ჰილსბორო და უფრო მეტი, ვიდრე უბრალოდ საფეხბურთო კლუბი

გუშინ 15 აპრილი იყო. 15 აპრილი ფეხბურთის ისტორიაში მნიშვნელოვანი თარიღია. 1989 წლის 15 აპრილს, “FA თასის” ნახევარფინალში, ერთმანეთს “ლივერპული” და “ნოტინგემ ფორესტი” დაუპირისპირდნენ. მატჩზე დასასწრებად ჰილსბოროში 25,000 ფანი ჩავიდა, მაგრამ მათთვის გამოყოფილ ტრიბუნაზე მხოლოდ 14,600 ადგილი იყო. (მაშინ, როდესაც ნოტინგემის ბევრად უფრო ნაკლები რაოდენობის ფანებისათვის 21,000–იანი ტრიბუნა) მართალია, გულშემატკივრებისათვის რეკომენდირებული იყო სტადიონზე მატჩის დაწყებამდე 15 წუთით ადრე გამოცდახება, მაგრამ ლივერპულიდან წამოსული ფანები არ იყვნენ ინფორმირებული, რომ იმ გზატკეცილზე, რომლითაც მათ უნდა ესარგებლად ჰილსბოროში მოსახვედრად, შესაკეთებელი სამუშაოები მიმდინარეობდა. შედეგად, ბევრმა ფანმა სტადიონზე მისვლა დააგვიანა და ამას ისიც დაემატა, რომ მატჩი გამოცხადებულზე 10 წუთით ადრე დაიწყო. ჰილსბოროში ჩასული ყველა ფანი სტადიონზე შესვლას ჩქარობდა, რომ რამე არ გამოეტოვა(როდესაც ფეხბურთის მატჩს რამოდენიმე წუთით მოსწყვეტს ფანი თვალს, მას ისეთი გრძნობა ეუფლება, თითქოს ეს–ესაა რაღაც მნიშვნელოვან მომენტს გამოტოვებს. დარწმუნებული ვარ, ბევრს გქონიათ ასეთი შეგრძნება). ლივერპულის ფანებისთვის განკუთვნილი ტრიბუნა, რომელსაც “ლიფინგ ლეინი” ერქვა, ფანების ჭარბი რაოდენობისგან გადაივსო. ფანების რიცხვი მატულობდა და მატულობდა. ტრიბუნას წინ ხულიგნებისაგან სტადიონის დამცავი ჯებირი ჰქონდა. წინა რიგებში მსხდომები ინერციით ამ ჯებირისაკენ იწევდნენ. აქ, წესით სტიუარდები და პოლიციელები უნდა მდგარიყვნენ და ასეთ შემთხვევებში ფანები სხვა ტრიბუნებზე გადაენაწილებინათ, მაგრამ ისინი იქ არ ყოფილან. ცოტა ხანში, წინა რიგებში მსხდომი ხალხი ჭყლეტვაში მოჰყვა. ისინი ჯებირსა და მათ უკან მყოფ ფანებს შორის იჭყლიტებოდნენ. მათ არ შეეძლოთ ჯებირზე გადაძვრომა და სტადიონზე გადასვლა.

(ეს ვიდეო ირთვება იუთუბზე გადასვლით)

ჭყლეტვის შედეგად ადგილზე 94 ადამიანი დაიღუპა, 4 დღეში საავადმყოფოში 14 წლის ლი ნიკოლსონი გარდაიცვალა, ხოლო 4 წლის შემდეგ, კომაში ჩავარდნილი ტონი ბლანდი და ტრაგედიის მსხვერპლთა საბოლოო რიცხვა 96–ს მიაღწია. 96–ივე ლივერპულის გულშემატკივარი იყო.

16 აპრილს, გამოვიდა ტაბლოიდი “სანი”, რომელმაც ინგლისს ამცნო, რომ ლივერპულის ფანებმა მოკლულები გაძარცვეს და პოლიციელებს თავზე დააშარდეს.  “სანის” ამ შეურაცხყოფისა და ცილისწამებისთვის პასუხი არ უგია. ინგლისის ფეხბურთის ისტორიაში ყველაზე დიდი ტრაგედიის გამო, რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, პასუხი არავის მოსთხოვეს.

