a year after

გილოცავ, შენ, ანუ, მე და შენ, უკვე ერთი წლის გავხდით. მგონი, ბევრი რამ შეიცვალა, მას შემდეგ რაც ჩვენ ერთად დავიწყეთ ცხოვრება. ერთი წლის წინ რამდენიმე ათეული სიტყვით ნაკლები ვიცოდი, რამდენიმე ასეული დღით ახალგაზრდა ვიყავი და რამდენიმე ათასი ღერი თმით მეტი მქონდა. შენ კი, საერთოდ არ არსებობდი.

ერთი წლის წინ მეგონა, რომ ლექსების წერა ვიცოდი; მეგონა, რომ გულახდილობას გიფასებენ; მეგონა, რომ სიგარეტს მაშინ შევეშვებოდი, როდესაც მოვისურვებდი; მეგონა, რომ მემარჯვენე ვიყავი; მეგონა, რომ სელენჯერი ყველაზე მაგარი იყო; მეგონა, რომ ვიცოდი, რა მინდოდა; კიდევ, ბევრი რამე მეგონა.

ერთი წელი გავიდა, მაგრამ მე და შენ ისევ მოსაწყენ რამეებს ვწერთ. მართალია, გამოცდილების მიღების შემდეგ ტეგებში “ძუძუები” და “ლესბო” ჩავტენეთ, მაგრამ თან დიდად არც გვინდა, რომ ამ ქივორდებით ჩვენს ბლოგზე ბევრი შემოვიდეს. მე და შენ ყოველთვის ვცდილობთ კორექტულები ვიყოთ, მაგრამ ცხელ გულზეც ბევრი რამ გამოგვიქვეყნებია. მე და შენ ბევრი გვიცნობს, მაგრამ ცოტა გვაღიარებს. მე და შენ ისეთ რამეებზეც გვისაუბრია, რაც ბევრისთვის გაუგონარი ან გაუგებარი ყოფილა. მე და შენი მიზანი არ არის ვიყოთ ორიგინალურები, მაგრამ ყველაზე მეტად ბანალურობას ვერ ვიტანთ. მე და შენ უკვე აღარ ვართ მეოცნებეები, მაგრამ ჯერ კიდევ გვჯერა, რომ რაღაც დიდს შევცვლით.

იმედია, მეც და შენც მომავალ 10 ოქტომბერს უფრო გაზრდილები და დაჭკვიანებულები ვიქნებით და უფრო მეტი გვექნება გასახსენებელი.

3 thoughts on “a year after

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s