ბადრაგის დღიურები

მინაწერი: ეს, რაღა თქმა უნდა, გამოგონილი ტექსტია.

გლდანის მერვე საპყრობილის ერთ–ერთი ბადრაგის, ვინმე ამირან კ.–ს დღიურები:

22 მარტი.

თბილისში ისევ ქარი ქრის. რით ვეღარ გადაიარა ამ სიცივეებმა. არადა, როგორ უყვართ ჩემს პატარებს ეზოში თამაში. ახლა კი, გარეთ ვერ ვუშვებ, მეშინია, არ გაცივდნენ. სულ მეწუწუნებიან, მაგრამ რა ვქნა. მათაც უნდა გამიგონ. პატარა ბავშვების აღზრდა მარტოხელა მამისთვის ადვილი საქმე არ არის. თან ეს სამსახურიც… რამდენ ძალასა და დროს მართლევს. მაგრამ სამსახური აუცილებელი რამეა.

13 აპრილი.

დღეს, სამსახურში ბიჭებმა დავლიეთ. გივი დამენინძლავა, რომ ხუთ პატიმარს მიყოლებით თითო–თითო დარტყმით გათიშავდა. მე დავცინოდი, ფეხი გერევა და მუშტს როგორღა დაუმიზნებ–მეთქი. კურიცების საკანში შევედით. ხალხი ჩამოვამწკრივეთ. ორს კი მაგრად მოსდო, მაგრამ მესამეზე რომ გადავიდა, ააცილა და გვერდზე მდგომ ეპილეფტიკს დაადო. კინაღამ მოგვიკვდა, მაგრად დაგვაპანიკა. ღადაობა სმენა იყო.

3 მაისი.

დღეს ორი ტრუპი გაიტანეს ციხიდან. ამის გამო შევყოვნდი და დათუჩას ზეიმს ვერ მივუსწარი. ძალიან გამიჯავრდა. ბევრი ვეხვეწე, მაპატიე–მეთქი, მაგრამ 4 წლისაა და რროგორ უნდა ავუხსნა. წიოდა და კიოდა მთელი დღე. სახლში რომ არ ვარ, საწყალი დედაჩემიც შეკლული ჰყავთ ხელში. ბოლოს შევპირდი, პოლიციის ახალ ქუდს გიყიდი–მეთქი და დაწყნარდა.

6 მაისი.

გუშინ კლასელებთან ერთად ვიქეიფე. მოძველბიჭო კლასელი რომ გვყავდა, ოთო, წამლისგან სამი კილოღაა დარჩენილი. ენა ებმევა. რო დავთვერი, ვეღადავებოდი. გვერდზე მოვისვი და ველაპარაკებოდი. რამდენჯერაც ენა დაება, იმდენჯერ თავში წამოვარტყი. სულ ბოდიშებს მიხდიდა, თუ სკოლაში რამე გაწყენინეო. ტრაკი აეწვათ ეხლა ყველას.

26 მაისი.

ბავშვები აღლუმზე მყავდა. დათუჩას ძალიან უყვარს ტანკები. სულ იმას ამბობს, რომ გავიზრდები ტანკისტი გამოვალ და რუსებს გადავუვლიო. პატრიოტი მეზრდება ბავშვი. ანუკი ცოტა მოწყენილი იყო. ამან თქვა, მე პატარა ბავშვები შემეცოდება და არაფერს არ ვუზამო. მე ავუხსენი, რომ მაგათი დანდობა არ შეიძლება, ყველა უნდა დახოცო. გოგოა, პატარაა, ნაზია, გაიზრდება და მიხვდება.

29 მაისი.

დღეს ერთ პატიმარს ტრაკში ცოცხი შევტენეთ. ვიღაც მაგარი ტუპოი იყო. ტრაკშიცოცხგარჭობილი ვაყვირეთ “ქურდი ვარო”. ვიდეო გადავიღე და მაგარი პრიკოლი გამოვიდა. სახლში მერე ძმაკაცებს ვანახე და დაიხოცნენ სიცილით.

4 ივნისი.

დღეს სვეჟი მიასა მივიღეთ. სულ პატარა ბიჭები იყვნენ. თავში ჭკუა არ აქვთ, ხოდა სანამ აქ იქნებიან, აზრზე მოვიყვანთ, როგორ უნდა მოიქცნენ. უკვე მოინათლნენ, წრეში ჩავაყენეთ და წიხლები ვურტყით. ერთი–ორი მაგრად წიოდა, ნუღა მირტყამთო. ჯერ სადა ხარ შვილო.

9 ივლისი.

შვებულება ავიღე. ბავშვები სოფელში წავიყვანე, სუფთა ჰაერზე. ორი კვირა გავჩერდებით აქ. ბიჭები მირეკავენ, უშენოდ ისე ვეღარ ვხალისობთო. ბავშვები კარგად ერთობიან. ენაცვალოთ მამა, ესენი არიან ჩემი იმედი და ჩემი სიამაყე. ამათი და ამათი მომავლის გულისთვის ვწვვალობ.