მოკლე პოსტი

ჯანდაბას, მეც დავწერ ისეთ პოსტს, რომლის წაკითხვასაც სულ ერთი წუთი უნდა. რაღაც “ფასთ ფუდის” მსგავსი გამოვა. რაზე შეიძლება ამ დროში ისაუბროს ადამიანმა? სინამდვილეში ბევრ რამეს ჩატევს კაცი რომ მოინდომოს.
short
მაგრამ, ყველაზე მეტად რაც არ მიყვარს, სიტყვებში შეზღუდვაა. არასდროს ვწერ “შავად”. ყველაფერი პირდაპირ, “გაუშალაშინებლად” გადმომაქვს გონებიდან ფურცელზე, ან ვირტუალურ ფურცელზე. ასეთ შემთხვევაში კი, ზომას არ ითვალისწინებ.
მოკლე ნათქვამი უფრო ძვირად ფასობსო, ამბობენ. მაგრამ, განა ყველაფერი მოკლე ვარგა? სიმოკლეს, უბრალოდ, უფრო დიდი ეფექტი აქვს სისხარტის გამო, მაგრამ მხოლოდ სიტყვებში და სხვაგან არსად. რა ჯობია სქელი წიგნების კითხვას. წიგნი თუ კარგია, სიამოვნებაც უფრო ხანგრძლივია.
ბოლო დროს გვიან ღამემდე უძილობა დამჩემდა გაზარმაცებულ კაცს. ყველაფერს თავისი დრო აქვს. მათ შორის ძილსაც და ძალიან არასასიამოვნოა, როდესაც ნახევარი დღე შენი საძინებლის ფანჯარაში ისე ჩაივლის, რომ შენ ლოგინში მხოლოდ ორჯერ ან სამჯერ გადაკოტრიალებით აუწყებ მსოფლიოს შენი არსებობის შესახებ. ახლა სწავლა დამეწყო, და იმედია ამ მავნე ჩვევას გადავეჩვევი.
მავნე ჩვევაზე გამახსენდა, მხოლოდ მოკლე ტექსტების კითხვაც მავნე ჩვევაა, რადგან დიდი მოცულობის ტექსტების კითხვას თვალი გადაეჩვევა. ამიტომაც, თუ ჩემს ბლოგს ხშირად წაიკითხავთ ერთი მავნე ჩვევით ნაკლები გაგიხდებათ.
ესეც “ფასთ პოსტი”. უვარგისი და უხარისხო როგორც ფასთ ფუდი. და ეს იმიტომ, რომ მოკლეა. როგორც 40 კილომეტრში მდომი მტერი იტყოდა, “Размер имеет значение.”

ჩემი გათვლებით, ერთ წუთსა და ოდნავ მეტს წაგართმევთ ამის წაკითხვა. თქვენი ძვირფასი დროის ეკონომიაზეც ვიზრუნე.

11 thoughts on “მოკლე პოსტი

  1. : ))))) მეც არ მიყვარს შავად წერა : )))))
    და მოკლე პოსტებს აქვს თავისი ხიბლი : ))) მაგრამ მე ყოველთვის მეტი მეწერინება ხოლმე :დ

    • მე კიდე ინგლისური ფეხბურთი მიყვარს, მაგრამ არა ლამაზი ბიჭების გამო 😀
      მამენტ ალტრუისტი სულაც არ ვარ,
      იმაზე ვზრუნავ რო ჩემი პოსტები იკითხოს ხალხმა :დ

      • ყველას თავისი მიზეზი აქვს, თუმცა ჩემი მიზეზი სილამაზეს არ ეხება. კომენტარში კი ბრჭყალები დამავიწყდა ;პ

  2. “განა ყველაფერი მოკლე ვარგა?” that waht he said :დდ

    ისე კი, მეც არ მიყვარს “შავად” წერა ^^ ყოველთვის ვხსნი ნიუ ფოსთს, ვწერ და ვაფაბლიშებ. დაჟე დრაფთებშიც არ ვინახავ

  3. შავად თუ ვწერ, ე.ი. გამოქვეყნება არ უწერა.
    რომ დავწერ, თუ გადავიკითხე, მომენტალურად ერხევა. :S

    • რო გადაიკითხავ გგონია რო სისულელე გამოგივიდა ხო? 😀
      მეც ეგრე ვარ. თუ დავწერე და ეგრევე არ გამოვაქვეყნე, თანდათან ვრწმუნდები რო იდიოტიზმი დავწერე 😀

  4. შავად ვწერ მაშინაც კი როცა ამის არც დროა და არც ადგილი და არც პირობები…….. 🙂

Leave a reply to prodigycow კომენტარის გაუქმება

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.