მე, შენ და ხალხი

გამარჯობა. მე გიორგი ვარ. შენ არ გიცნობ, არც ჯადოქარი ვარ, მაგრამ შემიძლია ყველაფერი გითხრა შენ შესახებ: ყოველდღიურად ძილში ათ საათს ატარებ, ჭამაში–ერთს, უნიტაზზე–ნახევარს, კომპიუტერთან–ექვსს, საყვარელ ადამიანებთან–ერთს. არ გახსოვს, ბოლოს როდის იმღერე ხმამაღლა; გგონია, რომ სიგარეტი სექსუალურობას გმატებს; ფეისბუქზე უფრო დიდ დროს ატარებ ხალხთან ურთიერთობაში, ვიდრე რეალობაში და გგონია, რომ ბევრი მეგობარი გყავს. ყოველდღიურად უყურებ ახალ–ახალ კომერციულ ფილმებს, მაგრამ არ გახსოვს, რა წაიკითხე ბოლოს.

შენ თვლი, რომ თუ შენთვის, წყნარად იქნები, არ დააშავებ არაფერს და ყველაფერზე თავს მორჩილად დააქნევ, არავინ შეგეხება და უზრუნველად იცხოვრებ. ამიტომაც, არ გაინტერესებს, ვინ ვის კლავს, ვინ ვის ართმევს, ვინ ვისთან იბრძვის ძალაუფლებისათვის. თან, შენ ამაყობ ამით. შენ არ გამოდიხარ ქუჩაში, როდესაც ხალხს უსამართლოდ აპატიმრებენ, ცემენ, ხოცავენ. თან, შენ ამაყობ ამით.

შენ ირჩევ მუსიკას, რომელიც შენს გემოვნებას შეიძლება ბოლომდე არ შეეფერებოდეს, შეიძლება საერთოდ ეწინააღმდეგებოდეს კიდეც, მაგრამ ამას შენთვის ნაკლები მნიშვნელობა აქვს. შენთვის მთავარია, ის იყოს ნაკლებად პოპულარული და ნაკლებად ცნობილი. შენ ამით შენი განსხვავებულობა, ორიგინალურობა გინდა წარმოაჩინო.

სინამდვილეში, შენ ერთი დიდი  წრის წევრი ხარ. იქ ყველა განსხვავებული და ინდივიდუალურია და თან, ყველა უზომოდ ჰგავს ერთმანეთს. შენ მე ვერასდროს გიპოვი ბრბოში. ამიტომაცაა ასე ადვილი მოგიყვე შენ შესახებ, მაშინ როდესაც წარმოდგენა არ მაქვს ვინ ხარ.

განა მართლა! ეს უბრალო ხუმრობა იყო. არ გეწყინოს, შენ ყველაზე კარგი ხარ!

6 thoughts on “მე, შენ და ხალხი

  1. მაგარი იყო ძალიან….. კი მე ვარ ეგ, პატარა შეუსაბამობებით მაგრამ მაინც მე ვარ….

    • პირველი ადამიანი ხარ ვინც ეს თქვა.
      გესთ პოსტად მეწერა სხვა ბლოგზე ეს და ყველამ ჩამოწერა თავიანთი დღის განრიგი იმის დასამკტიცებლად რომ ასეთი ტიპები არ იყვნენ. თუ ათი საათი არ სძინავტ და კომპიუტერთანაც ექვს საათს არ ატარებენ, ესე იგი ასეთი ხალხი არ ყოფილან😀

  2. ამ კონკრეტულ შემთხვევაში რიგი მიზეზების გამო თავს აღსარების უფლება მივეცი, ისე ძნელია მაინც აღიარება.. მაგიტომ დაგიწერე რომ კარგი პოსტია…. მართალი რა… შეიძლება მე ვმოქმედებ ასე მაგრამ გაუაზრებლად… აი როგორც თვალებს ვახამხამებთ ისე….. ან ვჭამთ ყოველ დღე და ა.შ.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s