აქა ამბავი complicated მიჯნურობისა და ფსიქოლოგის მასლაათისა

–გამარჯობა ბატონო ნოდარ. მე ზურა ვარ, ბესოს ბიჭი.
–ა, ზურა გაგიმარჯოს. რამ შეგაწუხა?
–ბატონო ნოდარ, თქვენ ხომ ფსიქოლოგი ხართ. თქვენი დახმარება მჭირდება.შეყვარებულთან მაქვს პრობლემები.
–გისმენ აბა.
–ბოლო დროს სულ ვჩხუბობთ.
–და რაში გამოიხატება თქვენი ჩხუბი? კამათობთ, ყვირით, ღრიალებთ თუ საგნებს ესვრით ერთმანეთს?
–არა, ადნოებში მშლის ხოლმე. ერთხელ სკაიპშიც დამბლოკა. მერე კი მომხსნა, მაგრამ აღარ შემოდის ხოლმე ხშირად.
–აჰჰ.(მრავალმნიშვნელოვნად)
–და რამდენი ხანია რაც თქვენ შორის კონფლიქტი წარმოიშვა? საიდან დაიწყო ეს ყველაფერი?
–ა, ესე ერთი კვირის წინ, ჩემ ადნოებში იყო შესული და ერთი ნაცნობი გოგო დავიმატე. იმის სურათები ნახა და შეფასებული რო მქონდა ყველა, გაბრაზდა. არადა, ნაცნობია ეხლა და შევუფასე.
–ამის შემდეგ გაგებუტა?
–კი.
–და, რამდენი ხანია ერთად ხართ? როგორ გაიცანი?
–ასე, ოთხი თვეა. დრუზია დრუზეიში ვნახე.
–ანუ? მეგობრებმა გაგაცნეს?
–დიახ, დაახლოებით.
–სიყვარული როგორ აუხსენი?
–ჩვეულებრივად.
–მაინც, რანაირად?
–ა, ადნოებით თუ სკაიპით? სკაიპში მივწერე მიყვარხარ–მეთქი. მართლა მიყვარს, ძალიან მიყვარს. ახლა, ნაჩხუბრები რომ ვართ, ძმაკაცის ადნოებით შევდივარ ხოლმე და ისე ვათვარიელებ მაგის სურათებს.
–ხშირად ხვდებით ხოლმე ერთმანეთს?
–რავი, ჯერ არ შევხვედრილვართ. რა საჭიროა…
–გასაგებია, ყველაფერი გასაგებია. თქვენი კონფლიქტის საფუძველი ნაპოვნია.
–ეგ, ანუ რაზე ვჩხუბობთ მიხვდი ნოდარი ძია?
–კი, მივხვდი ზურა, მივხვდი.
–და, რა არის მიზეზი?
–ის რომ თქვენ არ არსებობთ?
–რას ამბობ ნოდარი ძია? როგორ არ ვარსებობთ!
–არა, შენ ვერ მიმიხვდი “თქვენ” არ არსებობთ. და, ბესოს დიდი პატივისცემის მიუხედავად, გთხოვ, ნუღარ შემაწუხებ.
თქვა და ოფლაინზე გავიდა.

ნაცნობი ისტორიაა არა?

10 thoughts on “აქა ამბავი complicated მიჯნურობისა და ფსიქოლოგის მასლაათისა

  1. ბოლოს ამან დაგლიჯა – “თქვა და ოფლაინზე გავიდა.” :დ :დ

    რას ვიზამთ ასეთი იქნება მომდევნო საუკუნეები :დ : )

    • რაღა მომდევნო საუკუნეები
      განა ცოტაა ეხლაც ესეთი ხალხი?😀

  2. vaimeee🙂
    თქვა და ოფლაინზე გავიდა.
    virtualuri mijnuri ar myolia arasdros da arc maqvs survili
    ra sashinelebaa es
    სკაიპში მივწერე მიყვარხარ–მეთქი. მართლა მიყვარს, ძალიან მიყვარს. ახლა, ნაჩხუბრები რომ ვართ, ძმაკაცის ადნოებით შევდივარ ხოლმე და ისე ვათვარიელებ მაგის სურათებს.🙂
    mere ro gaicno kide xo egre ojaxebic ikmneba mara es ra sashielebaa🙂

  3. რა მშრალია…….. ეგეთი ურთიერთობებია მშრალი:/

  4. mshrali ki ara uazrobaa egeti urtiertobebi chemi azrit:)) raa ubedureba iyo is druzia druzeishi naxva:D virtualuri sasiyvarulo urtiertobebi shorsaa realobisgan da ishviatad amartlebs:)) zogjer ki sasacilo xdeba:X

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s