თავისუფლება?

WARNING: თქვენ ეს ესაა დემაგოგიით გაჟღენთილი პოსტის წაკითხვას აპირებთ. ნუ მიაქცევთ ავტორის ემოციურ აშლილობას ყურადღებას. ის უბრალოდ თქვენი ყურებით დაიღალა.

თავისუფლება, თავისუფალი, თავის–უფალი. სად არის თავისუფლება? ვინ არის თავისუფალი? შენ ცხოვრობ თავისუფალ ქვეყანაში, მეტიც, თავისუფალ სამყაროში. მაგრამ ოდესმე დაფიქრებულხარ, მართალია, თუ არა ეს ყველაფერი? იქნებ ეს ილუზიაა, მირაჟია, დადგმული სპექტაკლი, სადაც ყველა მთავარ როლშია, მაგრამ, სინამდვილეში, ვიღაც, სცენის უკან თოკებს ათამაშებს. რა არის შენი თავისუფლება? ის, რომ ბუნებრივი უფლებები გაგაჩნია? “მადლობა ღმერთს, რომ ვარსებობთ!”  ბედნიერებისკენ სწრაფვის უფლება გაქვს, ხმის მიცემის უფლება გაქვს, საკუთრების უფლებაც კი გაქვს და თუ გაგიმართლა, სიტყვის თავისუფლებაც. განა სხვა რა არის თავისუფლება, არა?

სინამდვილეში, შენ ბევრი რამის გარეშე, უბრალოდ, ვერ იარსებებ. საკუთარ უსაფრთხოებაზეც ვერ ზრუნავ დამოუკიდებლად. შენ გჭირდება ფული, შენ გჭირდება სოციალური ინსტიტუტები, შენ გჭირდება სახელმწიფო, შენ გჭირდება ღირებულებები და ნორმები, რომებიც შენს ქმედებას განსაზღვრავენ შენ მაგივრად.  განა, ეს ყველაფერი შენთვის აუცილებელი არ არის? კი, აუცილებელია, მაგრამ ვინ შექმნა ისინი? ბუნებამ? აა, სწორია, ადამიანმა! დიახ, ეს ყველაფერი შენ შექმენი, შენ მოიგონე. შენ მოიგონე სახელმწიფოები, შენ მოიგონე ინსტიტუტები, შენ მოიგონე ფულიც. შენ გაიხადე მათსავე ტყვედ თავი. მერე რა ქენი? მერე შენ თავისუფლება დაამახინჯე, გადააკეთე, ისევე როგორც სიქსტის კაპელა გადააკეთეს. ჰო, შენც შემოსე შიშველი თავისუფლება ამ შენი გამოგონებებით და მისი ბუნებრივი სახე გააქრე. მე არ მჯერა, რომ შენ ბუნებით თავისუფალი არსება ხარ. ასე რომ ყოფილიყო, შენ ამ ყველაფერს არ ჩაიდენდი. არა, შენ არ იბადები თავისუფლად. შენ ან მონად იბადები, ან მბრძანებელად. თუ ძალა შეგწევს, სხვას ჩაგრავ. თუარადა მთელი ცხოვრება მჩაგვრელს ემორჩილები. ეს შენ მიერ შეცვლილი სამყაროა. სამყარო, რომელმაც პირვანდელი სახე დაკარგა.

თუ დაფიქრდები, კითხვა გაგიჩნდება: მაშინ რა გამოდის, რომ არასდროს ვყოფილვარ თავისუფალი? როგორ არა, ყოფილხარ. ზოგჯერ განათებულა კიდეც, შენი მონობისკენ მიდრეკილი ტვინი. ზოგჯერ მარტინ ლუთერი ყოფილხარ, ზოგჯერ იარაღმომარჯვებული პარიზის კომუნარი,  ზოგჯერ ჯორდანო ბრუნო, ზოგჯერ ლეხ ვალენსა, მაძინი ან გარიბალდი… ზოგჯერ დაპირისპირებიხარ მსოფლიოს, ან სისტემას, რომელშიც ცხოვრობ. სწორედ მაშინ ყოფილხარ თავისუფალი–როდესაც თავისუფლებისათვის იბრძოდი.

არ გეყო თავის მოტყუება? არ გეყო ერთი დღე ოფლში ცურვა, იმისათვის რომ ფული იშოვო და მეორე დღეს დახარჯო? შოულობ, ხარჯავ, შოულობ, ხარჯავ, კიდევ შოულობ და კიდევ ხარჯავ. ეს დაუსრულებელი ციკლია. და, რაში ხარჯავ? ნივთებში, საგნებში, რომლებზეც ყიდვამდე გეუბნებიან, რომ მოდაშია, მაგრამ როგორც კი იყიდი, მოდიდან გადადიან.

