ავატარი – ამერიკის ალტერნატიული ისტორია

თუ თქვენ ამ ბლოგს კითხულობთ, ესე იგი ინტერნეტზე ხელი მიგიწვდებათ; თუ თქვენ ინტერნეტზე ხელი მიგიწვდებათ, ესე იგი ცივილიზებული ადამიანი ხართ; თუ ცივილიზებული ადამიანი ხართ, ავატარი გექნებათ ნანახი.

(არსებობს რაღაც ფაქტორები, რომლებიც ადამიანთა ცივილიზებულობას განსაზღვრავენ. ეს შეიძლება იყოს ტელევიზორის, კომპიუტერის ქონა, წერა–კითხვის ცოდნა და, ბოლო დროს ამ ფაქტორებს დაემატა გარკვეული ცოდნა და გამოცდილება, ზოგიერთი წიგნი ან კინო, რომლის ნახვა/წაკითხვა აუცილებლობაა. მათ შორის არის ავატარიც. მე არ ვამბობ, რომ ეს სწორია. მე უბრალოდ გაბატონებული იდეის ჩამოყალიბებას ვცდილობ.)

მოკლედ, კ ჩორტუ იდეები და კონცეფციები! საქმეზე გადავიდეთ:

როგორც მოგეხსენებათ, ავატარი ყველა დროის რეკორდსმენი ფილმია. მისი მოკლე შინაარსი კი ასეთია:

სხვა ცივილიზაციის წარმომადგენლები აღმოაჩენენ ახალს, რომელიც რადიკალურადაა განსხვავებული მათი სამყაროსგან. საბრძოლო იარაღითა და ტექნიკის განვითარებით ჩამოუვარდებიან, სამაგიეროდ ბევრ სხვა სფეროში უფრო მეტი იციან ვიდრე ამ “განვითარებულმა” სტუმრებმა. სტუმრები აღმოაჩენენ, რომ ეს ადგილები მდიდარია ძვირფასი რესურსით. ისინი ამ რესურსზე დახარბდებიან და ყველაფერს ანადგურებენ, რაც მათ გამდიდრებას უშლის ხელს, მათ შორის აბორიგენებსაც, რომლებიც დამპყრობლების წინააღმდეგ იწყებენ ბრძოლას…

ეს ავატარის მოკლე შინაარსია, მაგრამ ნუთუ არაფერს გაგონებთ? აი მე კი მაგონებს. საკმარისია სიტყვა დამპყრობელი კონკისტადორით შევცვალოთ, და ყველაფერი ცხადი გახდება. მაგრამ რა კავშირი აქვს ავატარს ამერიკის კოლონიზაციასთან?

ახლავე აგიხსნით. ამერიკის კოლონიზაცია (მნიშვნელობა არ აქვს ვის მიერ. ყველა მოწინავე ევროპული ქვეყანა ერთნაირად იყო ჩაბმული ამ საქმეში, მათ შორის ინგლისელებიც ესპანელებიც, ფრანგებიც, პორტუგალიელებიც და ა.შ.) იდენტურია ამ ჩემს მიერ აღწერილი სიუჟეტისა. განსხვავება მხოლოდ დასასრულშია. თუ “ნავი”–ს ხალხმა გამარჯვება მოიპოვეს გარკვეული წიაღისეულის მომპოვებელ კომპანიაზე, ინდიელები ევროპელებთან ბრძოლაში დამარცხდნენ, და ეს უბრალო დამარცხება კი არა, განადგურება იყო. დიახ, ისინი მთლიანად განადგურდნენ( იმ ადამიანებს თუ არ ჩავთვლით, ინგლისური ან ესპანური გვარ–სახელებით რომ მოძრაობენ და სამუზეუმო ექსპონანტებზე ძვირფასები არიან).

მაშინ, “განვითარებულმა” ცივილიზაციამ არ დაინდო ოკეანის გადაღმა მცხოვრები “პრიმიტიული” ხალხი, და მათი სახლები, სოფლები, ქალაქები, მიწასთან გაასწორა. თვითონ გახდა ბატონ–პატრონი ყველაფრისა, და თავად გახდა ამერიკელი.

მაგრამ რატომ არ ხდება იგივე “ავატარში”? რატომ არიან “სტუმრები” ბოროტის როლში და აბორიგენები კეთილის? განა ოდესღაც ტავად ამერიკელები არ იყვნენ სტუმრები ამერიკაში?

ეს დღევანდელობის ბრალია. დღეს ხომ ყველა უფრო მეტად შემწყნარებელი, ლიბერალური და ჰუმანურია. ყოველ შემთხვევაში ასე ჰგონიათ. დღევანდელი გადმოსახედიდან ისინი გმობენ საკუთარი წინაპრების ვერაგობას, იფიცებიან, რომ თვითონ არასდროს გაიმეორებენ მათ საქციელს.

მაგრამ ეს ახალი ამერიკელებიც ადამიანები არიან და ის ხალხიც, ვინც პირველად, მეორედ, თუ მეცხრედ დაადგა ამერიკის მიწას ფეხი მისი დაპყრობის მიზნით. ადამიანი, კი სიხარბის მსხვერპლია, და მგონი თავს დიდად არ უსაყვედურებენ, თუ ოდესმე საკუთარი წინაპრების კვალს დაადგებიან.

პ.ს. ვიცი, ავატარი მოძველებული თემაა(მაგრამ მოძველებული არ ნიშნავს ამოწურულს) მაგრამ მაინც…

One thought on “ავატარი – ამერიკის ალტერნატიული ისტორია

  1. პირველივე აბზაცმა ჩემი თვითდაჯერებულობა თუ რაც ჰქვია დასცა ტატამზე იმიტომ რომ მე ინტერნეტზე ხელი მიმიწვდება და ავატარი არ მაქვს ნანახი….. ახლა შენ მითხარი გავაგძელო კითხვა?🙂

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s