მგონი, გავგიჟდით!

ბოლო პოსტის შემდეგ დიდი ხანი გავიდა. ორი კვირაა არაფერი დამიწერია. ბოლო დღეები სულ იმაზე ვფიქრობდი რა დამეწერა და აქამდე არაფერი მომდიოდა თავში. ახლა კი, ბოლო–ბოლო მოვიფიქრე ახალი პოსტის თემა. არადა თემა, თანაც აქტუალური ბევრია. მაგალითად, ფეხბურთი, არაბული ქვეყნები, წინა კვირაში ჩატარებული აქცია–პერფომანსი. მაგრამ მე სხვა რამეზე დავწერ.
როდის დაიწყო ეს ყველაფერი ზუსტად არ მახსოვს. დაახლოებით ერთი წლის წინ იქნებოდა, პალიტრამ სერია “ქართული პროზის საგანძურის” გამოშვება დაიწყო. ამ წიგნების ფასი ჟურნალ გზასთან ერთად, სულ სამი ლარი იყო. იდეა ყველამ აიტაცა და მალე ამ სერიას დაემატა 50 წიგნი, რომელიც უნდა წაიკითხო სანამ ცოცხალი ხარ(“კვირის პალიტრა”), მსოფლიოს რჩეული მოთხრობები(“რეიტინგი”), ლიტერატურა მოზარდთათვის(“თბილისელები”), ისტორიული რომანები(“ისტორიანი”), ადამიანები, რომლებმაც შეცვალეს მსოფლიო(“ახალი თაობა”) და ა.შ.
ყველა აქციის ფარგლებში გამოცემული წიგნის ფასი მისაღებია და მათი შეძენა თითქმის ყველას შეუძლია. თავდაპირველად ასეთი აქციის ჩატარება სარისკო იყო, რადგან ჩვენს საზოგადოებას ბევრი მკითხველი არ ჰყავს. მაგრამ აქციებმა გაამართლა, და ხალხმა წიგნების ყიდვა დაიწყო. ახალი წიგნის გამოსვლიდან ორ–სამ დღეში მე ხშირად გამჭირვებია მისი მოძებნა. მაგრამ რახან ხალხი წიგნებს ყიდულობს, ეს იმას არ ნიშნავს რომ მას ყველა კითხულობს. ბევრი წიგნებს დეკორაციად იყენებს, თუმცა, საბედნიეროდ ისეთებიც ბევრნი არიან, ვინც ამ ახლადნაყიდ წიგნებს გადაფურცლავს და კითხულობს. ასეთი ადამიანები წიგნებით ხელში, უკვე მრავლად მხვდებიან მეტროში, სამარშუტო ტაქსებში, ქუჩაში, უნივერსიტეტში:კიბეზე, აუდიტორიაში ლექციის დროს, და ტუალეტშიც კი. ამ დაკვირვებამ ერთ დასკვნამდე მიმიყვანა:ხალხმა კითხვა დაიწყო! ვერ ვიტყვი, რომ ეს დაკვირვება 100%–ით ზუსტია. მაგრამ, მაინც ვიმედოვნებ, რომ ჩემი დასკვნა სწორია.
იმ გამომცემლობებისთვის კი, რომლებიც ამ აქციებში მონაწილეობენ მადლობის მეტი არაფერი გვეთქმის. ასე თუ გაგრძელდა, სულ მალე სახლში ყველას ახალი ბიბლიოთეკები გვექნება.
ასე, რომ ხალხნო, “წაიკითხეთ წიგნები, უკეთესად იქნებით”. იქნება, გვეშველოს ჩვენს და ქვეყნების წიგნიერების რეიტინგში ცოტათი მაღლა ავიწიოთ.

3 thoughts on “მგონი, გავგიჟდით!

  1. ეჰ, მთავარია წიგნში წვდომის უნარი გვქონდეს… ილიას ,,ოთარაანთ ქვრივი” გამახსენდა: ”მწიგნობრობით დღეს ვის არ მოაქვს თავი და მაგის ანბანი კი თურმე არა გვცნოდნია.”

  2. მე კი მგონია, რომ სამკარისი მკითხველი მაინც არ ჰყავს და რაც დრო გავა, უფრო აღარ ეყოლება. არა იმიტომ, რომ ხალხს წიგნის კითხვა არ უნდა, არა. ინტერნეტი ბევრ დროს გვაკარგვინებს.
    და არა მხოლოდ ინტერნეტი. აი, ჩემი 90-იანების ბავშვობა რომ გავიხსენო… შუქი არ იყო, კომპუტერი რა იყო, არ ვიცოდი. სახლში მოსული ვმეცადინეობდი, ღამე კი სანთლის შუქზე ვკითხულობდი. აბა, სხვა რა უნდა მეკეთებინა? ალტერნატივა არაფერი იყო. ახლაც მასე ვარ. რაოდენ სამარცხვინოც არ უნდა იყოს, ბოლო წიგნები, სწორედ იუნტერნეტობის და უშუქობის დროს “დავაგემოვნე”. (ნუ, ერთ-ერთი პაციენტიდან-პაციენტამდე პერიოდში).

    • რამოდენიმე დღის მერე რომ ვუკვირდები ამ პოსტს, ვხვდები რომ ზედმეტად ოპტიმისტურია. სათაურიც ასეთი აქვს.მაგრამ ან უმეტესად მკითხველთა გარემოში ვტრიალებ, ან მართლა შეიმჩნევა რაღაც პროგრესი ამ თვალსაზრისით. სულ ცოტაც რომ იყოს, ეგეც საქმეა.
      ინტერნეტს რაც შეეხება, დროის დაკარგვაა თუ არა, ეს თვითონ იმ ადამიანზეა დამოკიდებული, რომელიც კლავიატურას უზის. მაგალითად, შენ დარწმუნებული ვარ, რომ უმეტესად დრო ტყუილად არ გეკარგება.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s