გაბერილი “გასაბერი ანგელოზი”

ამ რამდენიმე დღის წინ ზაზა ბურჭულაძის “გასაბერი ანგელოზი” წავიკითხე. სანამ ამას ვიზამდი, ავტორის მიმართ საკმაოდ უარყოფითად ვიყავი განწყობილი და მიმაჩნდა, რომ უბრალოდ იმ ეპატაჟურ მწერალთა რიცხვს მიეკუთვნება, რომლებიც თავიანთი ქმედებით, და არა შემო–ქმედებით, ცდილობენ პოპულარობის მოპოვებას.

პირველ ყოვლისა, ამ რომანმა მიმახვედრა, რომ ბურჭულაძე იმ  (ცალი ხელის)თითებზე ჩამოსათვლელ თანამედროვე ქართველ მწერალთა რიცხვს განეკუთვნება, რომლებსაც საკუთარი სტილი გააჩნიათ. (არ გეგონოთ, რომ აბსოლუტურად ყველა დანარჩენი ვინმეს ბაძავს. არსებობენ ისეთებიც, რომელთა ენაც იმდენად ერთფეროვანია, რომ სტანდარტული ჟურნალისტური ტექსტისგან ვერაფრით გაარჩევ)

როდესაც წიგნს გადაშლით, თვალში აუცილებლად მოგხვდებათ ტექსტის შრიფტის ზომა. ის თითქმის ორჯერ(შეიძლება მეტჯერაც) დიდია სტანდარტულ შრიფტზე. ასევე, თვალშისაცემია წიგნის ნაწილებად დაყოფის ფორმა: მისი თითოეული ნაწილის რიგითი ნომერი ერთ მთლიან გვერდზეა გამოსახული და მისი წინა გვერდი კი ცარიელია. ეს ყველაფერი ალბათ იმისთვის დასჭირდათ, რომ წიგნი უფრო სქელტანიანად წარმოეჩინათ(სწორედ ამიტომ დავარქვი ამ პოსტს გაბერილი “გასაბერი ანგელოზი”). სინამდვილეში, ნაწარმოები 206 გვერდის ნაცვლად 100–ზეც თავისუფლად დაეტეოდა.

ახლა თავად შიგთავსზე გადავიდეთ: რომანში ძალიან ბევრია ფანტასტიკის და რაღაც “იუმორისტული მისტიკის” ელემენტები. მისი მთავარი პერსონაჟები ტიპური ქართველი ცოლ–ქმარია, რომლებიც გაურკვეველი მიზეზების გამო თეფშის დატრიალებას გადაწყვეტენ და ამ ხერხით მეოცე საუკუნის ცნობილ მისტიკოსსა და ფილოსოფოსს, გიორგი გურჯიევს გამოიძახებენ . გურჯიევი მათთან საცხოვრებლად დიდი ხნით დარჩება და ერთად უამრავი თავგადასავალი გადახდებათ.

რომანი ალაგ–ალაგ გაჟღენთილია სატირით, რაც ჩემთვის ყველაზე კარგად სასაცილო “ანაქრონისტულ ვითარებებში”  აისახება, რომლებიც გურჯიევს უკავშირდება(მაგ. როგორ ათენებს გურჯიევი ფეისბუკში ჯდომით). ბურჭულაძეს ამ გზით საკმაოდ კარგად გამოუვიდა თანამედროვე საზოგადოების ყოველდღიურობის დასაცინი ასპექტებისთვის ხაზგასმა.

“გასაბერი ანგელოზი” არ ჰგავს დანარჩენ თანამედროვე ქართულ რომანებს და სულაც არ არის საკითხავად მოსაბეზრებელი(ეს ისევ ავტორის სტილის და ენის მრავალფეროვნების დამსახურებაა). მართალია, ეს რაღაც განსაკუთრებული და სასწაული რომანი არაა, მაგრამ საკმაოდ სახალისო და საინტერესო წიგნია, რაც დღეისათვის უკვე დიდ მიღწევად შეიძლება ჩაითვალოს.

7 thoughts on “გაბერილი “გასაბერი ანგელოზი”

    • რიგში ჩადექი ძმა, რიგში ძმა
      დღეს სხვას მივეცი და მერე მოგიტან.

  1. ნაწარმოები არ წამიკითხავს, მაგრამ “ვეთანხმები გამყრელიძის დასკვნას”. ანუ, კომენტარის/კრიტიკის
    სტილიც მომწონს და მთლიანად ეს საქმეც.

  2. ზაზა ბურჭულაძის მიმართ მეც თავიდან ზაან ნიჰილისტურად ვიყავი განწყობილი, მაგრამ მერე ჩამივარდა ხელში მისი ერთი წიგნი, იმას მეორე მოჰყვა, მეორეს-მესამე და წავიკითხე მისი თითქმის ყველა წიგნი, სანამ “გასაბერ ანგელოზამდე” არ მივედი. ხოდაა, მოკლედ, საუკეთესოა…🙂

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s