ძილისპირული

თავი მტკივა. როგორ შეიძლება ადამიანს ბალიშისგან ასტკივდეს თავი? ასეთი რამ ალბათ მხოლოდ იდიოტებს მოსდით. ჩემნაირ იდიოტებს, რომლებსაც სჯერათ, რომ ბალიში თავს აატკივებთ. ამდენი ხანია ლოგინში აქეთ–იქით ვწრიალებ. ვერ ვიძინებ და უძილობისგან მოუსვენრობა მეწყება. ვფიქრობ, რაზე ვიფიქრო, მაგრამ არაფერი მაფიქრდება. არადა, როცა არ მჭირდება, ათასი და ათი ათასი აზრი მომდის თავში. ყველაფერი საინტერესო სწორედ ამ დროს მაფიქრდება. მეც გონებაში ვინიშნავ, იმ იმედით, რომ ეს იდეები დილით გამახსენდება, მაგრამ შენც არ მომიკვდე უსაქმურო ადამიანო, რომელიც უკვე ამ აბზაცის ბოლოში გახვედი, დილით ხშირად იმას ვერ ვიხსენებ, საერთოდ რაზე ვფიქრობდი. ასე იკარგება ჩემგან გენიალურად მიჩნეული იდეები.

ბავშვობაში ყველაზე მეტად ძილისწინა პერიოდი მიყვარდა. ჩავწვებოდი ლოგინში, გავეხვეოდი საბანში და ბალიშზე მივდებდი უცოდველ თავს. მერე კი მოვიგონებდი რაიმე ამბავს, საკუთარ თავს ამ ამბის მთავარ პერსონაჟად ვაქცევდი და ვფიქრობდი, იმ ამბავში ვცხოვრობდი იქამდე, სანამ ბოლოში ყველაფერი არ აირეოდა: ლამაზ გოგონა უცბად დამახინჯდებოდა, ჩემი შავი ცხენი გამწვანდებოდა ან რაიმე ასეთი. ეს უკვე იმას ნიშნავდა, რომ ჩამეძინა. ეს იყო ჩემი ერთგვარი ძილისპირული.

ახლა კი, თუ სწავლის დროა, იმაზე ვფიქრობ ხოლმე ,ლექციებს შორის შუალედის დრო როგორ გადავანაწილო: რომელი საგნის მასალა წავიკითხო ბიბლიოთეკაში, რომელი წიგნი წავიღო, რომელ საცხობში ვჭამო ლობიანი, შევიდე თუ არა მეგობრებთან ლექციაზე დროის გასაყვანად და ა.შ.

მაგრამ, ამ მომენტისთვის სწავლაც არ არის და არც ასეთ ფიქრებს აქვს აზრი. ვერც ხვალინდელ დღეზე ვერ ვიფიქრებ, იმიტომ რომ ხვალინდელი დღე იგივე იქნება რაც დღევანდელი და კიდევ უფრო იგივე რაც გუშინდელი. ვერ ვიტან აგვისტოს შუა კვირას. რატომ ხდება, რომ ამ დროს სულ ამ ოხერ ქალაქში ვხვდები, რომელიც როცა არ გინდა ისეა გადატენილი, ვერ გაიზმორები, ახლა კი თუ გინდა დედიშობილას გირბიენია შუა ცენტრში. მაგრამ, მოდი, მაინც ნუ დამიჯერებ და ნუ იზამ ამას. დიდი შანსია საიდანღაც სამშობლოს გულითადი დამცველი გადმოგიხტეს, “პიდარასტობა” დაგწამოს და იქვე ჩაგქოლოს. მისთვის განა ყველა ვინც ქუჩაში შიშველი დადის პიდარასტი არაა?

