“I’m a poet, and I know it”

ხშირად მქონია სურვილი, ამ ორ ადამიანზე მესაუბრა, ზოგჯერ მათი ბიოგრაფიის ჩემეული ვერსიების წერაც მოვინდომე, ვერ დავამთავრე. მინდა მათზე დავწერო, რადგან მიყვარს მათი შემოქმედება. მაგრამ რაც არ უნდა პარადოქსულად ჟღერდეს, ვერ ვიტან მათ მუსიკას(რათქმაუნდა, გამონაკლისი სიმღერები არის). რომ მომკლა, მათ ლაივ კონცერტებს ვერ მოვუსმენ(არადა რამდენჯერმე მიცდია, და ახლაც მაქვს რამდენიმე მათგანი შენახული).
საქმე ისაა, რომ მე მომწონს ისინი, როგორც პოეტები. ბობ დილანსაც და ჯიმ მორისონსაც ყველა მომღერლებად იცნობს, დიდ მომღერლებად, მაგრამ 98%–მა ალბათ არც კი იცის რომ ისინი პოეტები(ც) არიან. მე არ დავიწყებ მათ პიროვნებებზე საუბარს, ვერც ვისაუბრებ ბევრს, რადგან ადამიანების ბიოგრაფიებს იშვიათად ვკითხულობ(ბოლომდე). თუმცა რაღაც–რაღაცები მაინც ვიცი. სულაც არ არიან* იდეალურები. მაგრამ განა ასეთი მნიშვნელოვანია ადამიანის ცხოვრების დაწვრილებით ცოდნა? მირჩევნია, ადამიანი მისი შემოქმედებით შევაფასო და არა ჩადენილი საქციელებით.

მე უბრალო ახალგაზრდას, (ვერ ვიტან სიტყვა თინეიჯერს, მინდა, რომ ჩემს ასაკის ინგლისურად წარმოთქმისას, მოშორდეს ეს გაწელილი, “თიიიინ”, რომელიც თითქოს ამბობს, შეხედე ეს ჯერ კიდევ მოზარდია, დაბნეული, მიამიტი, უპრინციპო, ჩამოუყალიბებელი და მერყევი, ჯერ კიდევ აქეთ–იქით დაქანაობს და ოცნებების სჯერა. მაგრამ განა ასე არაა? ვიცი რომ ასეა, ამიტომაც მინდა მოვშორდე.) ისინი რომანტიულ პერსონებად მესახებიან, ისეთებად, ჩემი ასაკის ხალხი დიდ პლაკატებს რომ აკრავს ლოგინის წინ მათი გამოსახულებით, მათნაირ ვარცხნილობაზე და ჩაცმულობაზე რომ ოცნებობს და მათნაირ ცხოვრებას რომ ნატრულობს.

მაგრამ მე სულაც არ მინდა ვიღაცას დავემსგავსო, მივბაძო. მე უბრალოდ მათი შემოქმედება ახლოს მდგომად მიმაჩნია. ზოგჯერ ხომ შეიძლება ვიღაცის დაწერილმა სიტყვებმა ბევრად უკეთესად გაგიგოს, ვიდრე ნებისმიერმა ადამიანმა. თუმცა, დღეს ჩემთან ახლოს დილანი, მორისონი, ჰემინგუეი თუ სხვები არიან, მაგრამ შემდეგ შეიძლება სხვების შემოქმედებამ უფრო “გამიგოს”. ბოლოს–და–ბოლოს, მე ხომ ჯერ კიდევ თიიიიინეიჯერი ვარ, ჩამოუყალიბებელი, მერყევი და მეოცნებე.

