მილიონი რომ მქონდეს, მილიარდზე ვიოცნებებდი

“მილიონი რომ მქონდეს, მილიარდზე ვიოცნებებდი”
ეს ფრაზა მომივიდა თავში. მართალია ჩემით მოვიფიქრე, მაგრამ შეიძლება სხვამ ჩემზე ადრე იფიქრა იგივე და ავტორობას ვერ დავიბრალებ. მოკლედ, ამას გადამწყვეტი მნიშვნელობა არ აქვს, მთავარი კი ისაა, რომ ამ ფრაზამ პოსტის თემის იდეა მომაწოდა. იდეა კი შემდეგია – გა-უ-მა-ძღრო-ბა.
იცნობ ისეთ ადამიანს, ვინც თავისი ცხოვრებით კმაყოფილია? თუ იცნობ, მინდა გითხრა რომ გიხაროდეს, რადგან შენ შესაძლებლობა გაქვს უნიკალურ ადამიანთან გქონდეს ურთიერთობა. ასეთი ადამიანები იშვიათები არიან, რადგან მათ აქვთ ერთი დიდი ნიჭი, ნიჭი დაკმაყოფილებისა, კმაყოფილებისა იმითი რაც გააჩნიათ. ადამიანების 98% ამ მხრივ უნიჭოა.
ისე ნუ გამიგებ ახლა, რომ მიზანმიმართულობას უარყოფით მოვლენად ვთვლიდე. სულაც არა, მაგრამ როდესაც შენს მიზანს მიაღწევ, სხვა მიზანს დაისახავ, შემდეგ კიდევ სხვას. ეს უკვე მიზანმიმართულობა არაა და ეს ყველაფერი იმ სარკეს ემსგავსება ბებიაჩემს რომ ედგა ძველ სახლში. სამად გაყოფილი სარკე იყო გვერდითა სარკეები 180 გრადუსით ტრიალებდა და თუ სარკის წინ დადგებოდი და ამ გვერდითა ნაწილებს შენსკენ მოკეცავდი, შენ საკუთარ გამოსახულებას ხედავდი სარკეშო, რომელიც სხვა სარკეში ჩანდა, შემდეგ ის სხვაში, ის სხვაში და ასე გრძელდებოდა დაუსრულებლად. მიზანი ერთ ცხოვრებაში ერთია. მაგალითად, ჩემი მიზანია – ვიყო ბედნიერი.
წუთისოფელი მოკლეაო, ეს გამოთქმა იცი რატომ მოიფიქრეს ადამიანებმა? იმიტომ რომ თავიანთი გაუმაძღრობა გაამართლონ. დიახაც! აქაოდა, დრო ცოტა გვაქვსო და როგორ გავძღებით, ვერ ვასწრებთო. შე კაი ადამიანო, 80 წელი ცოცხლობ და მაინც ვერ კმაყოფილდები, როცა პეპელას სულ სამი დღე აქვს სიცოცხლე, მაგრამ მაინც შენზე მეტს ასწრებს.
შენ შეიძლება დაგმართნია, ან დაგემართება ასეთი რამ: როდესაც მიაღწევ იმას რაც გინდოდა, ბედნიერი ხარ წუთიერად, მაგრამ უცბად ეს ბედნიერება სადღაც ქრება და შენ ახალი მოთხოვნილება გიჩნდება უფრო მეტის ვიდრე გაქვს. როგორც ვიღაც მშიერმა, მაგრამ აშკარად ჭკვიანმა კაცმა თქვა, მადა ჭამაში მოდისო. ამ დროს უფრო და უფრო მეტის სურვილში ყველანაირი სიამოვნება იკარგება და შენ აზარტში ვარდები. შენთვის მხოლოდ არსებობს ერთი სიტყვა – მეტი! სულ რომ მარსზე… (უკაცრავად, მაგრამ ძალიან კარგად ჯდება და რომ არ ჩავსვა ეს სიტყვა საკუთარ თავს ვერ ვაპატიებ) ხოდა, ვამბობდი, რომ სულ რომ მარსზე მოისაქმო, მაინც ნაკლებობის შეგრძნება გექნება, ჩემი განავლისთვის მარსი ძალიან პატარააო.
ამიტომ, ჩემო მეგობარო, სანამ მილიონზე დაიწყებ ოცნებას, დაფიქრდი, ღირს კი საერთოდ?
პ.ს. კიარადა WARNING! თუ, ამ პოსტის წაკითხვის შემდეგ ვინმემ მოიგეთ ჯეკპოტი ლოტოში, სასწრაფოდ დახარჯეთ იმაში, რაც თავში პირველივე მოგივათ🙂

 

ცოტა დიდაქტიკური გამომივიდა ერთი ბეწო ადამიანს, მაგრამ იმედია საინტერესოა.

