თბილისელი ბეგბედერი

ამას წინათ ფრედერიკ ბეგბედერის “99 ფრანკი” წავიკითხე. ალბათ, ბევრმა გააკეთეთ იგივე, რადგან “50 წიგნის…” ფარგლებში გამოცემული ახალი ტომია. ბეგბედერი ახალგაზრდა ოქტავზე გვიყვება.ოქტავი კოკაინის და მეძავების მოყვარული კრეატიული მენეჯერია(ანუ, რეკლამის შემქმნელი). იგი ხვდება თუ რა საშინელი სამსახური აქვს და ცდილობს უფროსებს სამსახურიდან გამოაგდებინოს თავი.

წიგნში, ძირითადად რეკლამაზეა საუბარი. იმაზე, რომ ჩვენ რეკლამის ტყვეები გავხდით, ვცხოვრობთ მოჩვენებით თავისუფლებაში და სინამდვილეში არჩევანის უფლება აღარ გვაქვს, რადგან იმას ვყიდულობთ, რასაც რეკლამა გვთავაზობს. რომ დავფიქრდეთ, უმეტესწილად მართლაც ასეა. რეკლამა ყველგანაა. ბევრ რამეს ჩვენ იმიტომ კი არ ვყიდულობთ რომ გვინდა, არამედ იმიტომ, რომ რეკლამაში ვნახეთ. წიგნი საინტერესო საკითხავიცაა და შიგადაშიგ ძალიან სასაცილოც თავისი სარკაზმით(რაც მთავარია, თარგმანია კარგი).
ამ წიგნმა ერთი ადამიანი გამახსენა: ლესელიძეზე ვისაც რამდენჯერმე მაინც გაგივლიათ, ან იქვე, სიონთან სკვერში ვინც მჯდარხართ, ერთ ქალს შეამჩნევდით: ხანში შესული ქალია, ასე 60-65 წლის, გახუნებული ცისფერი პალტო აცვია ხოლმე და თითქმის ყოველთვის ხელში პარკი უჭირავს. ქალს ფსიქიკურ ჯანმრთელობასთან დაკავშირებით პრობლემები აქვს და გამვლელებს უყვირის და ეჩხუბება ხოლმე. მაგრამ წიგნმა იგი იმიტომ გამახსენა, რომ ჩხუბის დროს, თითქმის ყოველთვის ახსენებს რეკლამას: “რომ ჩვენი ცხოვრება რეკლამა გახდა, რომ რეკლამით ვცხოვრობთ.” “ყველა უნიტაზში უნდა ჩაგვყაროს კაცმა და ჩაგვრეცხოთ.” მე და ჩემი მეგობრები ხშირად გამოვლაპარაკებივართ. სახელი აღარ მახსოვს, მაგრამ მახსოვს რომ ბელარუსია, ქართულად გამართულად ვერ ლაპარაკობს და შიგადაშიგ რუსულს ურევს. მართალია ქართველი არ არის, მაგრამ ქართველებზე ძალიან დარდობს, რადგან თვლის, რომ გადაგვარებულები და სახედაკარგულები ვართ. ძველ ქართველობასთან ავლებს პარალელს და ადრინდელ ვაჟკაცებს იხსენებს.
ეს ქალი ბეგბედერის წიგნმა იმიტომ გამახსენა, რომ ორივე ერთიდაიგივეს გვეუბნება: თავიდან ფეხებამდე ქაქებში ვცხოვრობთ.
ტყუილია?

9 thoughts on “თბილისელი ბეგბედერი

  1. ფილმი მაქვს ნანაი დაძალიან მაგარიაა!!
    წიგნის წაკითხვაც მინდა ძალიაანნ!

  2. მეც ვიყიდე დღეს და მალე დავიწყებ კითხვას❤

  3. ამ პოსტის ხათრით წავიკითხავ მეც….. თუ დავიმახსოვრე სახელი და ა.შ.🙂

  4. “თავიდან ფეხებამდე ქაქებში ვცხოვრობთ.
    ტყუილია?”

    ტყუილი ნამდვილად არაა,მაგრამ მგონია,რომ რეკლამა არაფერ შუაში არაა ამასთან. : )

  5. შოკი წიგნი=)) ფილმი ბანძია კიარადა ბევრი რამე აკლია)) ნაჩქარევად გადაღებულის შთაბეჭდილებას ტოვებს))

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s