სარეკლამო ქველმოქმედება

თეზისი ნომერი 1 – დღევანდელი საზოგადოება თვალთმაქცი და ფარისეველია.

თეზისი ნომერი 2 – მედიის მიერ გაშუქებულ ქველმოქმედებას ვინმე აუცილებლად გამოიყენებს საკუთარი პიარისათვის.

ერთი კადრი ძალიან ხშირად მიტრიალებს ხოლმე თავში: ნოემბრის აქციების პერიოდი იყო. რუსთაველის გამზირი, თავისთავად – გადაკეტილი. ერთ დილას (მაშინდელი)ჩვენი დიადი გმირები: ზურაბიშვილი, გრეჩიხა ბატონი და მთლიანი მათი პლეადა, თავაწეულები მოაბიჯებდნენ “ოკუპირებულ” მთავარ ქუჩაზე. კამერა გვერდიდან უღებდა და ფეხდაფეხ მიჰყვებოდა. მათ ჩაუარეს ერთ მათხოვარს, რომელმაც სათითაოდ ყველას გაუწოდა ხელი. ისინი კი, ისევ ისეთი მწყობრი და გამართული ნაბიჯით მიდიოდნენ, თავაწეულები. როგორც კი, მათხოვარს ჩაუარეს და მოშორდნენ, ოპერატორმა(მაგარი კაცი იყო, ვინც იყო) ობიექტივი მისკენ მიმართა და კადრი მიაახლოვა. მათხოვარმა კი, არც მეტი არც ნაკლები, საკმაოდ მკაფიოდ და გასაგებად, “ფუ თქვენი დედაო” მიაწია გმირებს. ეს ხალხი იმ დღეს აქციაზე გამოსვლისას, ტრიბუნებთან გაჭირვებულებს დახმარებას ჰპირდებოდა. (აჰა, თქვენ ფარისევლობა)

დღეს “2011 წლის იმედის გმირის” დაჯოლდოების ცერემონიალი გაიმართა. ეს იყო საქველმოქმედო საღამო, რომელზეც გადაცემა “იმედის გმირების” მონაწილეები დააჯილდოვეს. დააჯოლდოვეს ცნობილმა კომპანიებმა, დააჯილდოვეს 1000 ლარით. და ეს მაშინ, როდესაც იმ საღამოს ჩატარება მინიმუმ 100–ჯერ უფრო ძვირი დაჯდებოდა, ვიდრე მონაწილეებისათვის გადაცემული ფულადი პრიზები.  (აჰა, თქვენ თვალთმაქცობა)

ალბათ, ყველას გსმენიათ, “ნატახტრის” აქციასთან დაკავშირებით. ისე ცდილობს ეს კომპანია, ამის შესახებ ყველამ იცოდეთ, რომ ეჭვი მეპარება, ვინმეს გამოგრჩენოდეთ. ნატახტარის აქციის მიხედვით, ყველა, ვინც შეიძენს ნატახტარის ლიმონათს ერთი, სამი და ხუთი თეთრი(ბოთლის ზომის შესაბამისად) ამ გაყიდული ლიმონათიდან, ქველმოქმედებას მოხმარდება. ახლა უყურეთ: რამდენი ბოთლი ნატახტარის ლიმონათი უნდა გაიყიდოს, რომ ამ აქციიდან რეალურად რამე გამოვიდეს და სიტყვაზე, ერთი ბინა მაინც შეიძინოს უსახლკარო ოჯახისათვის? დავუშვათ, რომ ბინისთვის ფონდს სჭირდება 20,000 ლარი. ნატახტარმა უნდა გაყიდოს 2,000,000 ან 666,666(მე არ მომიფიქრებია: ) ან 400,000 ბოთლი(ზომის მიხედვით), რომ საკმარისი თანხა მიიღოს. (ესეც თქვენ, საკუთარი თავის პიარი ქველმოქმედებაში)

ხოდა, ჩემო ძვირფასო მეგობარი, ტელევიზორში როცა ნახავ, როგორ აჯილდოებენ პომპეზურად უსინათლო გამომცემელს 1000 ლარით, გამომცემლობის ხელშესაწყობად და ამ თანხის გადაცემისას ლამის “რიკო კრედიტის” რეკლამაში რომ ცეკვაა, ის შეასრულონ(იმის ხაზგასასმელად რომ ამ ჯილდოს “რიკო კრედიტი” გადასცემს), გული ნუ აგიჩუყდება. ეს ყველაფერი რეკლამაა.

8 thoughts on “სარეკლამო ქველმოქმედება

    • სამწუხაროდ, წერილის ავტორი არასწორ ინფორმაციას ავრცელებს, ნატახტარის აქციას ფონდ ‘იავნანასთან’ კავშირი არ აქვს და არც გაყიდული ლიმონათიდან ირიცხება ‘იავნანაში’ რაიმე თანხა. ეს არც ნატახტარის რეკლამაში ცხადდება, საიდან გაჩნდა საერთოდ ‘იავნანას’ თემა ამ კონტექსტში გაუგებარია

    • გასაგებია, მაგრამ “იავნანა” იქნება თუ რაიმე სხვა, მაგას არსებითი მნიშვნელობა არ აქვს.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s