9 thoughts on “მილიონი რომ მქონდეს, მილიარდზე ვიოცნებებდი

  1. me mixaria radgan nichier adamians shevxvdi.anu shen nu shevxvdi ra naweri wavikitxe.radgan es dawere eseigieseigi tviton ar ocnbob milionis mogebaze da im 2%shi shedixar…magram sheidzleba milionzec ocnebob da upro metzec magram gdzuls aseti ram da survili gaqvs,rom agmofxvra eg damgupveli tviseba da es amis ganxorcielebis mcdelobaa…..asea tu ise mainc kargia….

    • მიხარია, რომ ჩემს პოსტებს ასეთ შეფასებას აძლევ.
      მილიონის ამბიციები კი, ნამდვილად არ მაქვს.

  2. კითხვა მაქვს…. შეიძლება? იმედია კი….. ძალიან მიხარია რომ ზოგადად პრობლემა გაუმაძღრობა ასე გაწუხებს მაგრამ მართლა თვლი რომ ებისმიერი ახალი მიზანი უფრო და უფრო წარმოაჩენს ადამიანის ამ თვისებას? არა ერთი მიზანი არამედ უფრო და უფრო მეტისკენ სწრაფვა….. მე გავმიჯნავდი ამ ორ ცნებას😦

    • მე კი ვთვლი, რომ გაუმაძღრობა სწორედ უფრო მეტისკენ სწრაფვაა.
      რავიცი
      შეგვიძლია ვიდავოთ😀

      • ვიდავოთ თუ ეს მიგვიყვანს სადმე🙂 მე რომ წავიკითხავ ო’ჰენრის ერთ მოთხრობას და ისე მომეწონება რომ მეორესაც მივაყოლებ და ა.შ. და ა.შ. და ბოლოს რომ ვინატრებ რომ ნეტავ ამ კაცს 300ის ნაცვლად 1000 მოთხრობა დაეწერა-მეთქი ეგ გაუმაძღრობად არ მიმაჩნია…. თუ შენ ამასაც გაუმაძღრობას დაარქმევ, მაშინ მოდი ასე ვთვათ, გაუმაძღრობა ყოველთვის ნეგატიურ დატვირთვას არ ატარებს!

  3. არა, ო’ჰენრის მოთხრობების წაკითხვა რომ გსურს, ეგ ხომ არც მიზანია და არც ამბიცია.
    უნდა დამეკონკრეტებინა. მეტისკენ სწრაფვაში რაღაც ესთეტიურ ან ინტელექტუალურ მოთხოვნილებებს არ ვგულისხმობ. ეგ ის ერთადერთი შემთხვევაა, როდესაც უფრო მეტი არ გავნებს.

    • ალბათ უნდა დაგეკონკრეტებინა🙂 და კარიერული ამბიციებიც? ბარსას პრესსამსახურში რომ სულ უხელფასოდ ვიმუშავებდი ოღონდ კი მემუშავა ეგეც გაუმაძღრობაა??

      • ეგ მერე კარიერული ამბიციაა? კარიერული ამბიციაა ბარსას პრეს სამსახურის ხელმძღვანელი რომ იყო და უეფას პრეს–სპიკერობა გინდოდეს

  4. ჰოოოოოოო….. აქამდე მე მაგას კარიერულ ოცნებას ვეძახდი… და რა განსხვავებაა გზებს შორის სულ არაფრიდან ბარსას პრესსამსახურამდე და ბარსას პრესსამსახურობიდან უეფას პრესსპიკერობამდე???????? აუ რა შევჭამე ტვინი მეკითხა ჩუმად არ ჯობდა??:/

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s