გადამფრენი ჩიტები

-დავიწყო გიგი მას?

-დაიწყე.

-ერთხელ სამი არის სამი; ორჯერ სამი არის ექვსი; სამჯერ სამი არის ცხრა; ოთხჯერ სამი არის თორმეტი… – სანამ მეცხრეკლასელი  ბესო დაფასთან დგას და გამრავლების ტაბულას ყვება, გიგი მასი თავისი მაგიდიდან ფანჯრის წინ ინაცვლებს.-…ხუთჯერ სამი არის თხუთმეტი..-ღრუბლების დაბლა ოცამდე გადამფრენი ფრინველი ქაოტურად მიფრინავს. თბილ ქვეყნებში მიდიან, რა ედარდებათ. შეუძლათ ზამთარს მზიან მხარეში დაემალნონ. არც სამსახური აწუხებთ, არც ბანკის კრედიტები, არც  ცოლის წუწუნი. ნეტა, ადამიანსაც შეეძლოს გადაფრენა, ფიქრობს. მაგრამ ვინ მისცა გიგი მასს ფრთები. ერთი ჩვეულებრივი მათემატიკის მასწავლებელია. ვერც ვეღარავინ იტყვის ახალგაზრდაო.39 წლისაა. სადაცაა, ისიც მიაღწევს იმ ჯადოსნურ ციფრს,- რვაჯერ ხუთი არის ორმოცი….- ვითომ მხოლოდ რიცხვია, ორად ორი ციფრი. მაგრამ ისედაც ნახევრად გადათეთრებული თმის ყოველ დავარცხნაზე, მეათედი სავარცხელზე რჩება; მეექვსე სართულზე შესვენების გარეშე ვეღარ ადის; ფრუსტრაცია და პროსტატიტი კი, უფრო ახლო ძმაკაცები გახდნენ ვიდრე ჰიუ ჰეფნერი და ტინტო ბრასი.-ექვსჯერ ცხრა არის ორმოცდათოთხმეტი… – არადა, ნახევარი სიცოცხლის წინ, ყველაფერი სხვანაირად ეჩვენებოდა. მხატვრობაზე ოცნებობდა; ის და თეოც ყოველთვის გამორჩეული წყვილი იყვნენ და ბევრ უჩვეულო და გიჟურ რამეებს აკეთებდნენ ერთად. ახლა თეო მისი ორი შვილის დედაა, ღამღამობით ხვრინავს და საბანს თავისკენ ქაჩავს. ქმარი კი, მოლბერტის ნაცვლად დაფაზე მუშაობს, გამრავლების ტაბულას უწერს მეცხრეკლასელ ბესოს და მის კლასელებს. საიდან სად მოხვდა, ან ეს ყლინჯი რამდენი ხანია რაც უკეთია. ოცნებებში ყველაფერი სხვანაირი იყო, მაგრამ ვინ მისცა გიგი მასს ფრთები.

8 thoughts on “გადამფრენი ჩიტები

  1. ვინ მისცა გიგი მასს ფრთები და ნინცას მიკროფონი…. რათ დაწერე ახლა ესა????///////////////

    • აბა პეპლების, ყვავილების და ჟიულენ სორელის გულისწასვლამდე სიყვარულების დრო წავიდა. ეს 21–ე საუკუნეა. დეპრესირებული ღიპიანი მეტოლი სასტავის საუკუნე, რომლებიც ყოველკვირეულად 20 დოლარს იხდიან ახალი პორნო დისკის საყიდლად.

  2. კარგი იქნებოდა პეპლები, ყვავილები…. დღეს სანაპიროზე ზოგი ხე შემოგვიყვითლდა უკვე და ვინატრე ნეტავ გზა სახლიდან უნივერსიტეტამდე უსასრულოდ გაგრძელდეს მეთქი…. დღეს აი ამ პოსტის ხასიათზე ვიყავი ზუსტად🙂

    • ყველაფერი მთავრდება. პეპლებს ქარისგან ფრთები ეფშხვნებათ, ყვავილები კიდე ტალახში იძირებიან, მაგრამ სახლიდან უნივერსიტეტამდე და უნივერსიტეტიდან სახლამდე გზა უსასრულო😀

  3. დამცინი ფროდიჯი??? ახლა უფრო რომ შემოდგომდება მერე გზის გაწელვის მიზნით ფეხითაც ვისეირნებ სადმე….. ფრთაგამხმარი პეპლები არ მომეწონააააააა… არც ტალახში ჩაძირული ყვავილები:/ ჰოდა გამოცდები ჯერ არ ჩამომდგარა და რა გჭირს აბა🙂

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s