მთელს მერსისაიდში “სანს” 22 წელია ბოიკოტს უცხადებენ. არსებობს სპეციალური ჰილსბოროს სამართლის მოძრაობა “არ იყიდოთ სანი”

ჰილსბოროს ტრაგედიას ლივერპულში ყოველწლიურად იხსენებენ. გუშინ, მისი 22 წლისთავი აღნიშნეს:

Hillsborough Family Support Group–ის დამფუძვნებელი მარგარეტ ასპინალის მადლობა ლივერპულის ცნობილი ესპანელი მწვრთნელის, რაფაელ ბენიტეზისადმი.( მარგარეტმა ჰილსბოროში 18 წლის ვაჟი დაკარგა.)

ნეილ მაკჰეილის მიერ შესრულებული ლივერპულის სახელგანთქმული ჰიმნი “You’ll Never Walk Alone” (YNWA)

ლივერპულის ფანები 22 წელია მოითხოვენ სამართალს მათი 96 დაღუპული მეგობრისა და ოჯახის წევრისათვის.

22 წელია ისინი მოითხოვენ ბოდიშს მათი შეურაცხყოფისათვის.

22 წელია არ კითხულობენ “სანს”.

22 წელია 15 აპრილს იკრიბებიან “ენფილდზე” თავიანთი წუხილისა და პროტესტის გამსოახატავად.

ყვავილებით შემკობილი ტრაგედიის ადგილი:

ყვავილებით შემკობილი ტრაგედიის ადგილი

ლივერპულის გულშემატკივარი წარწერით 96ნომრიან მაისურზე:”არასოდეს დაივიწყო”

დაღუპულთათვის პატივის მისაგებად ენფილდზე მოსული “ევერტონის” ფანი:

“ბი–ბი–სი”–ს პირდაპირი რადიორეპორტაჟი სტადიონიდან:

პიტერ ჯოუნსის რეპორტაჟი ჰილსბოროზე(1989 წლის 15 აპრილი):

JUSTICE FOR HILLSBROUGH 96

21 thoughts on “ჰილსბორო და უფრო მეტი, ვიდრე უბრალოდ საფეხბურთო კლუბი

  1. აჰა ნინცა, ხომ მთხოვე რამე ფეხბურთზე.
    ერთი გასროლით ორი ჩიტი მოვკალი. ამ მოვლენას გვერდს ვერ ავუვლიდი და თან შენი თხოვნის შესრულებაც გამომივიდა : )

  2. კარგი პოსტია. ლივერპულელებს საერთოდ ზედმეტად ჩვევიათ თავის ამბებზე გაუთავებელი ლაპარაკი, მაგრამ ჰილსბოროს ამბის საბოლოოდ გარკვევა და ყველაფრისთვის თავისი სახელის დარქმევაა საჭირო და ამისთვისაა ეს ‘Justice for the 96’ კამპანია. შარშანწინ სპეციალური საბჭო დაარსდა, რომელსაც ქალაქი ლივერპულის ერთ-ერთი მღვდელი ხელმძღვანელობს და რომელიც ჰილსბოროს თემაში სიმართლის დასადგენად მუშაობს. პლიუს, გუშინ ‘ანფილდზე’ 22 წლის მემორიალურ ღონისძიებაზე პარლამენტში ქალაქი ლივერპულის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ მას ჰილსბოროში დაღუპულთა ოჯახების წევრებმა დედოფლისთვის კენი დალგლიშისთვის ‘სერობის’ მინიჭების თხოვნით მიმართვა სთხოვეს. ეს ამბავი თუ შედგა, მნიშვნელოვნად შეამცირებს ამ ოჯახებისთვის 22-წლიანი უსამართლობის გრძნობას.

    • ა, ეგ კი მოვისმინე, მგონი შენ დააგდე ფორუმზე ლინკი ხო?
      მარგარეტ ასპინალის გამოსვლა განსაკუთრებით სენტიმენტალური იყო. ძალიან მაგარი ქალია და დარწმუნებული ვარ ბევრ ადამიანს დიდად ეხმარება.

      • კი მე დავდე. იმედია ეგ ამბავიც გამოვა და ის საბჭოც დადებს დასკვნას. არ შეიძლება არც გაუთავებელი ჩაციკვლა ამ თემაზე და არც გაურკვევლობა.

      • იმედია )) იმის მიუხედავად, რომ თანამედროვე ფეხბურთის ამაზრზენმა სახემ საბოლოოდ ჩამაქნევინა ხელი ამ სპორტზე, ერთი უნიკალური ადამიანის ხელში პრემიერშიპის თასი ბრწყინვალე სანახავი იქნებოდა.

