თურქული დღიურები ანუ .. მოგპარე, აპრილო, ერთი დღე!

ეს არის ჩემი ბლოგის ყველაზე აქტიური მკითხველის, ნინცას გესთ–პოსტი. ნინცა ვორდპრესზე არ არის დარეგისტრირებული, ამიტომაც მე გამოვაქვეყნებ.

ჩაი მინდოდა… ყველას ეძინა და ხმაურს მოვერიდე.  მინდოდა, ლოგინზე უაზროდ ჯდომის გარდა კიდევ რაღაც გამეკეთებინა, მაგრამ ფიქრის თავი არ მქონდა და ფიქრსაც შევეშვი. დღემ ისე ჩაიარა ძილი მენანებოდა….. ასეთ დროს არც უნდა გეძინოს კაცს.. უნდა იჯდე და ლუდით გაჟღენთლმა შტერივით უნდა უყურო ფანჯარას….  კიდევ კარგი დედაჩემს სძინავს, აქ რომ შემოსულიყო,  შევეშინდებოდი.
ვიჯექი მთელი საათნახევარი და ჩემს უკან სავარძელზე ბავშვის ღუღუნს ვუსმენდი. წამით მომინდა მეყვირა, გააჩერეთ ვინმემ-მეთქი…. მერე შემეშინდა….. წარმოვიდგინე, რომ უცებ გავიზარდე… გულში უკან მჯდომ პატარა მგზავრს ბოდიში მოვუხადე და პირდაპირ საქარე მინას გავუშტერე თვალი, რაც იმის მაუწყებელი იყო რომ ფიქრისთვის ვემზადებოდი.
ცარიელი იყო ზოოპარკი. ჩვენ ვსეირნობდით მარტო. „აქ?“ მე მხრებს ვიჩეჩავ.. „ჰო, აქ..“  ტროტუარზე დავსხედით. ისიც ცარიელი იყო და იმიტომ. „ბევრს სვამ ხოლმე?“ მე ისევ მხრებს ვიჩეჩავ. ამჯერად არაფერს ვამბობ.  ხელში მეჭირა ჩემი ბოთლი, წინასწარ მივხვდი, ვერ გავხსნიდი. როცა მეორე ქილამ ხმა გამოსცა, შემაჟრჟოლა…. მექანიკურად ლუდს მოვეფერე…  „მომეცი, გაგიხსნი.“ ყველა გალია ცარიელი იყო.  და ჩვენ ამ გალიებს ვათვალიერებდით.. წარმოვიდგენდით, რა ცხოველი იქნებოდა აქ, მერე ვიცინოდით.. მე არ მეცინებოდა მაგრამ მაინც ვიცინოდი. შიგადაშიგ მახსენდებოდა, რომანში აი იქ ვარ, ბერტას ომლეტი რომ უნდა შევუწვა. ერთი სული მაქვს როდის გადავალ მოხარშულ კარტოფილზე.
ბავშვი ახლა რაღაცას აკაკუნებდა ჩემს უკან. საქარე მინას თვალი მოვაცილე. „რა მოხდება ახლა შენ რომ სადმე სხვაგან გამოგყვე??“ ბორბლების ხმა მესმოდა მარტო…. თანხმობად ჩავთვალე.
არ გაღვიძებია არავის…  მე ჩაის ვსვამ…  ჩემს ზემოთ ერთი თორმეტი წლის გოგო ცხოვრობს, ნუთუ ის აწრიპინებს ახლა ამ ვიოლინოს?..  გვერდზე ვიღაცას შუქი აქვს ანთებული. იმასაც ასეთი დღე ჰქონდა, ალბათ, ნაქურდალი. ზოოპარკში არა მაგრამ სხვაგან.. წარმოვიდგინე, როგორ ითამაშა დაჭერობანა სადმე პარკში.  ციოდა, მაინც გარეთ ვიდექი. „ძილში გამეღიმება, ალბათ“. ცარიელი ჭიქა აივნის მოაჯირზე დავდგი და საბანში გავეხვიე.

8 thoughts on “თურქული დღიურები ანუ .. მოგპარე, აპრილო, ერთი დღე!

  1. ღვიძლი კი არა აბიდალის გამოსვლა გუშინ საერთოდ მოედანზე!!! მარამა მე ალვეშის გოლში ის ვიგულისხმე რომ აი მაგ გოლივით ზუსტი იყო შენი სურათი🙂

  2. კიდევ კარგი ვიღაცამ მითხრა გილოცავო და არა გოლი უნდა ჩაეთვალათო თორე ვირტუალურად შემომაკვდებოდი🙂

  3. ჰმმმმმმ (წარმოიდგინე რომ თითებს ვაკაკუნებ მაგიდაზე)…… მაგ ამბავში არ ხარ მარტო ისე…. ანუ გაგიკვირდება და ბევრი მედავებოდა🙂

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s