როგორ ზრუნავს ჩვენზე უნივერსიტეტი

თსუ–ში სწავლის მეორე წელი თითქმის დამეწყო. წელი, რომელმაც წესით უამრავი ცვილება უნდა მოიტანოს, ტიპიურად იწყება. სამ ოქტომბრამდე ერთი კვირით ადრე, აკადემიური რეგისტრაცია როგორც კი გაიხსნა, ყველაფერი თავდაყირა დადგა: ზოგს ბაზები გუშინ გაეხსნა, ზოგის კიდევ, ზეგამდე არ აპირებს გახსნას; ზოგი ცხრილებს ვერ პოულობს, ზოგმა იპოვა, მაგრამ ჯობდა არ ეპოვა. ყველაფერი ჩვეულ სტილში, როგორც “ნომერ პირველ” უნივერსიტეტს შეეფერება.

სოციალურ–პოლიტიკური ფაკულტეტის სტუდენტები, არ ვიცი კანის ფერი გვაქვს განსხვავებული, თუ რაიმე სახის უმცირესობას წარმოვადგენთ, მაგრამ აშკარად დისკრიმინირებული ხალხი ვართ😀 აბა თქვენ თვითონ დაასკვენით: ეკონომისტებმა საგნები აირჩიეს შაბათს, დღეს სამშაბათია, ჩვენს ფაკულტეტზე ყველაზე იღბლიანს კი, მაქსიმუმ ექვსიდან სამი საგანი ჰქონდეს არჩეული.

მაგრამ, ყველაფრის მიუხედავად, ეს ფაქტები უმნიშვნელო რამ იქნებოდა, რომ არა ჩვენი ფაკულტეტის ძვირფასი ადმინისტაცია. ადმინისტრაცია, რომელიც თავზე გვაკვდება. მხოლოდ დღეს, აკადემიური რეგისტრაციის პირველ დღეს, “თავზე გადაკვდომის” რამდენიმე ფაქტი დავაფიქსირე:

1) ჩემს მეგობარს ჰქონდა რამდენიმე შეკითხვა ტუტორთან. როდესაც იგი მასთან მივიდა, მან უპასუხა: “პირველკურსელი თუ არ ხარ რას მოდიხარ ჩემთანო”. ამის შემდეგ გეცოდინებათ, რომ ტუტორი. მხოლოდ პირველკურსელებისთვისაა.

2) ადამიანი შედის საზოგადოებრივი გეოგრაფიის კათედრაზე(თუ რაც ჰქვია) რაღაც შეკითხვით. იქ მყოფი ქალი კი მას ისტუმრებს სიტყვებით: “ვერ ხედავ, რომ ადამიანთან ვლაპარაკობ?!” არადა იმ შეკითხვაზე უნდა ეპასუხა ან კი, ან არა.

3) სტუდენტს უნდა სპეციალობის შეცვლა. შედის რესურს ცენტრში და იქ მჯდომ ერთ–ერთ ადამიანს სთხოვს რომ დაეხმაროს ამ საქმეში. ის კი პასუხობს:”ეუფ, სიკვდილ–სიცოცხლის საქმეა ხო სპეციალობის შეცვლა?!”

ეს მხოლოდ ის შემთხვევებია, რომლებსაც დღეს მე პირადად შევესწარი. მოკლედ, რაც ამ სამსემესტრიანი გამოცდილებით დავასკვენი, ადამიანებს, რომლებიც ვალდებულები არიან სტუდენტებს დაეხმარნონ, სულაც არ ადარდებთ მათი ამბავი. გამონაკლისები მხოლოდ სრულიად ახალ პლანეტაზე მოხვედრილი პირველკურსელები არიან, ისიც თუ ბედი გაუმართლებთ, და ადმინისტრაციის კარგ განწყობაზე მყოფი წევრი შეხვდებათ.

