ასფურცელა

დღეს მეგობარს ვეუბნები, რომ გუშინ დავამთავრე ჯოისის “დუბლინელების” კითხვა, და ძალიან მომეწონა. ის მეკითხება: “რაზეა?” მე ვეუბნები, რომ უბრალო დუბლინელების უბრალო ისტორიები არის მოთხრობილი. ის მთხოვს რომელიმე გავიხსენო. მე ვუყვები როგორ იყიდა ძმასთან სტუმრად მიმავალმა გრძელცხვირა მერიმ ბაზარში კექსის დიდი ნაჭერი, რომელიც ტროლეიბუსში გვერდზემჯდომმა მომხიბვლელმა ჯელტმენმა შეუმჩნევლად ამოაცალა ჩანთითან. ის მიყურებს. მაკვირდება. მერე მეკითხება: “და, რა არის ამაში ასეთი საინტერესო?” მე კი ვეუბნები, რომ გრძელცხვირა მერის ეს კექსი მთელი დღის ნამუშევარ ფულად დაუჯდა, და რომ ძმის ოჯახში ხელცარიელი მივიდა. ეს მისთვის უდიდესი ტრაგედია იყო. აი ასე, უბრალო ისტორიებზე შეიძლება დაწეროს კაცმა წიგნი და აჯობოს ტოლკინს (ჩემს თვალში მაინც). ერთი, ორი, სამი.

15 thoughts on “ასფურცელა

  1. “დუბლინელები” პირველი წიგნია, რაც ჯოისის წავიკითხე. ასე უბრალოდ დაწერა ბ!94ვრად ძნელია, ვიდრე ჰარი პოტერის და იმავე ტოლკინის “ნაჯღაბნების”. ყველაზე მთავარია ნამდვილ ცხოვრებაᇡ და ადამიანების განცდებს რამდენად ხვდები, ვიდრე არარეალური არსებების.
    (ტოლკინ–როულინგის ჟანრის ხალხს არაფერს ვერჩი, უბრალოდ, ძალიან პოპია)

    • მეც ასე ვთვლი და ამიტომაც მოვიყვანე მაგალითად ტოლკინი. რომელსაც ზღაპრული თავგადასავლები და ამბები აქვს აღწერილი.
      ეს კიდე უბრალო, უმეტესად უბედური, ხალხის ცხოვრებას აღწერს. უფროსწორად მათი ცხოვრების ეპიზოდებს, რომლებშიც ყველაფერს ატევს.

  2. Pingback: 100 სიტყვიანი კონკურსის შედეგები « ანინას ბლოგი

  3. tqven saertod warmodgena ar gaqvt tolkinis shemoqmedebaze, sanam rames ityvit tolkinze waikitxet misi nawarmoebebi… faqtistvis getyvit rom bechdebis mbrzanebeli wignebis msoflio motxovnashi mesame adgilzea bibliis da maoze dunis witeli wignis shemdeg…

    • სულაც არ მითქვამს ტოლკინი არაფრად არ ვარგა–მეთქი. მე ვთქვი, რომ ჯოისი მირჩევნია. ეს იმას ხომ არ ნიშნავს, რომ ტოლკინი ცუდი მწერალია?

      პ.ს. კოელიოს “ალქიმიკოსი” 68 მილიონი ეგზემპლარია გაყიდული. ასე რომ, წიგნის ასეთი ფაქტებით შეფასება არასწორია. მთავარი მისი მხატვრული ღირებულებაა.

  4. bechdebi 112 milioni egzemplaria gayiduli…. rodesac wignze didi motxovnaa es did wilad mis mxatvrul girebulebazec miutitebs…. ubralo ubeduri xalxis kide ufrori gaubedurebul cxovrebazec bevri aqvs dawerili tolkins tundac: ,hurinis shvilebi,….. tolkinis fantasia usazgvroa sheudzlebelia sxva mwerals sheadaro………………

    • გასაგებია რომ ტოლკინი ძალიან გიყვართ და თქვენთვის ის ნომერ პირველი მწერალია. ჩემთვის არაა. რატომ მიმტკიცებთ რომ ტოლკინზე მაგარი მწერალი დედამიწის ზურგზე არ არსებობს?
      ეს ხომ გემოვნების საკითხია.

  5. ubralod ver vxvdebi ra dainaxet tolkinis shemoqmedebashi ubralo… zaan mainteresebs… damisaxelet nawarmoebi romelsac ara aqvs mxatvruli girebulerba……..

    • სად წაიკითხეთ ეს? სად ვთქვი ასეთი რამე. თქვენ არასწორად იგებთ ჩემს თითოეულ სიტყვას.
      ან სად ვთქვი რომ ტოლკინის ნაწარმოებები უბრალოა, ან სად ვთქვი, რომ არსებობს მხატვრული ნაწარმეობები მხატვრული ღირებულებების გარეშე?
      ყველა ნაწარმოებს აქვს მხატვრული რირებულება. ზოგს მაღალი, ზოგს დაბალი.

  6. tqven zogadad saubrobt tolkinze…. mitxarit ubralo istoriaze dawerili tolkinis nawarmoebi………. tolkini jer erti pirveli da ukanaskneli adamiania vinac sheqmna sruliad unikaluri tvitmyiofadi mitologiuri samyaro… ubralod tolkinis shemoqmedeba sruliad unikaluri da gansxvavebulia…….

    • ა ეხლა მივხვდი რა ხდება. შენ ამ წინადადებაში:”აი ასე, უბრალო ისტორიებზე შეიძლება დაწეროს კაცმა წიგნი და აჯობოს ტოლკინს (ჩემს თვალში მაინც). ერთი, ორი, სამი.” იფიქრე რო ტოლკინსი უბრალო ისტორიებზე წერს წიგნებს. უბრალოში კიდე უინტერესო ამოიკითხე😀
      კარგად დააკვირდი წინადადებას და მიხვდები, რომ სულ სხვა რაღაცას ვგულისხმობდი.

    • ვინ ვის აყენებს შეურაცხოფას ადამიანო. ელფების ენაზე ვწერ რამეს?😀

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s