მომენტები, ანუ ცხოვრება

ბევრჯერ მიფიქრია იმაზე რომ ჩვენი ცხოვრება უბრალოდ მომენტებისგან შედგება. ეს მომენტები ქმნიან მოგონებებს და განიჭებენ სიხარულს, სიამაყეს, სიამოვნებას ან, სულაც ტკივილს. წარმოიდგინე, რომელი დღე უფრო დაგამახსოვრდება:
1.    დილით მაღვიძარა რეკავს, დგები 8 საათზე, საუზმობ, მიდიხარ სამსახურში, მუშაობ და 7 საათზე ბრუნდები შინ. ისვენებ, უყურებ ტელევიზორს, იქნებ რამოდენიმე წუთი მეგობრებისთვისაც გამონახო, შემდეგ შეიძლება რაიმე საინტერესო წიგნი გადაშალო და კითხვაში ჩაგეძინოს, მაგრამ მხოლოდ 8 საათამდე.
2.    დილით მაღვიძარა რეკავს, დგები 8 საათზე, საუზმობ, მიდიხარ სამსახურში, მუშაობ და 7 საათზე ბრუნდები შინ. ისვენებ, უყურებ ტელევიზორს… უცბად კარებზე ზარია, აღებ და ზღურბლს იქით ლამაზი გოგონა დგას, რომელიც გეუბნება, რომ თქვენი ახალი მეზობელია და თუ შეგიძლია ყავის კოლოფი გაუხსნა, რომელიც დიდი წვალების მიუხედავად თვითონ ვერ გახსნა. შენ უხსნი მას, ის მადლობას გიხდის და გიღიმი, შენც გეღიმება და უყურებ თუ როგორ მიდის გოგონა თავისი კარისკენ. შენ კარებს კეტავ, ფიქრობ რა მშვენიერი იყო, გული გწყდება რომ სახელი არ ჰკითხე, შემდეგ მიდიხარ დასაწოლად და ლოგინშიც მასზე ფიქრი არ განებებს თავს.
ეს ხომ უბრალო მომენტი იყო, რამოდენიმე წამიანი, სანამ მან ყავის კოლოფი მოგაწოდა და შენ გაუხსენი, მაგრამ ამ მომენტმა შენ სიამოვნება მოგგვარა და გაგახალისა. რა მოჰყვება ამ მომენტს, ეს შენზეა დამოკიდებული. ეს დღე კი, შენ დაგამახსოვრდა, წინა დღისგან განსხვავებით.
აბა ახლა შეეცადე და ისეთი დღე გაიხსენე, რომელ დღესაც საერთოდ არაფერი გამორჩეული არ მომხდარა. გაიხსენებ? ვერ გაიხსენებ. ასეთი დღეები ხომ არ რჩება შენს გონებაში, იმიტომ რომ ისინი მოგონებებს არ შეიცავენ, ანუ მომენტებს, რომლებიც მოგონებებად იქცევიან.

მაინც, უცნაურები ვართ ეს ადამიანები.
მაგრამ მე მომწონს.

3 thoughts on “მომენტები, ანუ ცხოვრება

  1. მგონი მეტისმეტი მომდის მაგრამ მივყვები ვკითხულობ და თავს ვერ ვიკავებ რომ კომენტარი არ გავაკეთო…………… მართალია…….. ჩვეულებრივი დღეები არ გვამახსოვრდება მაგრამ იქნებ ისინი უბრალოდ არ არსებობენ.. და რადგან ჩვენ არ გვამახსოვრდება გვგონია რომ ისინი ჩვეულებრივები იყვნენ? ცოტა წავურომანტიკოსებ მე… და ბოდიში ამდენის კითხვა რომ გიწევს🙂 უბრალოდ კარგია…….

    • ალბათ, იმას გულისხმობ რომ ყოველი დღე უნიკალურია. მართალია. მაგრამ განა ყველა დღე რაიმეს გვმატებს? უმეტესობა სიცოცხლეს გვიმოკლებს და მეტი არაფერი😀

      • ჰა ჰაააა… მაგარი იყო…… მეტსაც გეტყვი.. არც ერთი დღე არ გვმატებს არაფერს… უფრო სწორედ ეს იმაზეა დამიკიდებული ჩვენ რას შევმატებთ საკუთარ თავს თორემ სხვა (და მიტ უმეტეს დღე :)) არაფერს არ შეგმატებს არასდროს!

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s