ციცინოს ფურთხი და ბიძინა დაიჯესტი

დღეს, იმის გარდა, რომ აგუერომ ვილიარეალს 93–ე წუთზე გაუტანა, ბევრი საინტერესო რამ მოხდა. ყველაფერი ერთ ადამიანს უკავშირდება. რაღათქმაუნდა – ბიძინა ივანიშვილს. ჯერ იყო და მისი კუთვნილი ბანკის, “ბანკი ქართუ”–ს, საინკასაციო მანქანა გაიტაცეს და ბანკის თანამშრომლებს ფულის გათეთრებაში დასდეს ბრალი; შემდეგ ადამიანი, რომელიც “ქართული ოცნების” მაისურებს არიგებდა; ნარკოტიკების შენახვა–მოხმარების მიზეზით დააკავეს; მოგვიანებით კი, ბიძინა ივანიშვილის დაცვის ათ თანამშრომელს იარაღი ჩამოართვეს. ასევე, ბერამ დღს გაავრცელა თავისი ახალი სიმღერა და რეალ–TV–მ თავის შესაფერის სტილში, კიდევ ერთი გენიალური სიუჟეტი გამოაცხო, სახელად ციცინოს ფურთხი.

ასეთი დატვირთული და დახუნძლული დღეები ადამიანს ახსენებენ, რომ იგი ერთ დიდ, უშველებელ, უკიდეგანო და უსასრულო ტრაკში ცხოვრობს. ტრაკში, სადაც ყველას ძალაუფლება სწყურია; ტრაკში, სადაც ტვინგამორეცხილი ხალხის კონტროლი კიდევ უფრო ადვილია, ვიდრე საბჭოთა კავშირის დროს; ტრაკში, სადაც მაშინვე გესვრიან, თუ შენგან ოდნავი საფრთხე შეიგრძნეს; ტრაკში, სადაც ყველა იტყუება და ტრაკში, საიდანაც გამოძრომა მხოლოდ ქაქების გავლით შეიძლება.

მაგრამ ეს ტრაკი ტრაკად არც ბიძინა ივანიშვილს უქცევია, არც მიხეილ სააკაშვილს, არც მის წინამორბედებს და არც იმათ წინამორბედებს. ტრაკი ტრაკად ჩვენ ვაქციეთ. ჩვენი დოგმატური აზროვნებით, ჩვენი რეაქციულობით, ჩვენი ადვილად გაყიდვადობით, ჩვენი მიდრეკილებით კონფორმიზმისაკენ და ქარიზმატული მმართველობის სიყვარულით. ჩვენი ჰობი საკუთარი თავის მოტყუება და ილუზიებში ცხოვრებაა, რადგან ასე უფრო ადვილი და მარტივია.

გუშინ გამოაცხადეს, რომ 31 დეკემბრამდე, “მეტრომანის” ყველა მფლობელს ხუთლარიანი ვაუჩერით დაასაჩუქრებდნენ. ხალხი გიჟებივით მიაწყდნენ მეტროს სალაროებს და უკვე რვა საათზევე, ადამიანებს, რომლებსაც სამსახურში ეჩქარებოდათ და ბარათის ანგარიშზე თანხა არ ჰქონდათ, გადაადგილების მხრივ პრობლემები შეექმნათ, რადგან მათ იმისათვის, რომ ჩაერიცხათ სალაროსთან ან სწრაფი ჩარიცხვის აპარატთან ნახევარსაათიან რიგში უნდა მდგარიყვნენ. (რიგში, ეს პირობითი ნათქვამია) და ჩვენ არ ვიყიდებით.

ჩვენ ყველა ადვილად გვიხმარს. მთავარია, თავის გამოსვლებში მზიან საქართველოზე ისაუბროს, წარსული და ტრადიციები ადიდოს, პირჯვარი გადაიწეროს და შემდეგ ყველას ფული გადაუყაროს.

ტვინის განძრევას და რამის შეცვლას რომ დაპაირებთ, მეც აქვე ვიქნები და დამიმესიჯეთ.

4 thoughts on “ციცინოს ფურთხი და ბიძინა დაიჯესტი

  1. ტეტჩერი რომ გავხდები დაგიმესიჯებ🙂 ერთ-ერთი ყველაზე მაგარი სტატია იყო რაც დაგიდია აქამდე! პლუს უსასრულობა!🙂

    • ტეტჩერი რო გახდები, პირველი ვიქნები ვინც შენი მკვლელობის მცდელობისთვის ჩაჯდეა ციხეში😀

  2. ჰმ….. ოპოზიციაში მიდგები ფროდიჯი????? კარგია რომ თქვი მცდელობისთვისო და არა მკვლელობისთვის🙂

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s