას ნამდვილი სახელიცაა) სუსტმა ჯანმრთელობამ და აღზრდის წესმა საკმაოდ ჩაკეტილ და გულჩათხრობილ ადამიანად აქციეს. ადრეულ ბავშვობაში მას ზღაპრებში სისხლიანი სცენები იტაცებს(მაგალითად, როგორ ახრჩობს დრაკონი ახალგაზრდა უფლისწულს). 12–13 წლის ასაკში იგი აღმოაჩენს, რომ გეია(თავისი კლასელი ბიჭი შეუყვარდება). ამის შემდეგ ის თანდათან აანალიზებს, რომ მისი სისხლიანი ფანტაზია არ ჰგავს თანატოლებისას. აქედან მოყოლებული, იგი საკუთარ თავს ამორალურად ჩათვლის და ებრძვის თავის სექსუალურ ლტოლვებს. კიმის ასეთ მონდომების შედეგია ის, რომ იგი ერთგვარ ნიღაბს ირგებს – ნორმალური ადამიანის ნიღაბს. იგი ცდილობს მოიქცეს ისე, როგორც სხვები: ცდილობს შეიყვაროს გოგონა და დაამყაროს სექსუალური კავშირი ქალთან. ერთ–ერთი გოგონას მიმართ იგი ხელოვნურად გაიჩენს მიჯაჭვულობის საკმაოდ ძლიერ გრძნობას და ჰგონია, რომ უყვარს კიდეც. თუმცა, როდესაც მას აკოცებს, მიხვდება, რომ მის მიმართ სინამდვილეში არაფერსაც არ გრძნობს. საბოლოოდ, იგი ვერ ახერხებს საკუთარ ბუნებაზე გამარჯვების მოპოვებას და თავისი ლტოლვებისა და ფანტაზიის უგულებელყოფას.

“ნიღბის აღსარება” მარტო იმიტომ არ არის საინტერესო, რომ ჰომოსექსუალის ცხოვრება და ფიქრებია გადმოცემული. იგი შეიძლება ზოგადად პიროვნების გაუცხოების პრობლემას დავუკავშიროთ და სამყარო სრულად სხვა მხრიდან დავინახოთ იმ ადამიანების თვალით, რომლებიც არ გვანან უმრავლესობას.

მგონი, ეს წიგნი დღეს ჩვენთვის საკმაოდ აქტუალური უნდა იყოს, რადგან ადამიანსა და სოციუმს შორის გაუცხოება ჩვენს საზოგადოებაში არც თუ ისე იშვიათი მოვლენაა.

6 thoughts on “იუკიო მისიმა და მისი “ნიღბის აღსარება”

  1. ძალიან მაგარი წიგნია და მწერალიც, ცოდვა გამხელილი სჯობს და მე აკუტაგავასაც კი მირჩევნია. გამიხარდა ამ პოსტის ნახვა. გეთანხმები ყველაფერში, განსაკუთრებით პოსტის ფინალში.სამწუხაროდ ასეა…

    • მეც მირჩევნია და ამ პოსტის პირველ ვარიანტში ასე ვიწყებდი: უცნაურია, მაგრამ მისიმა ჩვენთან აკუტაგავაზე და მურაკამიზე ნაკლებად ცნობილია–მეთქი. არადა ორივეს სჯობს.

  2. მე მისიმას ბევრი არაფერი მაქვს წაკითხული მაგრამ რაც წაკითხული მაქვს იმათ აკუტაგავა ბევრად სჯობს, საერთოდ ეს მწერალი დიდად არ მომწონს🙂

  3. აკუტაგავა ჩემი საყვარელი იაპონელია, მაგრამ მისიმაც არ ჩამოუვარდება (ჩემი აზრით, ჰარუკი მურაკამი ახლოსაც ვერ მივა იუკიოსთან). ძალიან საინტერესო მწერალია – როგორც ცხოვრებით, ისე ნაწარმოებებით…

  4. კარგი მიმოხილვა იყო მაგრამ ერთი მაგრამ არის :((((
    არ ვიცი პოსტის ავტორის ორინეტაცია, მაგრამ მაინტერესებს ის თუ ჰეტეროსექსუალია, მაშინ ის თავის სექსუალურ და ემოციურ სურვილებს მიდრეკილებებს უცოდებს? კარგი იქნება თუ პოლიტ კორექტული იქნებოდა და საკუთარ დასკვნებს არ მიაცერს მისიმას🙂 ”ნორმალური”

    • მაგაზე ვფიქრობდი სწორი იყო თუ არა და რო დავგუგლე, სამედიცინო საიტებბი ამოაგდო, სადაც იყენებდნენ ამ სიტყვას.
      შევასწორე “სურვილებით”.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s