“ფრენის და ზუის” ვკითხულობ. ისეთი შეგრძნება მაქვს, სელინჯერი ამ წიგნის ფურცლებს, უბრალოდ, ჰონორარისთის ავსებდა. განა თვითონვე არ ამბობს დასაწყისში, “ნიუიორკერის” რედაქტორს ვცდილობ როგორმე შევატყუო ეს წიგნიო? მაგრამ მაინც სიამოვნებით ვკითხულობ. სულ რომ კომბლეს ან წითელქუდას ისტორია იყოს მოთხრობილი, მთხრობელი ხომ სელენჯერია, კაცი რომლის ხელშიც არ მოიწყენ( უფრო სწორი იქნება “რომლითაც ხელში”).

აი,  მწვანე ცხენები და დამახინჯებული ლამაზმანებიც გამოჩნდნენ. ეს იმას ნიშნავს, რომ როგორც იქნა ჩამეძინა და შენი წვალებაც აქ მორჩა ადამიანო, რომელიც ამ პოსტის ბოლოში გამოხვედი, მხოლოდ იმიტომ რომ, შუაში კითხვის გაწყვეტა არ გიყვარს.

ერთი კარგი სიმღერაც დაიმსახურე:

7 thoughts on “ძილისპირული

  1. “ფრენის და ზუის” ვკითხულობ. ისეთი შეგრძნება მაქვს, სელენჯერი ამ წიგნის ფურცლებს, უბრალოდ, ჰონორარისთის ავსებდა. განა თვითონვე არ ამბობს დასაწყისში, “ნიუიორკერის” რედაქტორს ვცდილობ როგორმე შევატყუო ეს წიგნიო?

    გეთანხმები. სუსტი მწერალია. ჭვავის ყანაც არ მომწონს, მთავარი კლდის პირას ბავშვების თამასის კონცეფციაა მანდ, მთელი წიგნი ამისთვის გამზადებს, მაგრამ მაინც სუსტია. თუმცა ჰონორარის ამბავში უნამუნოც უნდა ვახსენოთ, ის საკმაოდ ხშირად ამატებდა წიგნს რაღაც თავებს, მაგრამ ეს არ უშლიდა ხელს, რომ საკაიფო რაღაცები გამოსვლოდა.

    • არა, თავების ჩამატება სხვა საქმეა. აქ მთლიანად წიგნზე გექმნება ასეთი შთაბეჭდილება.
      შეიძლება სუსტიც იყოს, შეიძლება გენიალურიც. არ ვიცი, მაგრამ, უბრალოდ მისი სტილი ძალიან მიყვარს. სახალისო საკითხავია.

      • უნამუნო პირდაპირ ამბობს, რომ იმისთვის წერს, რათა ფული იშოვნოს🙂 აქ მწერლები იმაზე დავობენ, ამ საქმით ფულის შოვნა არ შეიძლება, შიგ აქვთ მაგათო🙂 ხო რავიცი მე სელინჯერს, ეს უკანასკნელი ბევრად მიჯობს🙂 კაცია და გუნება🙂

    • ხოხ, სად შეგვიძლია, სუსტი ყოფილა :დ ბავშვების თამაშის კონცეფცია ნაღდად არაა მანდ მთავარი, არც არაფერია მთავარი, უფრო სწორად ბევრი რამაა მთავარი.

  2. ჭეშმარიტი ხელოვანი ფულს არ იღებს არა?😀
    გამომივიდნენ ეგენიც წმინდანები. ბარემ ბაირონივით თივის ზვინზე დაიძინონ ხოლმე.

  3. მომწონს ეს ბლოგი.
    საყვარელი ბლოგია
    თან ძილის წინ მეც მიყვარდა ხოლმე ოცნება, ოღონდ ნუ ლამაზ ბიჭებზე🙂
    და ჩემი ბალიში არც მე მომწონს. რაღაცნაიარია და მართლა თავს მატკიებს

    გამოვცვლიდი, მარა მეტი ბალიში არ მაქვს😦

    ჩემი დაბადების დღე 24 მაისსაა :დ

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s