  3. 22 წელი ასე, გაურკვევლობაში ყოფნა იმ ადამიანებისათვის, ვინც ოჯახის წევრი დაკარგა, ორმაგი ტკივილია. დარწმუნებული ვარ, რომ დასკვნა გულშემატკივრებს გაამართლებს. იდიოტი უნდა იყო ადამიანი, როცა ამდენი დარღვევა და ფაქტი გიდევს წინ და მაინც ფანებისკენ გაიშვირო ხელი.

    • მართალი რომ გითხრა, ლივერპულის მაცხოვრებლებში არიან ისეთებიც, რომლებისგანაც ეგეთი საქციელი (რაზეც ‘სანმა’ დაწერა) ხანდახან არ არის მოულოდნელი, განსაკუთრებით არაფხიზელ მდგომარეობაში – დანარჩენ ინგლისთან შედარებით მძიმე სოციალური და კრიმინალური მდგომარეობის ქალაქია და ბევრი ისეთი ვინმე ცხოვრობს, ვისაც წესიერს ვერ დაუძახებ. მაგრამ 1. თვითონ ტრაგედია რომ უსაფრთხოების წესების არარსებობის (და არა ფანების) გამო მოხდა, შენ პოსტშიც წერია და ოფიციალურ გამოძიებაშიც და 2. ფანების საქციელზე ‘ინფორმაცია’ მარტო ‘სანმა’ დაწერა, რომელსაც ჭორიკანა გაზეთის რეპუტაცია აქვს ინგლისში. არცერთ სერიოზულ გაზეთს არ დაუწერია მსგავსი რამე. ასე რომ მომხდარში ფანების დადანაშაულება სისულელეა.

      • გამიგია ლივერპულში კრიმინალის მაღალი მაჩვენებლის შესახებ. ნებისმიერ გუნდს ჰყავს ცუდი და კარგი ფანები. მაგრამ სანის ჰედლაინები საერთოდ ზღვარგადასული ამორალურობა იყო. ყველამ ვიცით რა რეპუტაციაც აქვს, მაგრამ მაინც ერთ–ერთი ყველაზე ცნობილი გამოცემაა მსოფლიოში და ყველაზე გაყიდვადი დიდ ბრიტანეთში.
        შეძახილმა ხე გაახმოო. რამდენი დაიჯერებდა ეხლა მაგას სხვა წყაროებში გადამოწმების გარეშე.

  4. ჰო, ხალხს ამორალურის და სკანდალურის კითხვა უყვარს, თუნდაც ჭორი იყოს : )

    • და კიდე სენტიმენტები. ამაზე საერთოდ გიჟდებიან. ტრაგედია ანახე და მეტი არაფერი არ უნდათ. ვამპირებივით არიან, რაც უფრო მეტი ტრაგედიის შესახებ იგებენ, მით უფრო კმაყოფილები არიან.
      ამორალური ადამიანების მიმართ კი, ფარული სიმპათიები უჩნდებათ.
      და საერთოდ, ადამიანთა უმრავლესობა იმას იჯერებს, რაც მისთვის მისაღებია. რომ გადაშალა 16 აპრილს გაზეთი მოწყენილმა ინგლისელმა და რომ წაიკითხა ასეთი სათაურები, “ნწ ნწ ნწ” ჩაილაპარაკა და კაი განწყობაზე მოვიდა. მისთვის ეს მისაღები იყო და მიიღო კიდეც ასეთი სინამდვილე.

  5. ეს ამბავი ასე დაწვრილებით არ ვიცოდი….. დიდი მადლობა ასე რომ გადაწვიტე ფეხბურთზე წერა🙂 და ლივერი ხო საერთოდ ყოველთვის ცნობილი იყო თუნდაც მხოლოდ იმ წუთებით როცა ჰიმნს მღერიან….. რაც შეეხება ჩემთვის აქამდე უცნობ ამ დეტალებს, 96 ნომრიანი მაისურის ყიდვა მომინდა🙂

  6. რატო????? პროდიჯი მეკაიფება ეს და უთხარი რამეეეეეეეეეეეეე🙂

    • თუ არ იცი რატომ, აღარც დავაკონკრეტებ. გაიგებ როდესმე, ეხლა დაიკიდე : ))

      • რაღა ოდესმეს ველოდო…. მინიშნება მითხარი……..

  7. აუ რატოოოოოო???? რამდენი წლის ვარ არ აქვს მაგას მნიშვნელობა….. დამაინტრიგეთ და ახლა აღარ მეუბნებით????

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s