მეეზოვე

მაშინ, როდესაც ჩვენ ჯერ კიდევ ღრმა ძილით გვძინავს და მზეს არც კი დაუწყია ფიქრი ამოსვლაზე, ის ქუჩაში გამოდის, ირგვლივ წყნარად მიმოიხედავს, სამუშაო ადგილს შეარჩევს, ნელი ნაბიჯით გაემართება საჭირო ადგილისაკენ. დანაოჭებულ, მაგრამ ჯერ კიდევ ღონიერ ხელებში ცოცხს მოიმარჯვებს, და მუშაობას იწყებს. მუშაობს უხმაუროდ. თითქოს იმიტომ, რომ ღამის მყუდროება არ დაარღვიოს. ამ დროს ყველაფერი დუმს და მას შეუძლია საკუთარი ცოცხის მოსმის ხმა გაიგოს. მას ეს ხმა მუსიკასავით ჩაესმის ყურში.მთელი ამ დროს განმავლობაში, თავი დაბლა აქვს დახრილი, სანამ უკანასკნელ წერტილს არ დაასუფთავებს და მხოლოდ მზის ამოსვლისას სწევს თავს მაღლა. ეგებება მზეს და, თითქოს ანიშნებს, რომ ყველაფერი მზადაა. ახლა უკვე თამამად შეუძლია მნათობს სხივები მოჰფინოს არემარეს და იმის არ შეეშინდეს, რომ ნაგვიან ადგილებს გაანათებს და გამოაჩენს. შემდეგ უჩინარდება, ქრება, თითქოს მეორე დილამდე ბუნაგში მიდიოდეს დასაძინებლად.

მისთვის სისუფთავე ყველაფერია, რადგან მას უძღვნის თავის ცხოვრებას. მისთვის გაუგონარი ვერაგობაა, როდესაც ხედავს, როგორ აბინძურებს ქუჩას ვიღაც და გულში ვანდალად ნათლავს. მას ქუჩის დასუფთავება ხელოვნებად მიაჩნია, ხოლო დასუფთავებული ქუჩა, ხელოვნების ნიმუშად. ცოცხი მისთვის ფუნჯია, კალამია, საკრავია, რომლითაც შედევრს ქმნის. მაგრამ ეს შედევრი მხოლოდ ერთი დღე ცხოვრობს, ამიტომაც იგი ყოველდღიურად ყველაფერს თავიდან აკეთებს.

მას მეეზოვე ჰქვია, ადამიანი, რომელიც ჩვენს საზოგადოებაში მდაბიოდ მიიჩნევა.

7 thoughts on “მეეზოვე

      • რა ვიცი…. სკოლა მიყვარს და მაგან მომანდომა 🙂 და მერე პროდიჯი მანდატურს დაბადების დღეზე დაპატიჟებენ????????????????? 🙂

დატოვე კომენტარი

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.