შენ გაეზარდე შენს დედას შვილო! (ანუ, როგორ მოვთაფლოთ მასები 1 წუთში)

საქართველოს ბანკის Facebook გვერდი ყველას გაქვთ დალაიქებული. ხოდა ყველამ იცით მისი ახალი კონკურსის შესახებ, რომელიც http://www.istudy.ge –ზე ტარდება. კონკურსის მონაწილემ ერთწუთიან ვიდეოში უნდა ახსნას, თუ რას ნიშნავს მისთვის სწავლა და რატომ არის იგი მნიშვნელოვანი. კონკურსი, ჩვეულებრივ, ქართული სტანდარტებისაა. (Who gets the biggest number of “Likes”, gets everything).

დღეს, უბრალოდ, დამაინტერესა და ამ საიტზე შევიხედე ვიდეოების დასათვარიელებლად. რეიტინგულ ვიდეოებს ჩამოვყევი და იმედები გამოცრუვდა, რომ რაიმე ორიგინალურს და უფრო მეტად გულახდილს ვნახავდი. ისეთი შთაბეჭდილება მქონდა, რომ უფასო წინასაარჩევნო რეკლამებს ვუყურებდი.იმ ვიდეოების უმრავლესობა რომელიც მე ვნახე, უბრალოდ, ადვილად მანიპულირებადი თემების გამოყენებით მოწონების დამსახურების მცდელობაა: “მინდა, რომ გამოვადგე ჩემს სამშობლოს!”, “მინდა, რომ მივიღო განათლება გაჭირვების დასაძლევად!”; ამ ყველაფერს დამატებული შესაფერისი ფონი სიმბოლური დატვირთვით: ეკლესია, საქართველოს დროშა, წიგნები, ნარინჯისფერი აქსესუარები (ეს, ალბათ, ბანკის გულის მოსაგებად).

ადამაინებო, რა გიშლით ხელს თქვათ სიმართლე: რომ განათლება გჭირდებათ იმისათვის, რომ აიხდინოთ ოცნებები(სხვათაშორის, ერთმა მონაწილემ გაკვრით ახსენა კიდევაც მისი ოცნება– ბარსელონა), ან იცხოვროთ უზრუნველად ბევრ ნაშასთან ერთად, ან თუნდაც, დაიპყროთ მსოფლიო და ააფეთქოთ დედამიწა. ცნობილი ადამიანების ციტატები ჭკვიანურობას გმატებთ, მაგრამ ციტატების მოყვანა ყველას შეუძლია. რატომ არ სცდით, თავად, სხვისი დახმარების გარეშე მიხვდეთ, თუ რა არის ცოდნა და რისთვისაა საჭირო სწავლა?

13 thoughts on “შენ გაეზარდე შენს დედას შვილო! (ანუ, როგორ მოვთაფლოთ მასები 1 წუთში)

  1. “მინდა, რომ გამოვადგე ჩემს სამშობლოს!” – ეს ყველაზე მაგარი ოცნებაა.. :დ ყველა მატყუარა და ფლიდი მაგას ეფარება და კაი ტიპად იჩითებიან… ფუ მძულს ეს ფსევდო პატრიოტიზმი და რაღაც ყლინჯაობები…:\

    არადა როგორ მინდა ახლა ეგ 5000 :შ :დ

      • ჩემი არა შენი ბრალია.. :დდ მე რომ არ მეთქვა ეგ გახდებოდი სილიკონისძუძუებიანი ნაშა.. მე გადაგარჩინე… :დდ

  2. + 11111111111111111111111111111111111111111111111111111111111111111111111111111111111111111111111111111111111111111111111111111111111111111111111111111111111111111111111111111111111111111111111111111111111111111111111111111111111111111111111111111111111111111111111111111111111111111111… მეც ძალიან არ მომეწონა ვიდეოები… ძალიან ხელოვნურები არიან,კაი დარიგებულებივით ლაპარაკობდნენ :დ:დ

  3. ხო, მართლა უაზრო ვიდეოებია,მარტო ისტორიკოსი ბიჭის ჩანაწერს არაუშავდა,ბუნებრივი იყო.

  4. მეც ძალიან არ მომეწონა ვიდეოები და საერთოდ რაღაც კონკურსიც არ მომწონს…არაფერი ორიგინალური არ არის და ჰა უნდა თქვა და ვერც ვერაფერს შენებურს ვერ დაამატებ ძააალიან მდიოდარი ფანტაზია თუ არ გაქვს…..
    ვნახოთ ვინ გაიმარჯვებს..
    გუშინ წინ ვნახე ყველაზე რეიტინგული ვიდეო რომელიც იყო, სომეხი ბიჭი რომ საუბრობს აივანზე დგას და ფურცლიდან კითხულობს ფრაზებს.. მის მაგივრად მე შემრცხვა… ;ლაპარაკობ იმაზე რაც შენ გინდა და გჭირდება და ერთწუთიანი (წესით შეივე დაწერილი) “სფიჩი” ვერ დაიზეპირა და ვიდეო მასე ვერ ჩაწერა?

    არვიცი, იქნებ ჯერ კიდევ არის დრო და ვინმე გამჩნდება მართლაც ვინც სიმართლეს იტყვის, თუმცა ცოტა მეგობარი თუ ეყოლება მაინც ვერ გაიმარჯვებს :შ

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s