ბრმების ქვეყანა(იგავი)

ერთი მწირი ბევრს მოგზაურობდა, უამრავი ადგილი მოიარა და ერთხელაც უცნაურ ქვეყანაში. ეს  ქვეყანა მთლიანად უდაბნოთი იყო დაფარული და ქვიშის მეტი არაფერი მოიპოვებოდა. აქ სულ ბრმები ცხოვრობდნენ. გაუკვირდა მწირს და გადაწყვიტა გაერკვია თუ როგორ ცხოვრობდა ეს ხალხი.

გზად მას ერთი ბრმა შემოხვდა, ტომარაში ქვიშა ეყარა და მოჰქონდა. გადაწყვიტა მისთვის ეკითხა ყველაფერი.

მწირი მივიდა და უთხრა:
–ამიხსენი მეგობარო, ეს რა ქვეყანაა, აქ როგორ ცხოვრობთო?!
ბრმამ უპასუხა:
–ვიცი, გაკვირვებული ხარ ნანახით! ჩვენი ქვეყანა ხომ ყველაზე ლამაზია თავისი ბუნებით. ირგვლივ სულ უშველებელი თეთრი მთები გვარტყავს და ვეება მდინარეები გვაქვსო. მოსავალიც უხვად მოგვდის, აი, ახლა ახალი ხორბალი მიმაქვს სახლშიო.
მწირს გაუკვირდა და ჰკითხა:
–ეს ყველაფერი შენი თვალით გინახავსო?
–არა აქ ყველანი დაბადებიდან ბრმები ვართ.–უპასუხა ბრმამ.
–მაშ საიდან იცი რომ ასეთი ქვეყანა გაქვს?
–ჩვენს ქვეყანას თვალხილული ხალხი მართავს, ისინი გვინახავენ, გვივლიან და ყველაფერიც მათგან ვიცით.
ბრმამ მწირი თავისთან მიიპატიჟა. საღამოს, როდესაც პურს მიირთმევდნენ ბრმას ერთი თვალხილული კაცი ესტუმრა
“ეს ვინ არისო?”–ჰკითხა მწირმა.
–ეს მოლაა, ჩვენს სულებზე ზრუნავს.
–რა უნდოდა, ხუთი დრაჰკანი რისთვის მიეციო?
–მდინარე ადიდებულა, გვერდითა სოფელი წაულეკავს და იმათ დასახმაებლად შემოწირულობებს აგროვებსო.
ამ ლაპარაკში მოლა უკან მობრუნებულიყო:
–მე 5 დრაჰკანი გთხოვე შენ კიდევ ოთხი მოგიცია. ეტყობა ბრმამ ვერ დაითვალეო.
ბრმამ კიდევ ერთი დრაჰკანი მისცა.
მოლამ ჰკითხა, ეს სტუმრად ვინ გყავსო.

–ჩემი სტუმარი თქვენსავით თვალხილულია, მოგზაურია და ჩვენს ქვეყანაში მოხვდაო.
–მოგზაური კი არა ქურდია, ტომარაში რაც კი ხორბალი გქონდა ამოუცლია და ქვიშა ჩაუყრია. ახლავე გააგდე სახლიდან სანამ ფულიც არ მოგპარაო.
ბრმა მაშინვე შევარდა სახლში და მწირი გამოაგდო.
–რას შვრები, მოგატყუა, ყველაფერს გატყუებენ. სინამდვილეში უდაბნოში ცხოვრობო!–შეჰყვირა გამწარებულმა მწირმა.
ბრმას გაეცინა:
უდაბნოში რომ ვცხოვრობდე, მეზობელ სოფელს მდინარე როგორ წალეკავდაო?!

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s