ამ პოსტის წერა უსასრულოდ შემიძლია. და რომ იცოდეთ რამდენი აბზაცი ამოვჭერი. ვიცი, სულ დაგეკარგებოდათ წაკითხვის სურვილი დაუმოკლებელ ვერსიას რომ შეხედავდით. ახლაც გეზარებათ, ესეც ვიცი. ხომ ხედავთ, ყველანაირად ვცდილობ წაგაკითხოთ, და ვცდილობ, თქვენი პოზიციიდან დავინახო და ისე მოვიქცე. ეს ხომ არც ისე ძნელია, მეც ხომ თქვენნაირი ვარ. მაგრამ მე მაინც არ ვითვლი გვერდებს თუ საინტერესო წიგნს ვკითულობ. და არც “სქროლ დაუნს” ვაკეთებ როდესაც პოსტი მონიტორის ფარგლებში არ ეტევა. იმედია არც თქვენ გააკეთებთ.

ამდენი რამ ჩავაქსოვე ამ პოსტში, მაგრამ ალბათ უფრო მეტი მოვაკელი. ერთი კია, ამდენი საუბრის შემდეგ ერთი ორი ჩინებული ლექსის ჩაpasteბის გარეშე როგორ გაგიშვათ.

“For the times they are a-changin’ ” – Bob Dylan
“Not dark yet” – Bob Dylan
“The Celebration Of The Lizard” – Jim Morrison

პ.ს. სათაური ბობ დილანის ციტატაა.
ისე, პოსტს კარგად მოერგო. კონკრეტული არაა, ისევე როგორც ტექსტი. არადა ამ მიზნით არ დამირქმევია.

აიტ, ასწიე მაუსი ისევ მაღლა და კეთილი ინებე კითხვა თავიდან დაიწყო, უკუღმართო!😀

9 thoughts on ““I’m a poet, and I know it”

  1. მაგარი ადამიანები პოეტები და მუსიკოსები.
    მე ბობ დილანი უფრო მიყვარს,

    • რაღა დაგიმალო და მეც,
      მაგრამ არც მორისონია ნაკლები
      ნუ, ის უფრო სხვა სტიქია იყო ალბათ.

  2. ვერ ვიტყვი, რომელიმეს ვკითხულობ, ან ვგიჟდები მეთქი…🙂 უფრო მათი სიმღერები მომისმენია…
    ”თინეიჯერზე” 100%-ით გეთანხმები… ვერ ვიტან😐

    • მეც ეგ აღვნიშნე, რომ მათი შემოქმედების მხოლოდ ერთი მხარე ჩანს. არადა ჩემთვის ის, უკანმდგომი მეორე მხარე უფრო მოსაწონია.

  3. გეთანხმები, ყველაფერში… ოღონდ, როგორც მათი პოეზია მომწონს, ისევე მომწონს მათი მუსიკა..(თუმცა პოეზია მაინც პირველ პლანზეა) განსაკუთრებით ბოლო პერიოდში ბობია ჩემთან ახლოს. ძალიან ახლოს… ჩემთვის დღე არ გავა ალბათ დილანის გარეშე:) 100% გეთანხმები, რომ არცერთი მათგანი არ არის იდეალური და ალბათ გარკვეულწილად მათი შემოქმედების ხიბლიც ამაშია:) მიხარია, რომ კიდევ ერთი ადამიანი აღმოვაჩინე, რომელიც ბობ დილანს მხოლოდ 60-იანების სიმბოლოდ არ აღიქვამს და უფრო მეტს ხედავს ამ ადამიანში…
    ისე მეც ”თიიიიიინეიჯერი” ვარ და ვერც მე ვიტან ამ სიტყვას🙂

    • არის რამდენიმე სიმღერა, რომელსაც დიდი სიამოვნებით ვუსმენ.
      მაგრამ მაინც, მათ მუსიკას გადრამავალი ეტაპის მუსიკად ვთვლი.
      60–იანების სიმბოლოდ სულაც არ აღვიქვამ ბობ დილანს, იმ დროში სადაც მარტინ ლუთერ კინგი არსებობდა.

  4. მარტინ ლუთერიც თუ გიყვარს მე შენ მიყვარხარ!!!!!!!!!!!!!!!!🙂

      • მე ხომ არ მითქვამს რომ არ უნდა გიყვარდეს! უბრალოდ პირველი ხარ ვინც ასე გამოყო ეს კაცი როგორც თავისი ფავორიტი……. მახვილგონივრული იყო მაგ კომენტარის ბოლო წინადადება🙂

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s