რას გვეტყვი მაცნევ, რით გაგვახარებ?

ეს სურათი ასახავს სტატისტიკას, თუ რისთვის ვიყენებთ ჩვენ ტელევიზორს. ჩემი ტელევიზორი ახლაც, როცა მე ამ პოსტს ვწერ, ჩართულია და ზუსტად ამ წუთას დავიდ ლუიზმა ლევერკუზენს გაუტანა.

ასეთ მდგომარეობაში ხან ქრონიკას ვუსმენ ხოლმე, ხან კურიერს და იქიდან გამომდინარე, რომ ტელევიზორი ჩემს ზურგს უკანაა, კისერი ხშირად მეღრიცება ხოლმე. ის, რასაც ქართულად საინფორმაციო გადაცემა ჰქვია, ერთადერთი და გგანუმეორებელია. ამ ყველაფერს მხოლოდ უნამუსო პროპაგანდა შეიძლება უწოდო. მართალია, კომუნიზმის ეპოქაში არ გავჩენილვარ, მაგრამ დარწმუნებული ვარ, იმედი და რუსთავი 2 მინიმუმ ტოლს არ უდებენ იმ დროინდელ პირველ არხს.

თუმცა, განსხვავება “ქრონიკასა” და “კურიერს” შორის მაინც შეიმჩნევა. ქრონიკა “ზეციური საქართველოს” ახალ ამბებს აშუქებს, სადაც ყველა მხიარულობს, უდარდელად ცხოვრობს, ყოვედღიურად ათობით ადამიანი საქმდება და მილიონობით ინვესტიცია კეთდება. მაშინ, როდესაც კურიერი უფრო პოლიტიკაზეა ორიენტირებული. ქრონიკა ყოველდღიურად დაახლოებით თხუთმეტ წუთს უთმობს მოდას: აქტუალურ ფერებს, დიზაინერების შთაგონების წყაროებს; ასევე, მისი საშუალებით, ჩვენ ყოველთვის გვეცოდინება უახლესი ცნობები ყველა ჰოლივუდელი ვარსკვლავის მკერდის მდგომარეობის შესახებ( არ აქვს მნიშვნელობა ქალია თუ კაცი).

როგორც, მაღლა ვთქვით, კურიერი პოლიტიკაზეა ორიენტირებული. მისი უმთავრესი მიზანია ოპოზიციონერების ბრალდებები ხელისუფლების მიმართ გააბათილოს, აფსურდად წარმოაჩინოს. თუ კახა კუკავა ამბობს, რომ თბილისის მერია საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაძვირებას აპირებს, კურიერი კახა კუკავას ორ–სამ წინადადებას ათქმევინებს, შემდეგ მერიის ვინმე მაღალჩინოსანს ასაუბრებს თბილისის მერიის გეგმებზე ორი საათი და შემდეგ გოკა გაბაშვილს(რომელიც ამ ყველაფერთან არაფერ შუაშია) ცინიკური გამომეტყველებით ათქმევინებს, რომ ოპოზიცია ზღაპრებს ჰყვება. პარალელურად, ქრონიკა ლინსი ლოჰანის ახალი ძაღლს გვაცნობს.

ქრონიკის კიდევ ერთი გამორჩეულობა კურიერთან შედარებით, არის მისი მიდრეკილება მოიგონოს სენსაციური და შემაშფოთებელი ამბები. მაგალითად, ქრონიკა ჩვენ გვამცნო, რომ ქართველი გოგონებს ანორექსიის ეპიდემია ემოქრებათ.

ბოლოსთვის, მინდა იმ ორი სიუჟეტის შესახებ გითხრათ, რომელზეც დღეს მომეღრიცა კისერი:

1) ქრონიკამ თავის რუბრიკაში “შეშფოთდით ხალხო” გვამცნო, რომ თურმე ნუ იტყვი, სპანჯბობი ყველაზე დიდი დოზით იწვევს ბავშვებში აგრესიას, აქვეითებს ბავშვის განვითარებას და საფრთხეს უქმნის მათ ფსიქიკას. სპანჯბობი! მულტფილმი, რომლის მთავარი გმირიც, გულუბრყვილო, მხიარული და პატიოსანი პერსონაჟია. ეს ამბავი მე განსაკუტრებულად მეწყინა, რადგან ბავშვობაში ჩემი საყვარელი მულტფილმი საზოგადოებისათვის სახიფათოდ გამომიცხადეს.ცუდია, რომ ქრონიკის “ჟურნალისტებს” “ფოქსის” მულტსერიალების შესახებ არაფერი სმენიათ.

