ორი უბრალო და არაფრისმთქმელი ამბავი, ანუ რატომ არ აშენდა სოფელი მხოლოდ სიმღერით

არაფრისმთქმელი ამბავი 1

გათბობის პლასტმასის მილი გასკდა და იქიდან გადმოსული ცხელი წყალი ჯერ უნივერსიტეტის იატაკზე, მერე კიბეზე და ბოლოს ქუჩაზეც გადმოიღვარა. იმის მაგივრად, რომ ამ წყალს სტუდენტები დაეცვა სიცივისგან, ის ქუჩაში აღმოჩნდა, რომლის გაყინულმა ზედაპირმაც მაშინვე გააცივა, ყინულად აქცია, რომელზეც შეიძლება ვინმეს ფეხი დაუცდეს. მაშინვე დარაჯს დაუძახეს, გააკეთეო. დარაჯი გახეთქილ მილთან მივიდა და მხოლოდ ის მოიფიქრა, რომ იატაკის ჩვარი აეღო, გამსკდარ ადგილას დაედო და ზემოდან ფეხი დაეჭირა. რა თქმა უნდა, ამან საქმეს ვერ უშველა, წყალი იმავე სიმძლავრით მოედინებოდა.  ისინი კი ზემოდან დასძახოდნენ, „გააკეთე, გააკეთეო“. რა ექნა საწყალ მოხუცს, როცა ხელოსანი არ იყო და მილის შესაკეთებლად ინსტრუმენტებიც არ ჰქონდა. მხოლოდ ის მოახერხა, რომ ფეხი უფრო ძლიერად დაეჭირა, რითიც მილი კინაღამ უფრო მეტად გახეთქა. ხელოსანი კი არსად ჩანდა.

არაფრისმთქმელი ამბავი 2

ჭავჭავაძისა და კეკელიძის ქუჩების გასაყარზე მდგარმა შუქნიშანმა მოსიარულეთათვის მწვანე შუქი აანთო. მათაც იმწამსვე დააპირეს პირველი ნაბიჯის გადადგმა, მაგრამ ადგილზევე დარჩენა მოუწიათ, რადგან ჭავჭავაძის მხრიდან ერთმა „მერსედესმა“, რომელმაც წითელი ფერი არალეგიტიმურად გამოაცხადა, დიდი სიჩქარით შემოუხვია და კეკელიძეს, ცალმხრივი მოძრაობის მქონე ქუჩას მოძრაობის საპირისპირო, აკრძალული მიმართულებით გაუყვა. წინიდან და უკნიდან სიგნალის გაბმული ხმები(და არამარტო…) დაადევნეს, რომლებიც უპასუხოდ არც ჩვენმა „მერსედესმა“ დატოვა და ასე, მელოდიურად აუყვა აღმართს.

4 thoughts on “ორი უბრალო და არაფრისმთქმელი ამბავი, ანუ რატომ არ აშენდა სოფელი მხოლოდ სიმღერით

  1. ღმერთო, დაიფარე ეს პოსტი იმ კომენტარებისგან, რომლებშიც იმას აღნიშნავენ, რომ ნახეს როგორ გადმოდიოდა წყალი მეორე კორპუსის იატაკზე და შეწუხდნენ.
    ამენ

    • რა ექნა მოხუცს, ანუ თავს ზემოთ არც ძალაა და დიდად არც სურვილი

  2. და მე რომ ერთხელ შემთხვევით სადმე შემეხვევა, პატრული უცებ ზეციდან ჩამოფრინდება

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s