განსხვავებული ბავშვების განსხვავებული ახალი წელი

ჩემს ეზოში ხშირად დამინახავს 10-11 წლის ბავშვები მთელი დღე აქეთ-იქით რომ დადიან, ხან გამვლელს სთხოვენ სიგარეტს, ხან მაღაზიაში შედიან და ეკითხებიან ღერებით ხომ არ აქვთ და თუ გაუმართლათ და მისცეს, თან იმდენივე საღეჭ რეზინს ყიდულობენ რამდენ სიგარეტსაც, რათა სახლში ასულებს სიგარეტის სუნი არ ასდიოდეთ, თორემ მათი ნერვოზიანი დედა, ან ლოთი მამა ისევ სცემს, ქამრით, იატაკის საწმენდი ჯოხით, ან რაიმე სხვა ნაცადი ხერხით.
დღეს 31 დეკემბერია, ახალი წლის წინა დღე და ეზოში რომ გავედი, ისევ შევამჩნიე ასეთი ბავშვები. მაღაზიაში შევედი და შემომყვნენ, მათაც სიგარეტი უნდოდათ. თავიდან გავბრაზდი, ვიფიქრე უფლება მქონდეს მაგრად მივჟეჟავდი-მეთქი, მაგრამ შემდეგ რომ დავფიქრდი, მივხვდი მათ ცემა ისედაც არ აკლიათ და მთელ დღეს იმიტომაც ატარებენ ქუჩაში, რომ ნაკლები მოხვდეთ.
31 დეკემბერია და მათ სადღესასწაულო განწყობა სულაც არ აქვთ. დადიან, დაბოდიალობენ და არ იციან რითი დაკავდნენ, თამაშის სურვილიც კი აღარ აქვთ. იმაზე დავიწყე ფიქრი, როგორი იქნებოდა მათთვის ახალი წელი. ნეტა ისინიც სხვა ბავშვებივით იფიქრებენ სურვილებს? წეილებს სწერენ თოვლის პაპას? ნეტავი, საერთოდ ნაძვის ხე თუ აქვთ სახლში? თუ ისიც მამამ გაუყიდათ არყის ბოთლი რომ ეყიდა? ახალ წელს გოზინაყს ჭამენ? ალბათ, მარტონი იკეტებიან თავიანთ ოთახში მაშინ როდესაც მათი დედ-მამა ისევ ჩხუბობენ და ერთმანეთს უყვირიან(ან მხოლოდ მამა უყვირის) და ოცნებობენ, რომ ეს ყველაფერი დამთავრდეს, ბევრი ფული ჰქონდეთ, მამას დედის ცემა რომ აღარ უწევდეს გაბრაზებულ გულზე.
ახალ წელს გულში ახალი იმედით ხვდებიან, იმედით რომ ამ წელს ყველაფერი ცუდი გაქრება და სხვა ბავშვებივით დაიწყებენ ცხოვრებას. მანამდე კი სხვა რა დარჩენიათ თავიანთი ბედით დათრგუნულებს, ივლიან ახალი წლის ან შობის ღამეს და კანფეტების მაგივრად სიგარეტს სთხოვენ გამვლელებს.

პ.ს. ჩემი აზრით სიგარეტს იმიტომ ეწევიან, რომ “ცუდ ბიჭებად” გამოჩნდნენ. ასეთ იმიჯს კი იმიტომ იქმნიან, რომ მშობლებისგან დაჩვეულებს ყველაფრის ეშინიათ, ეს კი გარკვეულწილად თავდაცვის საშუალებაა.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s