2) რეპორტაჟი ქართველ კალათბურთელებზე: თურმე ჩვენ რუსეთთან მინიმალური ანგარიშით წავაგეთ. მინიმალური ანგარიში ნებისმიერ სპორტში გულისხმობს ერთი ქულით განსხვავებას. სინამდვილეში კი, მინიმალურ სხვაობაზე 7–ჯერ მეტი ქულით წავაგეთ. ჩვენ, თურმე ტურნირის ერთ–ერთ ფავორიტთან, უკრაინასთან, 16 ქულით მოვიგეთ. აქ სხვაობა კი სწორად არის აღნიშნული, მაგრამ უკრაინა ტურნირის ერთ–ერთი აუტსაიდერი იყო.

აი ასეთი ყოჩაღია ჩვენი მაცნე.

პ.ს. ეს მოძველებული თემაა, მაგრამ სანამ მოზველდებოდა, იქამდე არ დამიწერია აქ არაფერი და არ მინდა ბლოგი ამ თემის შესახებ დაწერილი პოსტის გარეშე ვაცოცხლო.

პ.პ.ს. ღმერთმა გვიშველოს ყველას!

12 thoughts on “რას გვეტყვი მაცნევ, რით გაგვახარებ?

  1. ამ თემაზე თუ დაწერ მასალა არ გამოგელევა.

    არადა სპაინჯბობს იმედი თვითონ უშვებდა.

    მალე რეალტვ დაამთავრებს “განახლებას” და მერე ნახე შენ სასწაულები :))

  2. ჩრდილოეთ კორეა გამახსენდა :D:D საცოდავებს მსოფლიო ჩემპიონები გონიათ თავი კალათბურთში(ოღონდ მართლა), ისეთ ინფორმაციულ ვაკუუმში არიან, იქ ყველა ტელევიზიას კომუნისტური მთავრობა განაგებს… რაღაცით ვემსგავსებით მათ,არ გამიკვირდება მალე “მსოფლიო ჩემპიონებიც თუ გავხდებით ფეხბურთში” :::D:D:D

  3. ისე მსგავსი ამბავი ტომი და ჯერიზეც იყო ატეხილი,აგრესიას აღვივებს ბავშვებშიო..რავიცი ჩემი თაობა მაგაზე გავიზრდეთ და კაი სადისტები უნდა ვიყოთ წესით :)))😀

  4. მაგაზე თავს იმით იმართლებენ რომ თურმე ეგ ბავშვების კიარა ” უფროსების მულტფილმია” :D:D ზრდასრულმა ადამიანმა საერთოდ რატომ უნდა უყუროს მასეთ დებილიზმ მულტფილს,თუ მაინდამაინც სადიზმი და საშინელებები უნდათ ფილმები დაილია??😀 რავიცი რავიცი…ვერაფერიც ვერ გავიგე😐

  5. აქ ერთადერტი დადებითია
    ყველა გადაცემა დაუძლეველ სურვილს ბადებს რომ რაიმე პუბლიცისტურ-ენამწარე -კარგი წასაკითხი დაწეროთ
    (ნეტამერამიხარიასმაილიკი)🙂

    • სხვების არ ვიცი, მარა არ მიყვარს ასეთ თემებზე წერა:
      1) გადაღეჭილია
      2) არაფერს არ ცვლის
      მარა ვერ ვტოვებ მაინც სათქმელს უთქმელს😀

      • წარმოიდგინე,სულ რომ არავინ წეროს,ხალხს გვეგონება, რომ ეს თურმე კარგია და ასეც უნდა იყოს—ალბათ,ჰა?

  6. რათქმაუნდა ეგრე გვეგონება
    მარა ეს თემა ხომ ყველა მხრიდან დამუშავებული და გადამუშავებულია?

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s