ორუელისეული პარალელური რეალობა

შუალედურმა გამოცდებმა მაიძულეს მხატვრულ ლიტერატურაზე ცოტახნით უარი მეთქვა, მაგრამ გული დამწყდა წინა ოთხშაბათისთვის არაფერი რომ არ მქონდა და გადავწყვიტე ახლა კომპენსაციის სახით ”1984”-ზე დავწერო.

ჯორჯ ორუელის ”1984” არის ის, რასაც ”საკულტო რომანს” უწოდებენ. ეს წიგნი ალბათ მისი დაწერის დღიდან არ კარგავს აქტუალურობას და პოპულარულობას. ორუელმა არ დაწერა უბრალო მხატვრული ნაწარმოები. ბევრი ადამიანისათვის მან შექმნა სამაგიდო წიგნი, რომელიც ჩემს ფაკულტეტზეც ზოგიერთ მიმდინარეობაზე სახელმძღვანელოდაც კი გამოიყენება. წიგნმა მწერალს იმხელა წარმატება მოუტანა, რომ თავის დროზე 1984 ჯორჯ ორუელის წლად გამოცხადდა.

”1984” რაღც თვალსაზრისით ”ცხოველების ფერმის” გაგრძელებაა. თუ ამ უკანასკნელში რევოლუცია როგორც პროცესია აღწერილი, 1984-ში რევოლუციის შედეგია ნაჩვენები, ანუ ის, რაც ისტორიულმა გამოცდილებამ აჩვენა: ძველი მონობის დამხობა ახლისათვის.

“დიქტატურას იმისთვის არ ამყარებენ, რომ რევოლუციის მონაპოვარს გაუფრთხილდნენ, სწორედ რევოლუციას ახდენენ იმ მიზნით, რომ დიქტატურა დამყარდეს. დევნის მიზანი დევნაა, წამების მიზანი – წამება, ძალაუფლების მიზანი –  ძალაუფლება.”

წიგნის სიუჟეტი უინსტონ სმიტის გარშემო ვითარდება სახელმწიფოში, სადაც კონტროლი ისეთ მიკრო დონეებამდეა დასული, როგორიც ადამიანებისათვის გაღვიძების დროისა და საჭმლის ულუფის განსაზღვრაა. აქ აზრებიც კი კონტროლდება და ადამიანები თავიდან ერთი წუთითაც ვერ აირიდებენ თვალთვალს.

წიგნში, ერთი შეხედვით, სრულიად არარეალური და ფანტასტიკური სამყაროა აღწერილი, მაგრამ თუ კითხვისას პარალელებს გაავლებთ, ბევრ საერთოს აღმოაჩენთ დღევანდელ რეალობასთაბ.

მთავარი გმირი,  უინსტონი ხვდება, რომ ის არის მონა, ტირანიის მსხვერპლი. მასში იღვიძებს გრძნობები, როგორებიცაა თავისუფლება, სიყვარული, ლტოლვა საპირისპირო სქესისადმი. გრძნობები, რომლებიც მმართველმა პარტიამ საზოგადოებაში გააქრო. უინსტონში ასევე ჩნდება გრძნობა, რომელიც თავიდანვე იცის, რომ დაღუპავს. ეს პროტესტის გრძნობაა. იგი მიდის პარტიის, დიდი ძმის, ”ინგსოცის”(ამ სახელმწიფოს პოლიტიკური იდეოლოგიის) წინააღმდეგ.

ორუელმა 1984-ში შექმნა სრულიად ახალი რეჟიმი. მან კომუნისტური და ნაცისტური ტოტალიტარიზმი სრულიად ახალ საფეხურზე აიყვანა და ამას თავადაც აღნიშნავს. ეს რეჟიმი წინამორბედებისაგან იმითაა გამორჩეული, რომ იგი აკონტროლებს წარსულს, აყალბებს მას ყველანაირად და ამით ადამიანების ცნობიერებაზე ზემოქმედებს. პარტიამ იცის, რომ წარსული სივრცეში არ არსებობს, ის მხოლოდ ადამიანის მეხსიერებასა და ქაღალდზეა და თუ ქაღალდზე მას შეცვლის, მაშინ მეხსიერებაში შეცვლაც არ გაუჭირდება. მეორე მისი უპირატესობა ის არის, რომ ის ადამიანებს, ”ერეტიკოსებს”, რომლებიც პარტიის წინააღმდეგ მიდიან, ჯერ ყველანაირ ღირსებას უკარგავენ და იქამდე მიჰყვათ, რომ ”ცოდვებს ანანიებინებენ”, პარტიას აყვარებენ და მხოლოდ მაშინ კლავენ. ამით ისინი თავიდან ირიდებენ იმ შანსს, რომ ვინმესთვის ისინი წამებულებად გადაიქცევიან.

“1984” აუცილებლად წასაკითხი წიგნია. მასში ყველაფერი იმდენად კარგადაა აღწერილი, რომ შეიძლება ”ოკეანიის”(სახელმწიფოსი, რომელსაც ორუელი აღწერს) რეალურად არსებობის შესახებ ეჭვიც კი გაგიჩნდეთ.

5 thoughts on “ორუელისეული პარალელური რეალობა

    • არა, ეს რეჟიმი ვერანაირად ვერ იქნება ისეთი, როგორიც ოკეანიისაა. ამასა და წიგნში აღწერილს შორის ის ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი განსხვავებაა, რაც ოკეანიას ყველასგან გამოარჩევს და რაც ეხლა მივხვდი რო პოსტში გამომრჩა😀
      ოკეანიის რეჯიმი პირდაპირ გეუბნება, რომ ძალაუფლებას ძალაუფლებისათვის იგდებს ხელთ, ყველა დანარჩენები კი გატყუებენ, რომ საბოლოო თანასწორობისათვის.

  1. მე ახლა წავიკითხე 1984 და გაოგნებული ვარ, ისე მომეწონა. ჩემი ერთ–ერთი უსაყვარლესი წიგნია, რადგან მასში ნაციზმი და სოციალიზმი ყველაზე ნათლადაა დახატული.

    ესეც ჩემგან:
    http://wp.me/pZCf0-i5😉

  2. Pingback: წელს წაკითხული წიგნებიდან | A Magazine

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s