ვიცი, რომ უკვე ამ აბზაცამდე გიჟად გყავარ მონათლული. მაგრამ, ჩემთვის არ აქვს მნიშვნელობა რას ფიქრობ შენ ჩემზე, სანამ არ აღიარებ, რომ ტყვე ხარ. მე ვაღიარებ, ვაღიარებ რომ მონა ვარ, შენი შექმნილი სამყაროს მონა. მაგრამ მე შევეცდები, თავი გავინთავისუფლო. რატომ არ ცდი შენც? პრინციპები, პრინციპები, პრინციპები! ვერასდროს ახერხებ მათ გადაბიჯებას. ვერასდროს ახერხებ შეცდომის აღიარებას. საკუთარ თავს ღირებულებები შთაუნერგე და მათ მკაცრად ემორჩილები, სტერეოტიპები შეიქმენი და დაიჯერე ისინი. ერთადერთი, რასაც ვერასდროს დაიმორჩილებთ, ვერც შენ და ვერც შენი პრინციპები, ხელოვნებაა–ადგილი, სადაც ადამიანი საკუთარ თავისუფლებას პოულობს, აბსტრაქციაში, მაგრამ მაინც. ამბობ, რომ ეს ყველაფერი შეუძლებელია, მაგრამ ყველაზე ხშირად ხმარობ ფრაზას, “შეუძლებელი არაფერია”. ნეტავ თუ უკვირდები მაინც ამ სიტყვათშეთანხმების არსს?

არც კი ვიცი, ღირს თუ არა ამ ყველაფრის გამოქვეყნება. მაგრამ “აქა ვდგავარ და სხვანაირად არ ძალმიძს”. მზად ვარ შენი ქვისთვის.

18 thoughts on “თავისუფლება?

  1. kompleqsi moixseni, rom vinme qvas aigebs da … amis shemdeg, ufro metad tavisufali iqnebi ^^

    adamianma tavisufleba tviton unda moipovos, sheizleba cixeshic ijde, magram tavisufali iyo… 😉

    • საკუთარ თავს თუ დარწმუნებ თავისუფალი ვარო, იყავი ციხეში და ნუღა გამოხვალ. იტყუე თავი.
      სულიერი სიმშვიდე კიდე, სულიერი სიმშვიდეა და არა თავისუფლება. ბევრ ტიბეტელს აქვს სულიერი სიმშვიე ეგრე.

  2. da Sen ra ici, rom tibetelebs aqvT?! an me rodis vtqvi, rom aucileblad cixeshi unda ijde? sxvisi qvis kompleqsi ki imitom gaqvs, rom tavad sxvis azrs qvas ugereb… e.i ver chawvdi chems azrs… da amitomac arc vfiqrob shens ,,qvebze”. ^^

    ra gchirs, ra agresiuli xar? ^o^

    • მარი, ეხლა რაღაცეები აურ–დაურიე შენ.
      1) ტიბეტელებს კი არა ბევრ ტიბეტელს–მეთქი. მორწმუნე ბუდისტებს.
      2) შენ მაგალითი მოიყვანე, მე კიდე გითხარი, რომ არასწორი იყო. აუცილებლობა რა შუაშია ამ შემთხვევაში?
      3) სხვისი ქვის კომპლექსი კიდე, თუ მაქვს, ხომ საერთოდ არც გამოვაქვეყნებდი ამ პოსტს. ან კიდე, საიდან ასკვნი, რომ მე იგივეს ვაკეთებ? გინახავს ეგეთი რამე? არ მეგონა, ასეთი წარმოდგენა თუ გქონდა ჩემზე 😀
      4) შენ თუ პოსტიდან გამომდინარე ასკვნი, რომ მე აგრესიული ვარ, მე გეტყვი, რომ ეს წერის სტილია და მას ცინიზმი ჰქვია, არა აგრესია.

    • ოხ, ოხ ::D
      მეც შემიძლია ეგეთი პასუხის გაცემა:
      დიახაც, აგერია. ხო, ზუსტადაც წერის სტილია, მერე რა, არ მეზარება.

      რა გამოვიდა? არაარგუმენტირებული, მშრალი პასუხი კომენტარზე.
      ანუ, თავის არიდება :yes:

    • კაი ეხლა სისულელეა შენ მიმართ რატო უნდა მქონოდა აგრესია
      რომელი დაუძინებელი მტერი შენ ხარ :დ

Leave a reply to prodigycow კომენტარის გაუქმება

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.