ცეცხლში გამოწრთობილი თაობა

ჩვენ სანთლის შუქზე ვმეცადინეობდით გაკვეთილებს.
ჩვენ შეშის ღუმელზე გვიცხობდნენ ხაჭაპურს.
ჩვენ ყველას გვქონდა რონალდოს ყვითელი მაისური.
ჩვენ ყველა არასაბჭოურ მანქანას ვეძახდით “ფირმას”.
ჩვენ გვეგონა, რომ ჯორდანისა და მეჯიკის გარდა, სხვა კალათბურთელები არ არსებობდნენ.
ჩვენ ვკატაობდით ტროლეიბუსებზე.
ჩვენ არ გვყავდა მანდატურები სკოლაში და გაკვეთილებიდან ტუალეტის ფანჯრიდან ვიპარებოდით.
ჩვენ ვთამაშობდით “ტეკენს”.
ჩვენ მართლა გვიკითხავდნენ ზღაპრებს ძილის წინ, ან ავადმყოფობისას.
ჩვენ ოცთეთრიან ნაყინებს ვჭამდით.
ჩვენ ვბლატაობდით, რომ მამაჩვენებს ტ-10 ჰქონდათ.

ჩემს თაობას ბევრი რამ გამოუცდია. მაგრამ დღეს ეს გამოვლილი პერიოდი უკვე სასარგებლოდაც შეიძლება ჩაითვალოს. იმ დრომ ჩვენ ბევრი რამ გვასწავლა. ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ გაჭირვება გამოვიარეთ და ამ ყველაფრის მიმართ იმუნიტეტიც გაგვაჩნია. ჩვენ ცეცხლში გამოწრთობილი თაობა ვართ და წყალშიც არ ვიძირებით. ჩვენ დიდი პერსპექტივა გვაქვს, მიუხედავად იმისა, რომ უტვინოებად გვთვლით და გგონიათ. არცერთმა არ ვიცით ვინ იყო პეტრე მელიქიშვილი. ჩვენ ვიცით, რომ მარქსი არ იყო ქვეყნის დამაქცევარი და ფროიდი გარყვნილების მეფე. ჩვენ არ ვსვამთ სტალინის სადღეგრძელოებს. ჩვენ არ ვიკეთებთ წამალს და ვიცით, რომ პრეზერვატივი არ ტეხავს. ჩვენთვის ქრთამი დანაშაულია და ბიძაშვილი ნათესავი და არა თანამშრომელი.
მოგწონთ თუ არა, მომავალი ჩვენს ხელშია და ჩვენ საკუთარი თავის რწმენა გაგვაჩნია. ჩვენ გვაქვს ის, რაც სხვებს არასდროს ჰქონიათ: ინდივიდუალურობა და გახსნილი გონება.
ჩვენ შეგვიძლია უკეთესი ქვეყნის აშენება. ჩვენ თავისუფლები დავიბადეთ.

15 thoughts on “ცეცხლში გამოწრთობილი თაობა

  1. მე იმ პერიოდის გავლენას იმაშიც ვხედავ ხოლმე, უცხოელებს რომ ვხვდები და რაღაც სისულელეები რომ უკვირთ ცხოვრებაში, როცა ჩვენ ყველაფერი ვნახეთ და ვიცით, რა შეიძლება ხდებოდეს და ვინ ვინ იყოს.

    • კი, მართალი ხარ. ბოლო–ბოლო შუქი რო წავიდეს გულის შეტევა არ გადვემართება😀

  2. გულის სიღრმეში მეც დიდი იმედი მაქვს მომავვალი თაობის…
    მომწონს და განწყობაც პოსტში გადასარევად კარგია !🙂

  3. ძაან ნათელ ფერებში დახატე ყველაფერი და მომეწონა🙂 სხვა გზა არა, უნდა ვირწმუნოთ:)

  4. მე მეჯიკიც არ ვიცოდი და შუქი რომ მოდიოდა ხოლმე ტელევიზორში პარლამენტის სხდომებს ვუყურებდი მეორე არხზე🙂 და ასე ვესიყვარულებოდი მონატრებულ ტექნიკას🙂

      • რა “ეგ როგორ” ვერ მიგიხვდი…… მაინც დავაკონკრეტებ ყოველი შემთხვევისთვის…. ტელევიზორი ისე მენატრებოდა რომ მზად ვიყავი პარლამენტის სხდომებისთვისაც კი მეყურებინა როცა შუქი მოდიოდა…… “ჰო ჰო ჰო”-ს ვეთანხმები… თავისუფლები ვართ და არა გარყვნილები……

  5. გეთანხმები,ჩვენ იმაზე მეტი შეგვიძლია ვიდრე წინა თაობას გონია და სულაც არ არის ეს თაობა გარყვნილი და ხელიდან წასული….ჩვენ თავისუფლება გვიყვარს…

    • ნწუ ნწუ ნწუ… ჩათვალე რომ თავს აქეთ-იქით ვაქნევ🙂

  6. Pingback: “აწეული თრახი” და “ვაი-სადღეგრძელოების” პოპური

  7. განწყობა ძალიან ბევრს ნიშნავს, შენი პოსტი კი ნამდვილად ქმნის ოპტიმისტურ და მეტის გაკეთების განწყობას :)) იმედიაა, რეპრეზენტატულიცაა… ცოტა ეჭვი კი მეპარება,მაგრამ მაინც…

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s