ვიღას ახსოვს პრაქტიკა

ვინაიდან ჩემი ფაკულტეტი სოციალური მეცნიერებებისაა, მასში შემავალი თოთოეული სპეციალობა ადამიანის ყოველდღიურობასთანაა დაკავშირებული. თანაც ისე, რომ ბევრი ალბათ ვერც კი წარმოიდგენს. აი მაგალითად, თქვენ ახლა სხედხართ კომპიუტერის წინ და ამ პოსტს კითხულობთ. ფსიქოლოგს შეუძლია გითხრათ, რატომ აკატუნებთ თავს ზოგ მომენტში; სოციოლოგს შეუძლია გითხრათ, კომენტარის დაწერამდე, რატომ კითხულობთ ჯერ სხვების შეფასებებს; პოლიტოლოგი გეტყვით, რატომ მოგეწონათ იმ ადამიანის კომენტარი, რომელსაც თქვენნაირი ავატარი უყენია; დიპლომატი გეტყივთ, რატომ გამოიყენეთ სიტყვები “არც ისე კარგია”, სიტყვა “ცუდის” მაგივრად; ჟურნალისტი, ჩშშშ…. ალბათ სძინავს, არ გააღვიძოთ.
დიახ, ჩვენ თქვენ შეგისწავლით. თავიდან ფეხებამდე, თქვენს თითოეულ ნაბიჯს, თითოეულ სიტყვას, ჩვენებურ ახსნას მოვუძებნით… მაგრამ დაიცა, თავს ვიტყუებთ და თქვენც შეცდომაში შეგყავართ. ჩვენ ეს არ შეგვიძლია. არა, განა იმიტომ, რომ ჩვენ ჩვენი საქმე არ გვისწავლია. მაშინ იკითხავთ, რაღაა პრობლემაო. პრობლემა კი ის არის, რომ ჩვენ პრაქტიკაში ნულები ვართ.
ჩემი დაკვირვებით, სოციალური მეცნიერებების სტუდენტთა უდიდესი უმრავლესობა არ იყენებს თეორიას პრაქტიკაში(ჟურნალისტების გამოკლებით, რადგან ჟურნალისტიკა არის 90% პრაქტიკა, დანარჩენი კი ეთიკა, უნარები და შაბლონები). მათ ეს უბრალოდ არ იციან და არც არავინ ახსენებს. ზოგჯერ, როდესაც რაიმე მოვლენას იმ ტერმინით ან მეთოდით ვაფასებ, რომელიც ცოტა ხნის წინ ვისწავლე, ზოგიერთი ჩემი მეგობარი ნიშნისმოგებით მეტყვის ხოლმე “ყოჩაღ, გცოდნია!” ან რაიმე ასეთს. ზოგისთვის შეიძლება უარყოფითი ტონადაც კი ითვლებოდეს ასეთი საუბრები. ეს ყველაფერი იმიტომ, რომ დღეს უმეტესობისთვის თეორია და პრაქტიკა ერთმანეთისგან უკიდურესად დაშორებულია. ისინი მათ უბრალოდ ვერ უკავშირებენ. თეორია რჩება იმ აუდიტორიაში, რომელშიც ლექცია ჩაგიტარეს, პრაქტიკა კი, პრაქტიკა ვიღაც ახსოვს.
ადამიანი შეიძლება ვერ ხსნიდეს, რატომ იკრიბება და ტირის ამდენი კორეელი ერთად ფხენიანის რომელიღაც მოედანზე, მაგრამ სინამდვილეში მას კოლექტიურ ცნობიერებაზე კოლოკვიუმი აქვს დაწერილი და უმაღლესი შეფასებაც მიღებული. ის უბრალოდ იმ კუთხით არ უყურებს ამ მოვლენას, რომლითაც სინამდვილეში შეუძლია, მაგრამ ამის შესახებ არ იცის.
ეს ყველაფერი განათლების სისტემის ბრალია. სისტემის, რომელშიც სიტყვა “პრაქტიკული” არც კი არსებობს და მხოლოდ თეორიას ემყარება. სკოლაშიც, უნივერსიტეტშიც ადამიანი მხოლოდ თეორიულ ცოდნას იღებს. არავინ არ ასწავლის, როგორ უნდა გამოიყენო იგი(ათასში ერთხელ თუ ხვდებიან თავად). შედეგად, ადამიანს ცნობიერიდან რეალობაში არაფრის გადატანა არ შეუძლია, გარდა მექანიკური ოპერაციებისა(კლავიატურაზე ტყაპუნი და გამოთვლები).  ამიტომ, ნუ გიკვირთ, ფსიქოლოგს ყოველ მეორე სიტყვაში თუ ატყუებთ და სოციოლოგი ვერ ხვდება რატომ არ ელოდება ფეხით გადმსვლელთა უმრავლესობა შუქნიშანზე მწვანე ფერის გამოჩენას. მათ უბრალოდ არ იციან, რომ ამ კითხვებზე პასუხები აქვთ.

5 thoughts on “ვიღას ახსოვს პრაქტიკა

  1. გეოგრაფები გამოგრჩა… დანარჩენი კარგად არის ნააზრევიი.🙂
    ზოგჯერ ეგ ლექტორის ბრალია, როცა თავის ნაღვაწს ხსნის და მის პრაქტიკულ მნიშვნელობას არ გვეუბნება😉

    • ზოგჯერ კი ისეთი ლექტორებიც კი შეგხვდებიან, პრაქტიკულ დავალებებს რო გაძლევენ😀
      მარა კონკრეტული მაგალითების მოყვანა არ დავიწყე.
      არ გამომრჩენიან, პროსტა ვერ მოვუფიქრე ვერაფერი და😀

  2. პირველ რიგში, კეთილი იყოს ჩემი ფეხი.🙂 პოსტი მომეწონა, რადგან მეც იგივე გულის ტკივილი მაქვს.🙂 იმ დღეს პოლიტიკაზე იმედგაცრუება პირველად ვიგრძენი, რადგან მივხვდი, რომ ყველაფერი სისულელე იყო, რასაც ვსწავლობდით. ერთი წუთით, მაგრამ მაინც. შენი პოსტი ამირანმა უნდა ნახოს!🙂

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s