როდესაც ასე ახლოს ხარ სიკვდილთან

თვალები რომ გაახილა, პირველ რიგში სიცივე იგრძნო. მთელი ტანით სციოდა. მაგრამ ეს მარტო ზამთრის ღამის სუსხის და იმ ცივი ქვაფენილის ბრალი არ იყო, რომელზეც იგი იწვა, ან უფრო ეგდო. ის სველი იყო, მთლიანად სველი და ამისგან უფრო მეტად სციოდა. მარჯვენა ხელი გაჭირვებით ასწია და მხოლოდ ახლა მიხვდა რა იყო სისველის მიზეზი. იგი მთლიანად სისხლში იყო ამოსვრილი. და მაშინ უეცარი, აუტანელი ტკივილი იგრძნო მუცელში. ისეთი აუტანელი, რომ სიმწრისგან ველურივით დააღრიალა. ამ გაუგებრობაში როგორ აღმოჩნდა, ვერ იხსენებდა. მხოლოდ ის ახსოვს, რომ მეგობრისგან გვიან ღამით ბრუნდებოდა, როდესაც მისმა ტოლმა უცნობმა ბიჭებმა უხეშად სთხოვეს სიგარეტი. ფიქრი ტკივილმა შეაწყვეტინა. წამოდგომა უნდოდა, მაგრამ თავსაც ვერ სწევდა. გრძნობდა, რომ ძალა თანდათან უფრო ეცლებოდა. ყვირილი დაიწყო, შველას ითხოვდა, მაგრამ ხმას არავინ სცემდა. იქნებ არ ყვიროდა და მხოლოდ ეგონა ასე. იქნებ პირსაც კი არ აღებდა, ან იქნებ დაბალ ხმაზე ჩურჩულებდა ძალაგამოლეული. მაგრამ ის მაინც არ ჩერდებოდა. იმედი ჰქონდა, რომ ვინმე მაინც გაიგებდა მის ხმას. რამდენიმე წამის შემდეგ ყვირილი შეწყვიტა. მეტი აღარ შეეძლო. ტკივილიც სულ უფრო გაუსაძლისი გახდა. მხოლოდ ფიქრობდა, ძალიან ბევრს და ძალიან სწრაფად. ფიქრობდა ყველაფერზე: თუ გადარჩებოდა, რას ეტყოდა დედამისს, რამდენი ხანი მოუწევდა საავადმყოფოში წოლა, წამლების აუტანელ სუნში მისნაირ მომაკვდავებთან ერთად, რომლებიც თავიანთი აგონიით ღამეს თეთრად გაათენებინებდნენ, რომელი საათი იყო ახლა და რატომ არ დადიოდა არცერთი მანქანა ქუჩაში, მაინცდამაინც ამ ადგილას რატომ ბჟუტავდა ლამპიონი(ამაზე მწარედ ეცინებოდა და ამას თავის უიღბლობას აბრალებდა). ალაგ-ალაგ ფიქრებს ტკივილი აწყვეტინებდა. შემდეგ, გაახსენდა ფრაზა, “მე სიკვდილს ჩავხედე თვალებში”. მაგრამ ის რომ არავის მზერას არ გრძნობდა?! იქნებ იმიტომ, რომ ამას სიკვდილს გადარჩენილი ადამიანები ამბობენ. ესე იგი ის საბოლოოდ განწირულია? არ არსებობს არანაირი ხსნა, შანსი გადარჩენისთვის? (ასეთ ფიქრებში ეგონა რომ საათზე მეტი დაჰყო. სინამდვილეში მხოლოდ 4 წუთი) ამის შემდეგ იგრძნო, რომ თვალების გახელილ მდგომარეობაში დატოვება აღარ შეეძლო და თანდათან დახუჭვა დაიწყო. ჭრილობა უფრო მეტად სტკიოდა, მაგრამ კვნესის თავიც აღარ ჰქონდა. შეეცადა მოდუნებულიყო და დაეძინა, ტკივილიდან ყურადღება სხვა რამეზე, კარგ რამეზე გადაეტანა, მაგრამ თავში აზრად არაფერი მოსდიოდა. მაშინ გადაწყვიტა ფიქრებშიც გაჩუმებულიყო. შემდეგ, საბოლოოდ გაითიშა და უცნაურ ადგილას აღმოჩნდა, იგი შავ, ცარიელ სივრცეში იყო, შიშველი, თავბრუ ეხვეოდა. თან ყრუ ხმები ჩაესმოდა, გრძნობდა ვიღაც ეხებოდა, მაგრამ ვერ ხედავდა, რადგან თვალები დახუჭული ჰქონდა და გახელას ვერ ახერხებდა, თითქოს ვიღაცამ ამის უნარი წაართვაო. თვალები მხოლოდ მაშინ გაახილა, როცა ძალიან ძლიერმა სინათლემ შეაწუხა, რომელიც პირდაპირ თვალეი ანათებდა. იგი საოპერაციო მაგიდაზე იწვა…

10 thoughts on “როდესაც ასე ახლოს ხარ სიკვდილთან

  1. ისე ზუსტად გაქვს აღწერილი შეგრძნებები, რომ მგონია პირადი გამოცდილებაა🙂 რაღაც ნიუანსები მარტო ასე შეიძლება რომ იცოდე🙂

    • პირადი გამოცდილება არაა, მაგრამ წარმოვიდგინე იქ რო ვწოლილიყავი რას ვიფიქრებდი😀

  2. აუჰ კარგად წერ ძალიან ^^
    ასე მგონია ჩემ საყვარელ ამერიკულ მოთხობებს ვკითხულობ ^^

  3. ძალიან რთულია ალბათ ეს მომენტი:( იმედია გადარჩება😦😦😦

  4. რამოდენიმე , კვირის წინ წაგიკითხე “სიყვარულოვნასთან”. ძალიან მომეწონა შენი პოსტები. შემდეგ აქაც გესტუმრე მაგრამ არ წაგიკითხე. მიზეზი ის არის , რომ სიყვარულოვნასთან შენი პოსტის წაკითხვა გარკვეულმა განწყობამ “მაიძულა”. ხოდა მიშველე რაღაცნაირად, აქ რომ გესტუმრე ის განწყობა უკვე გამქრალი იყო. ამიტომ გადავწყვიტე , როცა (ცუდად არ გაიგო) დამჭირდებოდი აუცილებლად გესტუმრებოდი. ხოდა აი დღეს არის ეგ დღე და დავიწყე.. მგონი აღარაა , საჭირო უწი-პუწი საუბარი , კარგი ხარ და ეს ხარ და ის ხარ.. უბრალოდ არასდროს დაანებო წერას თავი :რადგან რამოდენიმე კვირა გონებაში ვიმეორებდი შენი მოთხრობის დასასრულს :პ.ს. მე გიორგი მქვია, და ეს კი უბრალოდ მოთხრობაა ორ არარეალურ ადამიანზე.🙂

    • ძალიან, ძალიან დიდი მადლობა
      იმედია ჩემი “შველა” იშვიათად დაგჭირდება, მაგრამ მაინც შემოიარე ხოლმე😀

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s