პ.ს. გაფრთხილება: თუ ხარ თსუ–ს სტუდენტი და რაიმე შეკითხვა გაქვს ადმინისტრაციასთან, ნუ მიმართავ მის რომელიმე წევრს თუ ხედავ რომ მაგიდაზე ყავის ჭიქა უდევს. ის მაშინ ყველაზე სახიფათოა, რადგანაც ძვირფას მყუდროობას ურღვევ.(მიუხედავად იმისა, შესვენების დრო აქვს, თუ–არა)

21 thoughts on “როგორ ზრუნავს ჩვენზე უნივერსიტეტი

  1. მიმართეთ თქვენი ფაკულტეტის ან ცენტრალურ თვითმმართველობას და აუცილებლად დაგეხმარებიან.

  2. მე არ ვარ თსუ-ს სტუდენტი მაგრამ არაკომპეტენტურობას უკვე წავაწყდი 🙂

  3. ძაღლს არ უნდა მიეკარო თუ ძვალი უდევს წინ – ეს გამახსენდა ახლა

    მე შედარებით თბილად მიმიღეს :))

    • პირველკურსელი ვარო რო ეტყვი გემანჭებიან😀
      ეგ ჯადოსნური სიტყვაა. ცდილობენ პირველი შთაბეჭდილება საუკეთესო იყოს😀 მერე ნახავ სხვა დროს რამე რო დაგჭირდება.

  4. ანუ გამიმართლა რომ პირველკურსელი ვარ🙂 ხო, მართლა კარგად ამიხსნეს ყველაფერი და ადამიანურადაც მოიქცნენ და მიკვირდა🙂 აი რაში ყოფილა საქმე🙂

  5. ჰაჰა, მე მაგ ყველაფრის გამო ძლივს დავამთავრე ბაკალავრიატი და საშინლად რომ არ დამჭირვებოდა, მაგისტრატურის გაგრძელებასაც აღარ ვაპირებდი თსუ-ში.დაახლოებით 1 კვირის წინ დაგასწარი ამ თემაზე დაწერა😛 good luck!

  6. პირველკურსელი ვარ თსუ-ში და უკვე მოვასწარი საოცრად თბილი ადმინისტრაციის საოცრად თბილი პასუხების მოსმენა, არაფერზე დაგზარდებიან.. :დ პირველი ემოცია იყო: ეს სად მოვხვდი?! :დ

    • ეგ არაფერი, პირველი სემესტრი მხოლოდ რამდენიმე კვირა გრძელდება

  7. ლოლაშვილი,აშკარად სხვა პლანეტაზე ხარ,როგორც ჩანს,ან სებნს დანახვაზე აფრდებიან(ნუ,ეს ხუმრობით )
    ისე,რა უბედურებაა, რახან ერთი წელი უკვე ისწავლა,ესეიგი,არაფერი შეკითხვა აღარ უნდა აწუხებდეს სტუდენტს?არიქა,ყავა არ გაუცივდეთ😦

    • ხო, მე და ჩემი მეგობრები ვყავართ ამოჩემებული😀
      ის მაგალითები რაც დავწერე უშუალოდ ჩემს მეგობრებს გადახდათ

  8. ეს ხომ თსუ–ა:) რაც შეეხება ეკონომისტებს, ჯერ მარტო ერთი საგანი გვაქვს არჩეული და ღმერთმა იცის, როდის აგვირჩევენ დანარჩენებს… ორიოდე დღის უკან მეც მომივიდა ,,კონფლიქტი” ადმინისტრაციასთან. მდივანმა კარგა მშვენივრად გამომლანძღა უმიზეზოდ, მაგრამ არც მე დავაკელი😀

      • არა ყავაზე არა ჩემს IQ-ს შეეხო და მეც კარგად მოვიხსენიე:D არადა სტიპენდიანტი ვარ😀

  9. პირველკურსელებთან დაკავშირებით ვერ დაგეთანხმები, წელს ჩავაბარე, მაგრამ თავაზიანობა არ გამოუჩენიათ, პირიქით, სწავლის დაწყებამდე გამიჩინეს ნევროზი თავიანთი უხეშობით…))) საგნების არჩევაზეც არ შემქმნია პრობლემები, მიუხედავად იმისა, რომ ეკონომიურზე არ ვარ :დ იმედია არც მეორე სემესტრში შემექმნება ))

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s