ისრის გაჩერება

უნივერსიტეტის ერთ–ერთი კორპუსის მეორე სართულის კიბეზე ვზივარ. ჩემ წინ მეტისმეტი მონდომებით ყავისფრად შეღებული ხის კარია, მის თავზე კი, დიდი თეთრი საათი, შავი ისრებით.საათი სამს თხუთმეტ წუთს აკლებს.მე კი, ისრის ჩემს გაჩერებას ვუცდი, სამ საათზე. სემინარის დაწყებას ველოდები, უფროსწორად მის დამთავრებას, მაგრამ დამთავრებისათვის ჯერ დაწყებაა საჭირო. იქამდე კი, რვეულში ვიწერ იმას რაც თავში აზრად პირველი მომივა:

ლოდინის ეს თხუთმეტი წუთი ყველაზე რთული დროა მთელი დღის განმავლობაში, რადგან ამ დროს უმოქმედოდ ხარ, დროს ემორჩილები. აქამდე მას სამი საათი ებრძოდი, მაგრამ ქუჩაში თანამოსაუბრეებიც გამოგელია, კოლოფში–სიგარეტი, ჯიბეში–ფული, ხოლო სახლიდან წამოღბული წიგნი საკმარისად სქელი არ აღმოჩნდა ამ დროისათვის. ბიბლიოთეკაში კი, წინა კვირის გაზეთებზე უკეთესი რამის პოვნის იმედი არ გაქვს.
ამიტომ, დანებდი დროს. გამოხვედი ბიბლიოთეკიდან, ერთადერთი ოთახიდან მთელს დედამიწაზე, სადაც დროის შეგრძნება ქრება. და შენ მაშინვე შეუერთდი იმას, რასაც დროის მიმდინარეობა ჰქვია.
დრო უხიდო მდინარესავითაა: ვისაც მისი მოთოკვა არ შეუძლია, შედის მის სიღრმეში და მიჰყვება დინების ბოლომდე, რათა მისი დასასრულიდან გადავიდეს მეორე ნაპირზე. ხოლო ის, ვინც მას იმორჩილებს, საკუთარ ხიდს აგებს მასზე და დაუბრკოლებლად გადადის მეორე მხარეს.
მე ამ ხიდისთვის ფიცარი ზედ უკანასკნელ მონაკვეთზე გამითავდა და, საბოლოოდ, მაინც მდინარეში აღმოვჩნდი. ეს თხუთმეტი წუთი კი, ამ მდინარის ბოლომდე დარჩენილი სიგრძეა.
თუმცა, მაჯის საათს დავხედავ და მივხვდები, რომ სულაც არ ჩავვარდნილვარ მდინარეში. მაინც მიპოვნია ის უკანასკნელი ფიცარი, რომელიც მჭირდებოდა. ეს ფიცარი ჩემი რვეულთან გასაუბრებაა. ისრის ჩემი გაჩერებაც მოსულა.

8 thoughts on “ისრის გაჩერება

  1. ვერ ვიტან ლოდინს მაგრამ დადებითი მხარეც აქვს
    ფიქრს გაჩვევს და ესეთ კარგ პოსტებს გაწერინებს
    მომეწონა ძალიან🙂

    • მადლობა🙂
      ყველაფერს აქვს თავისი პლიუსი
      მთავარია მონახვას შეეცადო

  2. ნწუ…….. მაგ შედარებით მატყუებ ახლა შენ…. ყველა მოკვდავი არ სჩადის მაგას!

    • მაგის ყველა ჩამდენი ხომ არის მოკვდავი?
      და საერთოდ, მწეველი კვდება გვიან, არამწეველი–კიდე უფრო გვიან.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s