დაუდგით ძეგლი ირაკლის

წიგნის კითხვისას სანიშნად იმას ვიყენებ, რაც პირველად მომხვდება ხელში. ეს არაფერ შუაშია, უბრალოდ, ამ წუთას შევამჩნიე და თანაც, ასეთი უადგილო რამეებით ძალიან მიყვარს პოსტების დაწყება. მე მაინტერესებს, შენ ხარ ჩემი ბატონი, რატომ არ უდგას ირაკლი ჩარკვიანს ძეგლი. სამაგიეროდ, ძეგლი დაუდგეს ბუბა კიკაბიძეს. ბუბას ხომ უნდა ჰქონდეს ძეგლი?

არც ისე ცოტა ხანი გავიდა, მაგრამ, ეტყობა, მაინც ვერ გავუგეთ ამ თავტლოპინა კაცს. იქამდე ვერც გავუგებთ, სანამ ასეთი უტვინოები ვიქნებით. ჩვენ ვაფრენთ, ირაკლიც აფრენდა, ოღონდ ის უფრო მაგრად აფრენდა. ერთი დიდი რევოლუციონერი იყო, ურევოლუციო რევოლუციონერი. ძალიან რთულია, როდესაც ნიჭის, ფანტაზიის და გამბედაობის ასეთი სინთეზის მქონე  ადამიანი დღეს ჩვენს საზოგადოებაში აღარ არის. ჩვენ ხომ ირაკლი ახლა ყველაზე მეტად გვჭირდება. ჩვენს თაობაში თანდათან იმატებს პროტესტის გრძნობა. დიახაც, ჩვენ რევოლუციას ვამზადებთ, მაგრამ სპექტაკლს პროტაგონისტი აკლია.

საერთოდ, ჩვენს ზე კონფორმისტულ(როგორ ამომივიდა ყელში ეს სიტყვა) საზოგადოებაში, სადაც უმრავლესობის აზრი და სტერეოტიპი თვალს არ გვაცილებენ და სიზმარშიც კი არ გვტოვებენ, რთულია, იყო გაბედული. ძალიან ბევრ ჩვენგანს აქვს სურვილი, ჰქონდეს სხვანაირი ვარცხნილობა, იცვამდეს სხვანაირად, იქცეოდეს სხვანაირად და ამბობდეს სხვა რამეს. ბევრ ჩვენგანს აქვს გრძნობა, რომ სინამდვილეში სიყალბეში ცხოვრობს და თავადაც ამ სიყალბის ნაწილია. მათში შიში, რომ თავიანთი რეალური სურვილების წარმოჩენის შემთხვევაში, მაშინვე რაიმე სტიგმით დასაჩუქრდებიან, ძალიან დიდია. ირაკლი სწორედ ამ ადამიანებისთვის იყო მაგალითი. სწორედ მათთვის იყო მეფე. ის არ ცნობდა დოგმებს, ამსხვრევდა კლიშეებს და ებრძოდა სტერეოტიპებს. საბოლოო ჯამში, როდესაც ადამიანი საკუთარი ძალებით ვერ ახერხებს გადალახოს საზოგადოების მიერ აშენებული კედელი, მას სწორედ ასეთი ადამიანები ეხმარებიან – ისინი კედლის მეორე მხრიდან თოკს გადმოუშვებენ ხოლმე. ამიტომაცაა, რომ ირაკლი ჩარკვიანები ყველა საზოგადოებას სჭირდება. ხშირად ვფიქრობ ხოლმე, რა შეიცვლებოდა, ახლაც ცოცხალი რომ ყოფილიყო–მეთქი. ვიცი, რომ ძალიან ბევრი რამ. ისიც ვიცი, რომ მის შემოქმედებას ბევრად უფრო მეტი მიმდევარი ეყოლებოდა, რადგან მის ეპოქაში თანამედროვე ტექნოლოგიები და ინტერნეტი, ჩვენთან ჯერ კიდევ ჩასახვის პროცესში იყვნენ.

ნუ იტყვით, რომ უგვირგვინო მეფე იყო. მას ყოველთვის ედგა ეკლის გვირგვინი. ადამიანებს, რომლებიც ხვდებოდნენ, რომ ვერასოდეს იქნებოდნენ მისნაირები, ადამიანებს,ადამიანებს, რომლებიც მის ძალას გრძნობდნენ, მათ შურდათ მისი. არასდროს უცდია, ყოფილიყო კორექტული. ამიტომაც ეზიზღებოდა იგი უმრავლესობას. მათთვის, ხომ მისი ყოველი სიტყვა გარყვნილობასთან იყო გაიგივებული. მაგრამ თავის გადახოტრილ თავს დიდად არ აწვალებდა სხვების აზრებზე ფიქრით. პირიქით, მას ყურადღების ცენტრში ყოფნა ყველაზე მეტად უყვარდა. მისი შემოქმედება ქართული რეალობისათვის, თავიდან ბოლომდე, პროვოკაციული იყო. მან საერთოდ მენტალიტეტი გამოიწვია ორთაბრძოლაში და რამდენჯერმე გამარჯვებულიც გამოვიდა, მაგრამ ყველაფერი ამ სულელურმა კაიფმა ჩაშალა.

ზოგი მას “დაკარგული თაობის”  სიმბოლოდ აღიქვამს, ზოგი დიდ ხელოვანად, ზოგი კი უბრალოდ, თვითმარქვია მეფედ. ჩემთვის კი, როგორც უკვე აღვნიშნე, ის განსაკუთრებული დატვირთვის მქონე ადამიანი იყო. თუგინდ მოძღვარი დავარქვათ, თუგინდ გურუ, შამანი ან აიათოლა. მის შემოქმედებას აქვს ძალა, რაღაც შეცვალოს. ამიტომაც, გადავადნოთ ბუბას ძეგლი და ჩამოვასხათ ერთი მელოტი, ბლანჟეიანი და განუმეორებელი თავი. მორალურად, ვერავნ გაამტყუნებს ჩვენს საქციელს. არ აქვს მნიშვნელობა სად დავდგამთ. მერე რა, თუ ხანდახან ფოლადის მელოტ თავზე მტრედები დაასკლინტავენ. თვითონ ალბათ უარს იტყოდა. მაგრამ ახლა ცოცხალი აღარაა და ვინღა შეეკითხება.

2 thoughts on “დაუდგით ძეგლი ირაკლის

  1. ყურადღების ცენტრში ყოფნა კი არ უყვარდა, სურვილისდაუნებურად ყურადღების ობიექტი იყო ყოველთვის…

    ძეგლის დაუდგმელად დადგმულ ძეგლს დადგმა აღარ შჭირდება…

    • უყვარდა. ზოგჯერ უნებურად და ზოგჯერ მიზანმიმართულად ხვდებოდა ყურადრების ცენტრში.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s